აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული აჭარაც აღმოაჩინოთ. მართალია, აჭარა ზღვასთან ასოცირდება, თუმცა მის ტერიტორიაზე ყველანაირი გემოვნების და ინტერესების მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებებს თუ ობიექტებს.

გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომლის ნახვითაც თქვენი აჭარული დასვენება გაცილებით მრავალფეროვანი შეგიძლიათ გახადოთ.

პეტრას ციხე ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავლებმა ციხისძირში შეგიძლიათ მოინახულოთ. ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება.

პეტრას ციხე, ქაჯეთის ციხე

 ბათუმის (სალიბაურის) სამების ტაძარი ბათუმის ცენტრიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.

ბათუმის სამების ტაძარი

აჭარაში დასვენებისას ნამდვილად ღირს, რომ თუნდაც ერთი დღე დაუთმოთ ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრობას. ბათუმიდან დაახლოებით 1 საათში შეგიძლიათ მოხვდეთ მახუნცეთის ჩანჩქერთან. 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, მასთან მოსახვედრად კი თამარის ხიდი უნდა გადაიაროთ, რომელიც აჭარაში ყველაზე დიდი თაღოვანი ხიდია. მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 6 მეტრი.

თამარის ხიდი

მახუნცეთის ჩანჩქერი

თუ საზღვაო დასვენებასთან ლაშქრობის და ექსტრემალური გართობის შეთავსებაც გსურთ, მტირალას ეროვნული პარკი თქვენს განკარგულებაშია. პარკამდე ჩაქვიდან დაახლოებით 15 კმ-ია. აქ ორი სალაშქრო ბილიკია: 7 კმ-იანი წაბლნარის ბილიკი და 15 კმ-იანი ცივწყაროს ბილიკი. მტირალას ეროვნულ პარკში ზიპლაინითაც შეგიძლიათ დაეშვათ.

მტირალას ეროვნული პარკი

თუ ბუნებისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის უფრო მეტ დროს გამოყოფთ, მწვანე ტბა და ბეშუმი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. მწვანე ტბაზე მოსახვედრად ბათუმიდან ხულოს სამარშრუტო ტაქს შეგიძლიათ გაყვეთ, რომელიც ყოველ საათში მოძრაობს და ღირებულება 5 ლარია. ხულოში კი მაღალი გამავლობის მანქანის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ტბაზე აგიყვანთ და ჩამოგიყვანთ. ან უბრალოდ ტბასთან კარვებით დარჩენა შეგიძლიათ.

მწვანე ტბა

რაც შეეხება კურორტ ბეშუმში მოხვედრას, ბათუმის ავტოსადგურიდან კურორტის მიმართულებით ყოველდღე 08:50 სთ-ზე გადის სამარშრუტო ტაქსი, რომლის ღირებულება 15 ლარია. ასე ბათუმიდან ბეშუმში დაახლოებით 4 საათში იქნებით. ღამის გათევა ადგილზე განთავსებულ კოტეჯებში 15-25 ლარი დაგიჯდებათ.

კურორტი ბეშუმი

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %