დათოვლილი გოდერძი დღეს - სეზონი მალე იწყება

ლამაზი ბუნება და პეიზაჟები, სუფთა ჰაერი და არაჩვეულებრივი სათხილამურო გზები - ეს გოდერძია.


ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ახალი კურორტია, გამოირჩევა კარგად აღჭურვილი ტრასებით. 


სრიალის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა.  სრიალი შესაძლებელია გაუკვალავ თოვლში, ალპურ ზონაში, წიწვოვან ტყესა და სოფლებშიც კი. ზამთრის სეზონად ითვლება პერიოდიდეკემბრიდან აპრილამდე, თუმცა სასრიალოდ საუკეთესო დრო მაინც იანვარი-თებერვალია. 


გოდერძი ცნობილია როგორც „ყველაზე დათოვლილი სამთო-სათხილამურო კურორტი“. და ნამდვილად ასეა, აქ თოვლის საფარის სისქე 2 მეტრს აღემატება. 


აქ ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ განთავსდნენ პირდაპირ კურორტის ტერიტორიაზე ან ახლომდებარე სოფელში გესთჰაუსში. ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო „მეტეო“ და გოდერძის კოტეჯები. საინტერესოა, რომ სტუმრებს სათხილამურო ტრასაზე გასვლა პირდაპირ სასტუმროს გასასვლელიდან შეუძლიათ. 


ეს სურათები დღეს არის გადაღებული. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანია აცხადებს სეზონის გახსნის თარიღი დამოკიდებულია ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე ანუ თოვლზე. თუმცა სურათებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ სეზონი უკვე მალე დაიწყება. 

გოდერძის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: გოდერძი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %