ფესტივალი მანდარინობა კასტელო მარეში - 16 ნოემბერი

 

2019 წლის 16 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპლიტეტის და სასტუმრო „კასტელო მარეს“ ორგანიზებით, ციხისძირში, სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება  ფესტივალი „მანდარინობა“. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი სუბტროპიკული კულტურის პოპულარიზაცია და საინტერესო ტურისტულ პროდუქტად ქცევა. 

 

ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლია სასტუმროს სტუმრებსა და გარედან შემოსულ ნებისმიერ ვიზიტორს. დასწრება თავისუფალია!

 

ფესტივალის პროგრამა


12:00- 14:00 - მანდარინის კრეფა 

12 საათიდან დაიწყება „მანდარინობის“ მონაწილეების შეკრება სასტუმროს ტერიტორიაზე. მათ ადილზე დაურიგდებათ საჭირო აღჭურვილობა და ხელთათმანები. ასევე,  მოემსახურებათ მიკროავტობუსი სასტუმროდან ციტრუსის ბაღებამდე (1 კმ).  


მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და შეეჯიბრებიან მოსავლის შეგროვებაში. ღონისძიებას გაუძღვება წამყვანი და ანიმატორი.


14:00-დან სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა და გასართობი პროგრამა: 

 

  • სასტუმრო „კასტელო მარეს“ ტერიტორია მოირთვება სპეციალური დეკორაციებით: ციტრუსის, მზესუმზირისა და ყვავილების კომპოზიციებით; 
  • ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ხილის დაფა, ფურშეტი გლინტვეინის და ადგილობრივი ხილის კომპოტით.
  • ბაღის ტერიტორიაზე ხეები  განათდება  დეკორატიული განათებებით.  მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები. 
  • ტერიტორიაზე განთავსდება გამოფენა-გაყიდვის სპეციალური დახლები. წარმოდგენილი იქნება  მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯის და  მეწარმეების კუთხეები, სადაც გამოიფინება ადგილობრივი პროდუქტი და ნაწარმი.  
  • ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებში (თათარა, მურაბა, ხინკალი). რის შემდეგაც, გაიმართება მომზადებული კერძების დეგუსტაცია. 
  • სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმოადგენს ციტრუსის კოქტეილების ბარმენების შოუს.
  • გაიმართბა ქართული ფოლკლორის კონცერტი, ადგილობრვი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით
  • საღამოს ღონისძიებას დაასრულებს  ბენდი „ბლუ სეილი“ (Blue sail)

 

 

შენიშვნა:


სტუმრების ავტომობილების პარკირება მოხდება სასტუმროს ტერიტორიაზე პარკირებისთვის განკუთნილ ადგილზე (გამოყოფილი იქნება 3 საპარკინგე ზონა სხვადასხვა დისტანციით სასტუმრომდე, მაქსიმალური მანძილი 1 კმ)

 

ფესტივალთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: მანდარინობა კასტელო მარეში

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %