"საჰაერო ატრაქციონი Air Balloon Tbilisi"

თუ ამ პანდემიის დროს ვერ ახერხებ მოგზაურობას, მაშინ საუკეთესო დროა საფუძვლიანად დაათვალიერო შენი ქვეყნის დედაქალაქი. აგვისტოს თვიდან ქ. თბილისში, კერძოდ რიყის პარკში გაიხსნა საჰაერო ატრაქციონი  „Air Balloon Tbilisi”, რომელიც 150 მეტრის სიმაღლეზე ერთი მიმართულებით ადის ჰაერში და 15 წუთის განმავლობაში ჩერდება, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის პანორამული ხედებით. საჰაერო ატრაქციონის მთავარი საფრენი ნაწილი ჰელიუმის ბუშტია, ხოლო მეორე ნაწილს 30 კაციანი გონდოლა წარმოადგენს.

მსგავსი საჰაერო ატრაქციონი მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ევროპის ქალაქებშიც ფუნქციონირებს მაგალითად: პარიზი, ბერლინი, ბრიუსელი, ვენა, სტამბოლი, ლას ვეგასი.

საჰაერო ბუშტით გასეირნება ბავშვებისათვის 25 ლარს შეადგენს, შშმ პირებისათვის 25 ლარი, საქართველოს რეზიდენტებისათვის აქციის ფარგლებში 35 ლარი ხოლო არა რეზიდენტებისათვის 50 ლარს შეადგენს. 10 კაცის შემთხვევაში ქირაობა 750 ლარია.

საინფორმაციო წყარო: Georgian National Tourism Administration 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %