ევოლვერი - უნიკალური პანორამული კონსტრუქცია ალპებში

რამოდენიმე წლის წინ ყველასთვის კარგად ცნობილ  შვეიცარიულ კურორტ ცერმატში, შტელის ტბასთან უნიკალური არქიტექტურული არტეფაქტი გამოჩნდა. ხის სპირალური ფორმის პანორამული აივანი სახელწოდებით  "Evolver"  სტუდია Alice-ს სტუდენტების შემოქმედებაა. ეს სტუდია ლოზანის არქიტექტურული სკოლასთან არსებობს და სტუდენტებს დიზაინის და არქიტექტურის სწავლების განსხვავებულ, ორიგინალურ მიდგომებს სთავაზობს. 14138475405_35962041e1_o14138694734_d5e85c38b4_o14158526033_eedd2b16a6_o ორიგინალური შენობის კარკასს 24 ხის ჩარჩო ქმნის. ჩარჩოებს შორის არსებულ სივრცეს შორის კი ულამაზესი ლანდშაფტი მოჩანს - ტბა შტელის სარკისებური ზედაპირი  და მის მიღმა კი  ალპების მწვერვალები. ტბა ზღვის დონიდან 2536 მეტრზე მდებარეობს, სანახაობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია. პროექტი ცერმატის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა, 2009 წელს. აქვე ჩატარდა ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება - Deviationის კონცერტი. ევოლვერის ექვს სხვადასხვა ნაწილში განლაგებული დინამიკები და თავისუფალი იმპროვიზაცია გარშემომყოფი პეიზაჟის ფონზე  განუმეორებელ შთაბეჭდილებას პირდებოდა დამსწრეებს. 13951419887_1e4acac5e7_o       13951819090_f3ba2ae002_o13951820760_b304c53df8_o14114915276_f97c7d7cf2_o14135521582_f13e971eef_o
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %