5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ტურისტების შესვლა აკრძალულია

დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც შესვლა აკრძალული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათოც კია...

1. სურტსეის კუნძული

 
6441710-650-1455031099-2403367c15ad027f1088a212f161ee19

აკრძალვის მიზეზი: სამეცნიერო ექსპერიმენტები.

1963 წელს ისლანდიაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა და დროის მოკლე მონაკვეთში 2.7 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძული წარმოიქმნა.  კუნძულის შესწავლა მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა დაიწყეს, რადგან ეს ნათელი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ წარმოიშობა ახალი კუნძულები. 2000 წლისათის ეროზიის გამო კუნძულის ფართობი 1,5 კმ²-მდე შემცირდა.  კუნძული დაუსახლებელია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდროების ძეგლადაა გამოცხადებული და ტურისტებისთვის დახურულია.

2. კუნძული კეიმადა-გრანდი

6441560-650-1455031099-c28e442025685e952804b4d3e10310fb

აკრძალვის მიზეზი: შხამიანი ქვეწარმავლების სიუხვე.

კეიმადა-გრანდის კუნძული ბრაზილიის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს და ერთი შეხედვით დედამიწაზე არსებულ სამოთხეს მოგვაგონებს. თუმცა, ასეთ სამოთხეში სტუმრობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ, რადგან მიწის ამ პატარა ნაგლეჯზე უამრავი შხამიანი გველი ბინადრობს.  0.43 კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 4000 გველი ცხოვრობს. მოსახლეობა კეიმადა-გრანდის გველების კუნძულად მოიხსენიებს. ტურისტების შესვლა აქ მთავრობამ აკრძალა.

3. ჩრდილო სენტინელის კუნძული

6441610-650-1455031099-00fce2db16d92d5d5fd7f899846ed213

აკრძალვის მიეზეი: აგრესიული ადგილობრივი მაცხოვრებლები

ინდოეთის ოკეანეში არსებული კუნძულზე აგრესიული ტომები ცხოვრობენ, რომლებიც ცივილიზაციასთან და ზოგადად, ნებისმიერ უცხოსთან კონტაქტზე უარს აცხადებენ დაამას საკმაოდ აგრესიულად აფიქსირებენ.  მეცნიერების დასკვნით, აბორიგენებმა იზოლაციაში დაალოებით 40 000 წელია რაც არიან. ეს ხალხი აქტიურად იცავს საკუთარ ტერიტორიას. მაგალითად, 2004 წელს ინდოეთის სახელმწიფოს კუთვნილ ვერტმფრენს ისრები დაუშინეს. მათი ისრები დაახლოებით 100 მეტრამდე აღწევს. ვერტმფრენი 2004 წლის ცუნამის შემდეგ იყო კუნძულზე მისული, აბორიგენების "მოსანახულებლად", რომლებიც, როგორც ჩანს, გადარჩნენ და აქტიურად აგრძელებენ კუნძულის დაცვას.

4. ისეს ტაძარი, იაპონია

6441810-650-1455031099-056ad7d35aad6744ee3d8b450b1bd78a

აკრძალვის მიზეზი: აქ შესვლა მხოლდ რჩეულებს შეუძლიათ

ისე-ძინგუს კომპლექსი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია. მთავარი ტაძარი მაღალი ხის ღობითაა გამოყოფილი დანარჩენი სამყაროსგან და შიგნით შესვლა მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებს და მაღალი რანგის ღვთისმსახურებს შეუძლიათ. 1945 წლამდე ეს ადგილი კიდევ უფრო იზოლირებული იყო: სამყაროსგან მას მდინარე მიაგავა ყოფდა. ბერებს მდინარის გადაკვეთა ეკრძალებოდათ - ითვლებოდა რომ ეს იაპონიას უბედურებას მოუტანდა.

5. კუნძული გრიუინარდი

6441660-650-1455031099-f3dd52490c4eb9db95aa69e8506adc55

აკრძალვის მიზეზი: ბიოლოგიური იარაღის გამოცდები

1942 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ეს კუნძული შოტლანდიისგან გამოისყიდა და აქ ბიოლოგიური იარაღის - ციმბირის წყლულის საგამოცდო პოლიგონად აქცია. ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ ეს იარაღი ძალიან დიდი ხნით აბინძურებს გარემოს და მოსახლეობის სიკვდილიანობა 95%-ია. 80-იან წლებამდე ბოლომდე კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი იყო და მხოლოდ 1986 წელს დაიწყეს  კუნძულის "გაწმენდითი" სამუშაოები. 1990 წელს კუნძული სიცოცხლისთვის უხიფათოდ გამოახცადეს, თუმცა მასზე დასახლების სურვილი არავის გამოუთქვამს. არქეოლოგები აცხადებენ, რომ ციმბირის წყლულის სპორები ნიადაგში მაინცაა დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძული ასეულობით წლების მანძილზე იქნება საცხოვრებლად გამოუსადეგარი.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %