50

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

18 ოქტომბერი 2017
სამცხე-ჯავახეთი.
შემოგდომა.
საღამოს ტბა.
სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონია, რომელშიც სამწუხაროდ ყველაზე ცოტა რამ მაქვს ნანახი. ალბათ, ცალი ხელის თითებზე შემიძლია იმ ადგილების ჩამოთვლა, რომლებიც ამ მხარეში მინახავს. არადა უზამაზარი რეგიონია, უამრავი ტბით. სანახავი ბევრია და "წამსვლელი ცოტა". თუმცა ნელ-ნელა ვხვდები, რომ ბევრს ვკარგავ და იმედია მომავალ წლის ამ დროს უკვე ბევრი რამ მეცოდინება ამ მშვენიერ მხარეზე.
დღეს იმ ორ დღეზე მოგიყვებით, როდესაც უბრალოდ წასვლა და წანწალი გინდა ადამიანს. მარტივი გასვლით, სადაც მხოლოდ იქნება: მივედი, ვნახე, ვისეირნე, ვიპიკნიკე, დავისვენე, წამოვედი. მოკლედ, როგორც მეგობრების ახლო წრეში ვეძახით " ვიღორძაღლე".
სწორედ ასეთი, არაფრის კეთების ორი დღე სამცხე-ჯავახეთში შეგიძლიათ გაატაროთ.
ალგეთის წყალსაცავის ხედებით ტკბობის შემდეგ, წალკისკენ შეგიძლიათ გაემართოთ და დაშბაშის კანიონის ჩანჩქერებს შეაფაროთ თავი, სამწუხაროა რომ შემოდგომა ის პერიოდი არაა, როდესაც აქ ბანაობა "ჯერ კიდევ" შეიძლება, თუმცა "ჭყუმპ
...