შემოდგომის ღონისძიებები ღია ცის ქვეშ
შემოდგომის სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა ღია ცის ქვეშ დროის გასატარებლად. სასიამოვნო ტემპერატურა, ფერადი ბუნება და რაც მთავარია, უსაფრთხოება პანდემიის დროს. გთავაზობთ, რამდენიმე რჩეულ ღონისძიებას:
ლოკაცია: პანკისი
თარიღი:12 ოქტომბერი
ორშაბათს, 12 ოქტომბერს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეთერთმეტე ღონისძიებას პანკისში გამართავს. კულტურა ქალაქგარეთ საუკეთესო კომბინაციაა.
ლოკაცია: შატო მუხრანი
თარიღი:17 ოქტომბერი
ცნობილი ქართველი მხატვარი შატო მუხრანში საინტერესო თემაას მიმოიხილავს: დიდი მხატვრები და მითების მსხვრევა. გარდა ამისა, შეთავაზება მოიცავს ისტორიულ ტურს შატო მუხრანის მარნებსა და საწარმოში.
ლოკაცია: წყნეთი
თარიღი:18, 25 ოქტომბერი
წყნეთის ტყე-პარკში დრო შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ: კემპინგი, ჰამაკი, მუსიკა და თანამოაზრეების შეკრება თბილისთან ახლოს.

ლოკაცია: Tbilisi Hills
თარიღი: 14 ოქტომბერი
ახალი უნარის სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა განტვირთვის. Golf & Dinner-ის წვეულება აერთიანებს გოლფის მასტერკლასს, ვახშამს და ფილმის ‘’ერთხელ ჰოლივუდში’’ ჩვენებას ღია ცის ქვეშ.
პანტომიმის თეატრი ღია ცის ქვეშ
ლოკაცია: პანტომიმის თეატრის ეზო
თარიღი:16,17 ოქტომბერი
მათთვის ვისაც პანდემიის შეზღუდვების დროს თეატრი მოენატრათ, შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი პრემიერას თეატრის ეზოში გამართავს, სახელად ‘’სიყვარულის ეიფორია’’.
დისკუსია- საქართველოს რეგიონები
ლოკაცია: Lokal Tbilisi
თარიღი: 18 ნოემბერი
Nali Tours გაუძღვება დისკუსიას საქართველოს რეგიონების შესახებ. ღონისძიება მულტიფუნქციური სივრცის Lokal-ის გამწვანებულ ეზოში გაიმართება და დაგეხმარებათ დაგეგმოთ სამომავლო ტურები.
ლოკაცია: Project 39
თარიღი: 13, 20, 27 ოქტომბერი
სანამ ამინდი ხელს გვიწყობს, შეგვიძლია სამაგიდო თამაშები ღია ცის ქვეშ, Project 39-ის ეზოში ვითამაშოთ. ჩატარდება ჩემპიონატები და ახალი თამაშების გაცნობა.
სამაგიდო თამაშების დღე - ამ დღეს ყველა თამაში ჩვენთან უფასოა, ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში. ჩავატარებთ ჩემპიონატებს და გავეცნობით ახალ თამაშებს.
ლოკაცია: ჩაის სახლი
თარიღი: 12-16 ოქტომბერი
ჩაის სახლის ბაღში კინოჩვენებები სპორტის თემატიკაზე გაიმართება. თითოეული ფილმი სპორტის სხვადასხვა სახეობის ისტორიას ყვება. კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

ჩაინიშნეთ ღონისძიებები კალენდარში და გაატარეთ თავისუფალი დრო ღია ცის ქვეშ.


საქართველო
12 ოქტომბერი 2020

13828
გაზიარება















