პრომეთეს ზღაპრული სამყარო
სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები - ეს პრომეთეს მღვიმეა. 1984 წლის 15 ივლისს სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
პრომეთეს მღვიმე ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, ამიტომაც, შესვლისთანავე თავი ზღაპარში გეგონებათ. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს, რომელთა შექმნასაც მილიონობით წელი სჭირდება. იქ, 16 სხვადასხვა ზომის დარბაზია. ყველაზე ლამაზი დარბაზი, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველი“ ეწოდება.
მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა. მთავარ შესასვლელთან მე-60 მეტრზე მღვიმეს ახშობს ტბა. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 257 კმ-ის დაშორებით. ამავე რაიონში მდებარეობს სათაფლიც, თუ თქვენ მოხვდებით წყალტუბოში ორივე მღვიმის დათვარიელებას ერთ დღესვე შესძლებთ.