ქუთაისიდან “გასაქცევი“ ადგილების შესახებ

ალბათ ფოტო, რომელიც პოსტის ქავერზე დევს ძალიან გეცნობათ. დიახ, ეს ფოტო, რომელიც ალბათ ათასამდე ქართველი თინეიჯერის ფეისბუქის ქავერზე მოხვდა და ამდენივე გვერდზე აიტვირთა, რეალურად მე და ჩემს ქმარს გვეკუთვნის და არც მეტი და არც ნაკლები, იმერეთში, მდინარე წყალწითელაზეა გადაღებული. ჩემი მეგობრები, რომლებსაც შორეული ლაშქრობები არ ხიბლავთ, მაგრამ უყვართ ბუნება, ხშირად წუწუნებენ, რომ ქუთაისში არაფერი ხდება და გასართობიც არაფერია. არადა, ამ მხრივ იმერეთი ნამდვილი მარგალიტია, ქუთაისთან ახლოს კი რამდენიმე ჯადოსნური ადგილი არსებობს, რომელთა შესახებაც ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობამ არაფერი იცის.
პირველი და ყველაზე საინტერესო ადგილი მდინარე წყალწითელას ხეობაა. თუ მდინარეს მოწამეთას მონასტრიდან ზემოთ აუყვებით ბევრ საინტერესო, ექსტრემალურ, ლამაზ და მშვიდ ადგილს აღმოაჩენთ. სამწუხროდ ხეობაში ბლომად ნახავთ ნაგავსაც და შემაწუხებლად ნასვამ, მოქეიფე ძიებს, მაგრამ რეალურად, სათანადო მოვლისა და პატრონობის შემთხვევაში ადგილს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ცურვის და კარვის გაშლის გარდა აქ შესაძლებელია ზიპლაინის გაჭიმვა და კლდეზე ცოცვა.
ქუთაისი
წყალწითელას ხეობა
კიდევ ერთი, ბევრისათვის უცნობი ადგილია დავითის კონცხი, რომელიც გელათის მონასტერთან ახლოს, მთაზე მდებარეობს. დავითის ციხე  შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაგებობაა. გამომდინარე იქედან, რომ ობიეტზე არქეოლოგიური კვლევები (სადაზვერვო) მხოლოდ ერთხელ, საბჭოთა პერიოდში , მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა, ციხესიმაგრე სავალვალო მდგომარეობაშია. ნანგრევები ზღვის დონიდან 340 მეტრზე მდებარეპბს.გადმოცემის მიხედვით , აღმაშენებელმა სწორედ აქ დაწერა გალობანი სინანულისანი, აქ ისვენებდა მეფე დიდი ლაშქრობების შემდეგ. კონცხიდან იმერეთის ზღაპრული პეიზაჟი იშლება იშლება. კარგად ჩანს მოწამეთის მონასტერი, გელათი  გოდოგნის წმ. გიორგის ეკლესია, ხვამლი და ცხრაჯვარი. 
გელათის მონასტრიდან დავითის კონცხამდე მისვლა საფეხმავლო ბილიკით არის შესაძლებელი. ბილიკი ტყეზე გადის. იმის ერთადერთი ნიშანი, რომ გზას ტურისტულ ობიექტამდე მიყავხართ, ძველი აბრაა, რომელზეც წარწერა "დავითის კონცხი" სანახევროდ იკითხება. ადგილზე კი კონცხიდან ჩამოყრილი ქვები და ნაგავია. 
დავითის კონცხი
თუ სპორტი გიყვართ, თანაც ექსტრემალური, შეგიძლიათ ქუთაისშივე, ერთ ერთ ძველ უბანში მდებარე მურად ჭიჭინაძის სახელობის სკვერს ეწვიოთ, ბუნებრივ კლდეზე იცოცოთ და ზემოდან გადმოხედოთ ევროპის უძველეს ქალაქს.
თუ წყლის პირას განმარტოვება გსურთ, ფიქრთ გასართველად, ამავე უბანში მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან ახლოს შეძლებთ მდინარე რიონის ხედებით ტკბობას.
და თუ მაინც ქალაქიდან შორს გსურთ გასვლა, ლაშქრობით დაღლა და მილიონი ახალი შთაბეჭდილება, დაელოდეთ ჩემს შემდეგ პოსტს, რომელიც მოგიყვებათ, რატომ უნდა გაატაროთ ზამთარი გურიაში. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %