ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები

გთავაზობთ იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბუდაპეშტის ვიზიტისას.

უნგრეთის პარლამანეტი

უნგრეთის  პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილშია აშენებული, ის მდ.დუნაის სანაპიროზე მდებარეობს. მისი მშენებლობისას, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საპარლამენტო შენობა იყო. პარლამენტის შენობაში ინახება 1000 წლიანი სამეფო გვირგვინი, სამეფო ძვირფასეულობა, შენობა უნგრეთის 16 მეფის ქანდაკებითაა გარშემორტყმული. შენობის სიგრძე 268 მეტრს შეადგენს, კორიდორების სიგრძე კი, ჯამში დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.

წმ. სტეფანეს ბაზილიკა

წმ.სტეფანეს ბაზილიკა რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა ბუდაპეშტში. მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია, შენობა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობაა. მის შესასვლელთან ულამაზესი სკვერია განლაგებული.

ოპერა

აუცილებლად მოინახულეთ ოპერა, მისი არქიტექტურა და დიზაინი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს.

ჯაჭვის ხიდი

ბუდაპეშტში ბევრი ხიდია, მათ შორის ყველაზე ძველი, გამორჩეული და ყველაზე ლამაზი ჯაჭვის ხიდია.

რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი

მდ. დუნაის სანაპიროზე, პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი. მონუმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ებრაელებს უკავშირდება. წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის 60-მდე ფეხსაცმელი.

ბუდაპეშტში ქართულ რესტორნებსაც შეხვდებით Aragvi და Hachapuri. ორივე მათგანი ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %