ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე

პეტრას ციხე, ქობულეთიდან 3-4 კილომეტირს დაშორებით მდებარეობს.  მას  უკავშირდება სოფელ ციხისძირის სახელიც . ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს.    რომელსაც ამ იმპერატორის საპატივცემულოდ „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება.  ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი გვამცნობს: „პონტოს შემდეგ მდებარეობს ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა. პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. ისტორიული ციხე-ქალაქი  ახლანდელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს.   ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.  მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს.  ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია. ციხის ტერიტორიაზე პირველი გათხრა ჩატარდა 1934 წელს   ჯანაშიას მიერ.  1908 წელს არქეოლოგებმა აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.).  გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა. პეტრას კათედრალის ჩვენამდე  მოღწეული კედლების სიმაღლეა 2,5 მ.   საეპისკოპოსო კათედრა VI საუკუნეში დაარსდა და კარგა ხანს არსებობდა. ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს . 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს.       10000000x50611942091_792195300900198_2040843362192790618_o2013080618013349056c28d76e7ebe9Museum-reserve-Petra-tsikheMuseum-reserve-Petra-tsikhe2normal_VIs-is_uz27velesi_bazilika_kult_memkvpetra-003Petra-cixisdziripic_59_b                                                                 
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %