სვანეთი, შდუგრას ჩანჩქერი

სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი შდუგრაა. იგივე შდგრა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ეფექტური ჩანჩაქერი. ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკი ბეჩოს თემის სოფელ მაზერიდან იწყება. ბილიკი კარგადაა მარკირებული, სასტუმრო გრანდ ოტელ უშბასთან იწყება და ჯერ მინდვრებს მიუყვება, შემდეგ ულამაზეს წიწვოვან ტყეზე გადის. (სასტუმროს ახლოს მჟავე წყლებია). [caption id="attachment_2394" align="aligncenter" width="665"]???????????????????????????????????? ხედი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან[/caption] ტყე-ტყე მდინარის გასწვრივ სიარულის შემდეგ ხის ხიდზე გადიხარ და მესაზღვრეების პუნქტს უახლოვდები, საიდანაც უკანასკნელი, ლოდებიანი, ციცაბო აღმართი იწყება, რომელიც პირდაპირ ჩანჩქერთან ადის. შესაძლებელია როგორც ჩანჩქერის ზედა, ასე ქვედა ნაწილთან მისვლა. ???????????????????????????????????? გაითვალისწინეთ, რომ ჩანჩქერთან ახლოს საწვიმრის გარეშე (და პრინციპში საწვიმრითაც) სულმთლად დასველდებით, რადგან წყლის უზარმაზარი ნაკადი "წვიმას" და უამრავ, ულამაზეს ცისარტყელას  ქმნის. მარშუტკზე წყალი თითქმის არსადაა. უმჯობესია მოიმარაგოთ მაზერში და შემდეგ მესაზღვრეების პუნქტთან შეავსოთ. [caption id="attachment_2395" align="aligncenter" width="665"]???????????????????????????????????? საბანაკე ადგილი და საკმაოდ მეგობრული ცუგა.[/caption] ბილიკი სულ 7 კილომეტრი სიგრძისაა და 3-4 საათს საჭიროებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მდინარესთან დაბანაკება და მეორე დღეს უკან დაბრუნება. 21227_742442048657_726334189_n-e1428248922324       https://youtu.be/9kVokxayNE0
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %