კახისის ტბა

კახისის ტბა ძალიან პოპულარული სალაშქრო მიმართულებაა. რატომ? იმიტომ რომ არც ისე რთულია, გზა ძალიან ლამაზია, ბანაობა შეიძლება, ხედები ფანტასტიურია, შეშა ბევრია, ტბაზე რამოდენიმე საბანაკე ადგილია და შეიძლება ისე გაატარო ორი დღე, რომ სხვა მოლაშრის ბანაკს არ გადააწყდე და რაც მთავარია აქ უამრავი, ძალიან გემრიელი ჟოლო მოდის. სად მდებარეობს ტბა? კახისის ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბორჯომიდან შესაძლებელია ტაქსის დაქირავებაც ჭობისხევამდე.  ჭობისხევიდან კი დაახლოებით 9 კილომეტრია გრუნტის გზაზე, სერპანტინებით გასავლელი, სანამ დაბაძველს მიუახლოვდები.  სასიარულოდ საკმაოდ იოლია, ხოლო მათთვის, ვისაც სწრაფად სიარული უყვარს, სერპანტინებს შორის სამოკლეო, ციცაბო ბილიკებიც გადის. დაბაძველს როგორ კი გასცდები, იქვეა ტბაც.  ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარე ტბის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია.  61_full
  • საბანაკე ადგილი - ყველგან
  • სასმელი წყალი - გზაზეა, დაბაძველს როგორც კი გამოსცდები.
  • შეშა  - გარშემო ტყეში უამრავია. ტყე შერეულია
dsc_3781dsc_3815dsc_3850dsc_3868kakhisi005
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %