სად მოვაწყოთ კემპინგი თბილისთან ახლოს?

სად მოვაწყოთ კემპინგი თბილისთან ახლოს?

საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოს სხვა ულამაზეს ქვეყნებს შორის, მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას ზაფხულის ცხელი დღეები გრილ გარემოში გავატაროთ.

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს კარვებით მოგზაურობა და ბუნების ამგვარი შეცნობა, სწორედ კემპინგის მოყვარულთათვის უამრავი განსაკუთრებული ადგილით  გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა.

გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:

  1. ბაზალეთის ტბა - თუ მზის ამოსვლის ხედებით ტკბობა თქვენთვის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა, მაშინ ბაზალეთის ტბა არის ადგილი სადაც შეძლებთ ამ ყოველივეს, ჩაალაგეთ ჩანთა, მოიმზადეთ კარავი და გაეშურეთ თბილისიდან სულ რაღაც 52 კილომეტრში მდებარე საოცარი ადგილისკენ.

2. ბატეთის ტბა - თუ გადაწყვიტეთ კარვებით მოგზაურობა, მაშინ საუკეთესო ადგილია, განსაკუთრებით შემოდგომით, იგი საოცარი ხედებით ნამდვილად დაგატყვევებთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

3. ცხვარიჭამია - სწორედ აქ მდებარეობს საოცარი საბადურის ტყე, რომელიც გამორჩეულია, წელიწადის ნებისმიერ დროს, ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს რეკრეაციული კუთხით.

4. ბეთანია - სიმშვიდის მოყვარული მოგაზურებისათვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც შეძლებთ კარვებით დაბანაკებას, ეს არის მდინარე ვერეს ტყით გარშემორტყმული ხეობა,  რომელიც საოცარ გარემოს ქმნის.

5. ბირთვისი - ეს არის მთებით გარშემორტყმული, კლდეებში ჩაფლული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს ეზიარებით არამედ გაეცნობით უამრავ ისტორიულ ფაქტებსაც,  ასე  რომ აქ კარვებით დაბანაკება, მრავალმხრივ მიმზიდველი იქნება ტურისტებისათვის.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %