აბდაუბდა ამბები, ანუ თუშეთამდე არც ისე შორია
აბდაუბდა ამბები, ანუ თუშეთამდე არც ისე შორია
როცა მოგზაურობა „ზილის“ საბარგულში გათენებული ღამით იწყება, დამერწმუნეთ უკეთესის მოლოდინი ნამდვილად მქონდა. რამოდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, დუშეთის გადასახვევთან, ღამის ორ საათზე აღმოჩნდებიო, გულიანად გავიცინებდი. აღმოჩნდების კიდე რა უჭირს, „ზილის“ საბარგული, რომელიც ხშირი წვიმისაგან დაობებული იყო(რის გამოც ცოტა ჰაეორვნად უნდა გემოძრავა) ყველაზე კომფროტული ადგილი გამოდგა ღამის გასათევად.
ორი წლის წინ, სამ სექტემბერს, დიდი მონდომებით ვემზადებოდი პირიქითა ხევსურეთში გასამგზავრებლად, კერძოდ - შატილში, საიდანაც უნდა გადავსულიყავი ომალოში, - მთა თუშეთში.
ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე დავიძარი, თუმცა ის კი კარგად მახსოვს რომ მზე არ იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღამე გავედი. სად აღარ მიბოდიალია ავტოსტოპით, რომელ კუთხეს არ მოვდებივარ, მარა ახლაც არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ღამის თორმეტი საათის შემდეგ, ფშავისკენ ან ხევსურეთისკენ ვინმეს მოუნდებოდა წასვლა. ალბათ ის გავიფიქრე, რომ რომელიმე შეზარხოშებულ დუშელს ან ფშაველს, ან ხევსურს მოუნდებოდა თავისი კერის და ნათესავების მონახულება მაშინ, როცა ძაღლებსაც კი აღარ აქვთ თავი ყეფის და თავის ბუნაგებში არიან შეძურწულები. თუმცა, მოდი აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად არ მიფიქრია და ღამის ათ საათზე, უკვე თბილისის გასასვლელთან ვიდექი თით აშვერილი დიდი ზურგჩანთით.
ავტოსტოპს ბევრი პლიუსი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დროებითია. მათ არ აქვთ დრო რომ გული გატკინონ. ყველაზე მეტად ის მძღოლები მიყვარს, დიდი ლაშქრობის მერე, დაღლილი რომ მიაგდებ თავს საზურგეს, გინდა რომ ჩათვლიმო, ცოტა ხანი დაისვენო და ამ დროს დააინტერესებთ სადაური ვარ, სად ცხოვრობს მამაჩემის ბიძაშვილი, დედაჩემის დეიდა და ასე შემდეგ... რას ვიზამთ, ასეთები არიან, მარგალიტები.
წვალებით ჩავაღწიე დუშეთის გადასახვევამდე. რუსეთისკენ მიმავალმა ტრაილერმა გამიჩერა. სულ მინდოდა ტრაილერით მგზავრობა და ამიხდა. შორტი და მაისურით ვიყავი და შემაცია. მანქანების ჭაჭანება არ იყო, თუმცა ჩემგან ოდნავ მოშორებით, სამი კაცი ლუდს სვამდა. რა ვქნა? - ვფიქრობ. წავალ, წამოვალ ამ ტრასაზე მარა არავინ არ ჩანს. გავყურებ სიბნელეში ჩაკარგულ ტრასას და ვხვდები დილამდე არაფერი მეშველება. მერე, იქვე მდგარი „ზილი“ დავლანდე.
„ზილი“ ალბათ დაუქოქავად იმდენი ხანი იდგა, რამდენი ხანიც ბებიაჩემი წევს საფლავში. თუმცა ეს ფაქტი ნაკლებად მადარდებდა და ისე ავბობღდი საბარგულში, გეგონებოდა გადარჩენის უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი. ციოდა, საძილე პირდაპირ ე.წ. „კუზაოზე“ გავაგე და შევძვერი. ცას რომ ავხედე ისეთი ლამაზი იყო, იმდენი ვარსკვლავი ანათებდა, კაი ხანი არ ჩამეძინა. ყოველშემთხვევაში მანამდე, სანამ საძილემ სისხლი არ გამითბო. მერე კი ჩავიძინე.
დილით რომ გავიღვიძე სუსხი იყო. გამოვძვერი საძილედან და ნელ-ნელა ავიბარგე. მანქანები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ. რამდენიმე თუ ჩაიქროლებდა ისე სწრაფად, რომ ხელის აქნევასაც აზრი არა ჰქონდა. ათი საათისთვის უკვე დაიწყო გზაზე მოძრაობა და ერთ-ერთმა მძღოლმაც გამიჩერა. ფშავის გადასახვევამდეო - და გავყევი. იქიდან უკვე შედარებით ადვილია, ყველა მომავალი მანქანა ან ფშავში მიდის ან ხევსურეთში. სადაც ჩამოვედი პატარა თონე იყო. ისეთმა სუნმა შემიღიტინა, ვიყიდი-მეთქი, ვიფიქრე და მივედი. ხუთ წუთშიო მითხრა ძიაკაცმა და ჩამოვჯექი იქვე წყაროსთან მდგარ სკამზე. შევჭამ და წავალ-თქო, კი ვფიქრობდი, მარა მომავალი ტოიოტას ჯიპი რომ დავინახე, დროის დაკარგვას წაყოლა ვარჩიე და ავუქნიე ხელი. გამიჩერა.
მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ბარისახოელი, რომელიც იქვე, სასაზღვრო პუნქტში მუშაობდა. ნელა და აუჩქარებლად მიჰყავდა მანქანა. „მიყვარს ამ ხეობებს რომ ვუყურებო“ - მითხრა და ისე აცეცებდა თვალებს, გეგონებოდა პირველად იყო. თუმცა, თავადვე აღნიშნა, რომ ამ გზას თვის განმავლობაში იმდენჯერ გადიოდა, რამდენჯერაც მე მიწევს რუსთაველიდან უნივერსიტეტამდე ასვლა. ასე რომ, მივდიოდით ნელა და კი ვტკბებოდით ფშავური ბუნებით, რომელიც ალბათ ყველა კუთხისაგან გამორჩეულია და თუ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი ფშავში, დამერწმუნებით, მთიულეთის არ იყოს, იქაც სულ რაღაცნაირი სევდაა ჩამოწოლილი.
მახსოვს, ერთხელ, გუდამაყარში, ანუ მთიულეთში, პირველად რომ ჩავედი. ეს ის შემთხვევაა, როცა ფასანაურიდან, ფეხით ავედი სოფელ ჩოხშიდა იქიდან გადმოვხედე არაგვის ხეობას. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები წაკითხული მქონდა მანამდე და მაშინ მივხვდი, რატომ იყო ყოველთვის ასეთი სევდიანი ეს კაცი. მიტოვებული სახლები, ჩამონგრეული და გაუბედურებული ისეთი ცუდი სანახავია, რომ თვალის არიდების სურვილი გიჩნდება. ზემოთ, პატარა ჩერო ვნახე და იქ წამოვუწექი. არაგვის ხმა იქამდე აღწევდა. აღარ მინდოდა ადგომა. სიამოვნებით ვიწვებოდი მასე კაი ხანი, მაგრამ ფეხით თხუთმეტი კილომეტრი მაინც მქონდა გამოსავლელი და წამოსვლა ვარჩიე. კარავი არ მქონდა თან. სწორედ ასეთი შეგრძნებები მეუფლებოდა ფშავში ყოფნისას. დიდი სევდა და ბედნიერება ერთად რომ შემოდის სხეულში, ზუსტად მასე.
ბარისახოში რომ ჩავედი, თბილად შემხვდნენ მესაზღვრეები.რამდენიმე წუთში დამიწერეს საშვი და გამაფრთხილეს, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაშითუშეთის პირველ სოფლამდე, გირევამდე უნდა მიმეღწია, თავიდან რომ ამეცილებინა პატარა გაუგებრობა. საშვი აუცილებელია. უნდა დაფიქსირდე, რომ თუ რამე და სადმე თავით გადიჩეხე, მოგაგნონ. ისე, რა უბედური უნდა იყო, ერთხელ რო იბადები და ისიც თავით იჩეხები სადმე. ბარისახოდან ფეხით მივუყვებოდით გზას, იმ იმედით, რომ ვიღაც აუცილებლად წამომეწეოდა და საღამოს შატილამდე მივაღწევდი. ის ფაქტი, რომ სტოპზე ასი მანქანიდან ერთიც არ გიჩერებს, გამაღიზიანებელი და მოსაბეზრებელია. თუმცა ამ შემთხვევაში მართლა არავის გამოუვლია. ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა. დაახლოებით სამი საათი ვიარე ფეხით. შუაკვირა იყო, მანქანები არ დადიოდნენ. არც ტურისტულად, არც - ისე. თუმცა ანალოგიური რამ შემემთხვა უშგულშიც და არ ვღელავდი. იმედი კაი რამეა, ზოგჯერ სიცოცხლის სურვილს გიბრუნებს. ცოტახანში რამდენიმე მანქანამ გამოიარა, თუმცა ისე იყვნენ გაძეძგილები, ზოგს თავი ფანჯარაში არა სიცხის გამო, არამედ იმის გამო ჰქონდა გამოყოფილი, რომ მისი თავის ადგილი არ იყო შიგნით. მეც კიდე უნამუსოდ მაინც ვუქნევ ხელებს. შლიან ეს შუმახერები ამ ხელებს სადო, სად დაგსვაო, შე კაცოო.
მივდივარ ქოშინით, მგონია რომ ცხოვრება დასრულდა, მოვკდები, ვერ მიპოვნიან და ათასი სხვა, როცა ,ერთმა „მარშუტკამ“ წამიტორმუზა. თვალებგაბრწყინებული ავედი. ადგილიც კი ჰქონდათ და დაჯდომისას ისე ამოვისუნთქე, გეგონება მთელი სული უღელტეხილთან დავტოვე. ეს მარშუტკა, კახეთის რომელიღაც სოფლიდან, მოსალოცად წამოსული მრევლით იყო სავსე. სიცხისაგან გაბრუებულს გული მერეოდა და ერთი სული მქონდა მიწაზე ისევ როდის დავდგამდი ფეხს. მარშუტკაც გადახურებულ ჟეშტის გროვად მეჩვენებოდა. დათვიჯვრის უღელტეხილთან გავაჩერეთ.ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე მაღლაა. ცოტახნით ჩამოვედი და სასიამოვნო ჰაერი ვიგრძენი. დაღლილობა წაიღო. იმდენად აღარც ცხელოდა. რამდენიმე სურათი გადავიღე, ავბრუნდი მერე უკან და ცოტახანში გზაც განვაგრძეთ.
აქამდე შატილში არასდროს ვყოფილვარ. ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდი. მარშუტკაში მღეროდნენ, იცინოდნენ, მე კი ხედებით ვტკბებოდი და მიხაროდა ორი რამ: პირველი ის, რომ წამოვედი და მეორე ის, რომ არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებიც შენზე ზრუნავენ. პრიმიტიულად, თუმცა მაინც. შატილში ჩავედით თუ არა სუფრა გაშალეს და მეც წამომასკუპეს იქ. დიდხანს არ გავჩერებულვართ. ყველა დაღლილ იყო. რამდენიმე ჭიქის შემდეგ დავიშალეთ.ცოტახანში, მუცოში აპირებდნენ გადასვლას, თუმცა მე დარჩენა მინდოდა.ერთმა ქალმა ცელოფნის პარკში ლობიანი, ხაჭაპური და ნამცხვარი ჩამიდო, შეჭამ, დიდი გზა გაქვსო და ისე თბილად ჩამეხუტა, თითქოს მთელი მოგზაურობის ძალა შემმატა.
საღამოს, როცა უკვე მდიანრეში ვიბანავე, ვჭამე და მოვწესრიგდი, ძილი ნამდვილად არ მინდოდა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მომდევნო დღესაც, რთული გზა მქონდა გასასვლელი. მზე უკვე ჩასული იყო, თუმცა ხეობაში არ ბნელოდა. არ გამიჭირვებია ხმელი ტოტების პოვნა და კარვისაგან მოშორებით, მდინარის პირას ცეცხლი დავანთე. იქ მარტო არ ვყოფილვარ. ცოტა ხნის მისული ვიყავი, როცა, უცბად, სამი კარავი გაჩნდა ჩემი კარვის მახლობლად და კოცონის გარშემო, რამდენიმე ადამიანი, გულიანად ვმასლაათობდით.
ისე, ამ ამბების მერე, რამდენჯერ მიფიქრია, აი, ახლა, შატილის კოშკების გადასწვრივ, მდინარის პირას გამაშლევინა კარავი, დამანთებინა ცეცხლი, ნაკვერჩხალზე დამაყრევინა კარტოფილები და მერე, მთელი ღამე ვარსკვლავებს მაყურებინა, სიცოცხლეს ცოტა ხნით მაინც ხო ვიგრძნობდი - თქო.
დილას ადრე მინდოდა გასვლა. ტელეფონზე მაღვიძარაც თუ არ ვცდები ექვსზე დავაყენე, თუმცა, გარეთ რომ გამოვიხედე დილას, ისეთი სიბნელე იყო, ნამდვილად არ ვაპირებდი კარვის გამოძრომას. ერთი საათი ველოდე და ინათა თუ არა, ნელ-ნელა დავიწყე მზადება მუცოში გადასასვლელად. ორცხობილები შევჭამე და გზას დავადექი. ეს გზა იმდენად საინტერესოა, რომ ყოველწამს მიწევდა გაჩერება და ადგილების დათვარიელება.
მუცოს გასასვლელში მესაზღვრეებთან გავიარე შემოწმება. მისურვეს წარმატება და ჩემი მსვლელობაც დაიწყო. მე ხო ბედი არ მაქ. ვიღაც ზის და ჩემ ჯინაზე ღებას კვერცხებს ან შელოცვებს აკეთებს. ყველგან სადაც არ უნდა გავიარო ან პოეტი მხვდება ან კიდე ძაღლი. შევადექი პატარა აღმართს თუ არა გადამიდგა წინ ძაღლი და იღრინება. ჩაკ ნორისი ტიპი არ ვარ. ბავშვობიდან მაგრად მეშინია ძაღლების და მამლების. ძაღლების იმიტომ რომ ერთხელ მერვე სართულამდე მსდია იმ დედით ჩათლახმა ავჩარკამ. მამალი კიდე წყნეთში გამომეკიდა პატარა რომ ვიყავი და უკანალზე მომანისკარტა მაგ ყიყლიყომ მაგან.
მოკლედ გადამიდგა ეს ძაღლი და აკრაჭუნებს კბილებს. მე კიდე ამაკანკალა ეგრევე. გადი-მეთქი, ვეუბნები, მარა ჰო, აი, გაიგებს და გავა მე ჩემა. გავიქცე გამომეკიდება, ქვა ავიღო მომვარდება. ვფიქრობ, ჩემ განცდებში ვარ და ჩანთიდან ვიღებ იუბილიენეს. ჭამე- მეთქი და ვესროლე ჰაეროვნად. მივიდა, დაყნოსა, ენით გატლოკა და გადასანსლა თუ არა ამიქიცინა კუდი. უხ შენი დედა კი - გავიფიქრე და გავცდი. ცოტახანს მომყვებოდა, მერე გატრიალდა ესეც.
რამდენიმე საათი მივუყვებოდი ტყის მასივს, რომელიც იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ცოტა მომაბეზრებელი. მონოტომიური ბოდიალი მღლის. კარგა მანძილი რომ გავიარე ბილიკი ორად გაიყო. ერთი ხევისკენ მიდიოდა, მეორე ზემოთ.წყალი აღარ მქონდა და ჩაუყევი ხევს.
ხელით ვიკვლევ გზას და ვიცილებ ეკლებიან მახინჯობებს. მივდივარ, მივდივარ და ჰოპ, მივცურავ მერე. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ხევში ჩავარდნაზე. საოცარი განცდაა, დასამახსოვრებელი. წყალი კი არ დავლიე, წყალმა დამლია. ტყემალში ჩაწობილი თონის პური მეგონა თავი. ყველაფერი ტალახიანი და სველი მქონდა. ამის დედაც - ვყვირი, მარა ჩემი ფეხი. ვინაა გამგები. ტალახში ჩარჩენილი ჟიგულივით ვბუქსაობ. ვერ ამოვდივარ. ხელებით ვეჭიდები ამ რაღაც ხეებს თუ მაჯლაჯუნებს მარა ტყდება, ვერ მიძლებს. ვახ შენი, ვარ განცდებში. იქვე ხეზე ხვლიკი ზის და მიყურებს. ღადაობ არა? - ვეკითხები. კაი, ერთსაც ვცდი და ავალ - ვამხნევებ ჩემს თავს. ოე, ტარზან - ფიქრობს ალბათ ხვლიკი. შენი მწვანე დედაც, რას მიყურებ, შენი ერთუჯრედიანი. თუ ეგ სხვაა ? აუ, ცირა, ერთი შენ იყავი ბიოლოგიის მასწავლებელი და მერე მე ვარ მაუგლი. ვაგინებ ჩემს მასწავლებელს. რაებს ბაზრობ? - მეკითხება ჩემი თავი. მაცადე რა, შე ჩემისა - ვპასუხობ. ცხვირზეც კი ტალახი მისვია. ავედი, ჰო, როგორც იქნა ავედი. ბაყაყის სუნი ამდის. მეზიზღებიან ბაყაყები. არა, ისე რანაირად მიყურებდა ის ხვლიკი ჰა? - ვფიქრობ და ჭყაპა-ჭყუპით მივუყვები აღმართს.
ბევრი სიარულის შემდეგ საბოლოოდ ხიდოტანის მთამდე მივაღწიე. ტალახიანმა. ბნელდებოდა. იქვე მესაზღვრეებთან მივედი. სახლში დავრეკე. დართლომდე ტელეფონი არ იჭერს. ამათაც მიწაში ჩარჭობილ ხეზე აქვთ მიბმული ტელეფონი რო არ გაინძრეს ისე. სასაცილო სანახავი კი ვიყავი, როგორ ვლაპარაკობდი მუხლებზე დაჩოქილი დედაჩემს. იქვე, სასაზღვრო პუნქტიდან არც ისე მოშორებით დავიწყე კარვის გაშლა. ქარი იყო. ანგრევდა იქაურობას.
ვინც ჭკვიანია მიხვდებოდა უკვე რა მოხდა. ვინც არა, არა უშავს. მარტო კარვის გაშლა, მითუმეტეს ქარში ძნელია. ძნელი კი არა, ძალიან ძნელია და ვეწვალები. ხან აქედან მოვუვლი, ხან იქიდან და უცბათ, ისე წამგლიჯა ქარმა ეს კარავი, ვერც კი გავიგე. გავთეთრდი, გავლურჯი, გავმწვანდი, სიცხემ ორმოცს მიაღწია, ჩავიფსი, დედამიწა წაიქცა, ბებიაჩემი გათხოვდა, მოკლედ, წამის მეასედში, ყველაფერი გავიფიქრე. ამხელა გზა, კარვის გარეშე იგივეა, რაც მაიონეზის სალათა, მაიონეზის გარეშე. ჩემი შედარებები მიყვარს.
მოკლედ ამიფრიალა ეს კარავი ქარმა, გავხედე ჩენტო ვეტრინეს სახით და ვხედავ, როგორ მოხვდა ეს აფრიალებული კარავი შიგ სახეში იქვე მდგარ ერთ-ერთ ტურისტს. არასდროს მილოცია იმდენი, რამდენიც იმ ღამე. მე ვიყავი პირველი ქრისტიანი დედამიწის ზურგზე. ზუსტად არ მახსოვს სადაურები იყვნენ იმ კარავში, მარა ორნი რო იყვნენ მახსოვს. მეორე კარავიც იყო იქვე, ფრანგის. ეს ის ფრანგია, წეღან რომ ვახსენე. წეღან რა, როცა ვახსენე. ისე, ნეტა ფრანგი გოგოები, მართლა არ იპარსავენ იღლიებს? ნუ მოკლედ, დაივიწყე. რაებს მიედ-მოედები ხოლმე.
იმ ღამეს ძალიან ციოდა. არ გაჩერებული ქარი. გამოექანებოდა შეასკდებოდა. გამოექანებოდა შეასკდებოდა კარავს. ვერ დავიძინე. ჩემი საძილეც ვერ აღმოჩნდა მაგარი ბიჭი. შემაცია. მათარიდან არაყს ვწრუპავდი. ნელ-ნელა გამათბო და კარგა ხხნის შემდეგ ჩავიძინე. ღმერთო, რა მაგარია საძილეში ძილი, ბალახით აქოთებულ კარავში. ჰო, ჩამპალი ნასკის სუნი არ ითვლება. დილით რომ გავიღვიძე და კარავიდან თავი გამოვყავი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც გადავიფიქრე ისე ციოდა. ცოტახანიც- თქო, ვიფიქრე მარა თავს ძალა დავატანე და ჩავიცვი.
ხიდოტანიდან ნელა, აუჩქარებლად მივუყვებოდი გზას. სურათებს ვიღებდი. ლამაზი ხედები იშლებოდა. სადღაც, ძალიან მაღლა და შორს ვიყავი ჩაკარგული. არ მინდოდა იქიდან გამოღწევა. ოდნავი სურვილიც კი არ მქონია. მერე კიდე რატომო მეკითხებიან. საითო, რისთვისო და ათას სისულელე კითხვები. არასდროს არ მაქვს პასუხი.ვერასდროს ვერაა ბოლომდე ჩემი პასუხი სრულყოფილი.ხო არსებობს რაღაცეები რაც არ იხსნება.რისი ახსნაც წერითაც და ვერბალურადაც შეუძლებელია. აბა, როგორ ავუხსნა ადამიანებს ის, რასაც იქ ვგრძნობდი? რაღაცნაირი ამბავია. რატომღაც არ მჯერა არავისი, ვინებიც მსგავს რამეებს წერენ ხოლმე. ვერ ვიჯერებ. ვერ გადმოიტან ამ ყველაფერს ფურცლებზე ბოლომდე. ყოველთვის ყალბი გამოჩნდები. ემოცია კი, მოაქვს რაღაცნაირად მარა, იქაური ამბები ხო მაინც აღუწერელია არა? აბა, მიდი და გაიგე რას განიცდიდა კერუაკი მოგზაურობისას.. ან ჩე გევარა, როცა ლათინო მოიარა. კი, დაწერეს, შეეცადნენ მარა არა რა, თუ არ ნახე ვერა, ჭირს გაგება.მაგიტოა მოგზაურობა მაგარი.ყველა ისე განიცდის როგორც უნდა, როგორც სჭირდება და წერენ მერე, ბოდიალობენ.მეც ვბოდიალობ. მოგზაურობაზე წერა, არაფერია თუ არა პროპაგანდა. კითხულობ და უბრალოდ ერთადერთი რაც გინდება ისაა, რომ შენც ის განიცადო რაც იმან, ვინც დაგიწერა. კბილებს აკრაჭუნებ, ათას ადგილს წარმოიდგენ სადაც წახვალ და მორჩა. ის განცდა მაინც მწერლის გონებაში ილექება სიკვდილამდე.
როგორც უკვე დავწერე, აწუნთის მთა, ხევსურეთსა და თუშეთს ყოფს. თვითონ ეს მთა სილამაზით ვერ დაიკვეხნის, ( რანაირი სიტყვაა დაიკვეხნის) თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ, იქიდან გადმოხედვა ერთი სიამოვნებაა.რაღაც მომენტში შეიძლება შეგეშინდეს კიდეც, იმ სიმაღლეზე ხარ ასული. პირი მალ-მალე მიშრებოდა. მიატნის კანფეტებს ვწუწნიდი. სახეზე მზე მაჭერდა. მე კიდე მივდიოდი. ნელა, აუჩქარებლად.
ავიხედავ ზემოთ ბევრი დამრჩა. გავივლი კარგ მანძილს, ავიხედავ ისევ ზემოთ და ისევ იმდენია. თითქოს ერთ ადგილას ვდგავარ. დიდ მთებს სჩვევიათ. გზა იმაზე მეტად გამეწელა ვიდრე მეგონა. 3431 მეტრზე ყოფილხარო - ვიკიპედიამ. წვერზე ავედი თუ არა, მოვიხსენი ჩანთა, მივაგდე იქვე და ვიღრიალე. აეეე, ჰოეეეეეე, ჰაეეეეეეე... ხელებს ვშლიდი. გაოფლილ სახეზე ვგრძნობდი ცივ ქარს. იქვე მდგომი ტურისტები მიყურებენ გიჟებივით. არა, უფრო სწორად მიყურებენ, როგორც გიჟს. დაღლამ წამიერად გადამიარა. წამოვწექი, თავქვეშ ხელები ამოვილაგე და ავყურებდი ლურჯ ცას აწუნთის წვერზე.
რამდენიმე წუთი დავისვენე. ცოტა წავიხემსე და ნელ-ნელა დავიწყე დაბლა დაშვება. მანამდე ავსტრიელი ტურისტები ვაპოზიორე იქ. უხაროდათ, გაგიჟებულები იყვნენ. What a beatiful country - იმეორებდნენ ყოველ წამს. ბიჭო, ისე მართლა რა ლამაზია საქართველო არა?!
მივუყვებოდი ბილიკებს თუშეთის მთებში და დებილივით ვიღიმებოდი. ღამდებოდა. რაც არ იყო მთლად კარგი ამბავი. ისეთ ადგილას ვიყავი კარავს ვერსად გავშლიდი და ნაბიჯს ავუჩქარე. ვიცოდი, რომ აქვე რეინჯერების კოტეჯი იდგა და იქამდე უნდა მიმეღწია. თითქმის ბნელოდა ცხვრის ფარა რომ დავლანდე. ცხვარს კიდე რა უჭირს, იმხელა ძაღლები მოყვებოდნენ მეთქი ჰაი მე. ისე დამგლეჯდნენ მარტო ჩემი სუნიანი ბათინკები და ნასკები დარჩებოდა მიწაზე. ჩემდა საბედნიეროდ ძაღლების გვერდით მეცხვარეები იდგნენ და ისე ჩავუარე, მარტო კბილები დაკრიჭეს ქოლგეითის ტიპებივით ამ ძაღლებმა. მეცხვარეებმაც აგერ, ორ წუთში მიხვალ კოტეჯამდეო და გამეხარდა. მართლაც, ორი წუთი ვიარე და დავინახე ხის პატარა კოტეჯი. კოტეჯში სამი ბიჭი დამხვდა. უფრო სწორად თავიდან ორი. ერთი დასარეკად იყო წასული. გამეხარდა, მეც დავრეკავ-მეთქი, მარა იმხელა გორაზე უნდა ავსულიყავი გადავიფიქრე. ხვალ იყოს თქო.
ამ გახსენებაზე, როცა ხევსურეთის ბოლო სოფელში მოვხვდი, ერთ-ერთი დანგრევის პირას მყოფი სახლის ეზოში, დაფხრეწილი ბურთით მორბენალი პატარა ბავშვი დავლანდე. დავუძახე. გამოვკითხე რაღაცეები. აქ, მარტო ხარ თქო? - ვკითხე. არა , დედასთან ერთადო. აბა, სად არის დედიკო თქო და ამ ბავშმა აი, იგერო და გაიშვირა ძალიან დიდი მთისკენ ხელი, სადაც წერტილად მოჩანდა დედამისი. დასარეკად არიო. ვახ-მეთქი. თურმე თბილისში უნდა დაერეკა თავისიანებთან. ცოტა ორცხობილა და მიატნის კანფეტები დავუტოვე, ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი. ჰოდა ეს გამახსენდა ამ მესამეზე. ბიჭებმა თბილად მიმიღეს. იქვე, გარეთ ჩამოვსხედით. საღამოს კი აგრილდა, მარა თბილად გვეცვა ყველას. ათას თემაზე ვილაპარაკეთ. ცხელი ჩაი დამალევინეს და გემრიელი ტკბილეულიც მაჭამეს. საჭმელი გირევიდან გადმოაქვთ ხოლმე ცხენით. ზამთარში იქ არ არიან. მხოლოდ ზაფხულში და ისიც ტურისტებს ამოწმებენ. ერთი კვირა იქ არიან, ერთი კვირა სახლში. თავიდან მარტო ხარო? - გაუკვირდათ. თან გაიკვირვეს ქართულად რომ დაველაპარაკე და თან გაეხარდათ მაგრად. სულ ტურისტები დადიანო. იშვითად ქართველიო.
შუა ლაპარაკის დროს უკან გავიხედე და შემეშინდა. გეგონებოდა მთელ ტყეს ცეცხლი უკიდიაო ისე იყო განათებული .მაგ დროს საქართველოში ყველგან ხანძარი იყო. რა ხდება-მეთქი და არაფერიო, ცოტახანში ნახე, როგორი მთვარე ამოვაო და ვიჯექი მეც, ვუცდიდი.
მართლაც ამოცურდა ხეობიდან დიდი, უშველებელი სავსე მთვარე. მთელი ხეობა გაანათა. არასდროს არ მენახა ამხელა მთვარე, ასეთი ლამაზი. რეინჯერების სახლის წინ ხშირი ტყე იყო. ნადირი არის არა? - ვკითხე. ნადირის მეტი რა არის, დილით ადრე თუ ადგები, დაინახავ, როგორ ჩამოდის ორი პატარა დათვი მოცვზეო. შორიდან ჩანდა ეს ტყე ბილიკს რომ მოვუყვებოდი და სანამ ფარა შემხვდებოდა, მაგ ტყის პირას ვაპირებდი კარვის გაშლას თუ თქვენამდე ვერ მოვაღწევდი - მეთქი ვუთხარი და გამეცინა. არა, ისე მართლა, დილას ადრე, დათვს რო შემოეყო კარავში ცხვირი რა უნდა მექნა ჰა? - ვფიქრობდი გულში, ვიჯექი თუშეთის მთებში კოტეჯის წინ და გავყურებდი ღამეს, რომელსაც რაღაც სხვა, განსხვავებული ემოცია მოჰქონდა. თერთმეტი საათი ხდებოდა კოტეჯში რომ შევედით. საწოლები არ ედგათ. დაბლა ჰქონდათ გაშლილი საძილეები და ისე ეძინათ. ბოდიშიო. სახლში ისედაც დაბლა ვწევარ-მეთქი, ვუთხარი. რატოო? - გაუვკრიდათ. რავიცი, ისე, უბრალოდ - თქო და გაეღიმათ. კი ვიცი რაც გაიფიქრეს, მარა, არა უშავს, მოსულა. მოკლედ გავაგე პარალონი, შევწექი საძილეში და ისეთი დაღლილი ვიყავი, წამებში ჩამეძინა. დილის შვიდ საათზე გავიღვიძე. ბნელოდა, მაგრამ იმ დღესვე უნდა გადავსულიყავი გირევში. ბიჭები უკვე ფეხზე იყვნენ. ერთი შეშას ჭრიდა, მეორე ყავას სვამდა, მესამე კიდე შეშის მჭრელს ეღადავებოდა რაღაცეებს .მაგარი ტიპი იყო ეს მესამე, მეგრელი, გალიდან. პირველად მაგან დამინახა და რუსულად მომესალმა. ქართულად რომ გავეცი პასუხი, ვახ, ღმერთოო და ჩამეხუტა. რაც აქ ვარ, ქართველი სულ ორჯერ ვნახე, ისიც ადრეო. თბილად დამემშვიდობნენ და გამომაცილა კიდეც ამ მეგრელმა ცოტა.
მთელი ცხოვრება ხო საბოლოოდ მაინც ხალხს გავურბივარ. მაგრამ იქ, ზემოთ, მაინც ერთი სული მქონდა ვიღაც შემხვედროდა. ჩემიანი. მაგრამ არა, არც ერთი და მწყდებოდა გული. საიდან აღარ შემხვდნენ: რუსი, ავსტრიელი, ჩეხი, ფრანგი, მაგრამ ქართველი, - არა.
აღმართს რომ მივუყვებოდი რაღაც ცუდი ხმები შემომესმა. კიდევ ერთი მეცხვარეების სახლი. მეცხვარეების ძაღლებით. ბიჭო, რა უნდათ ჩემგან ამ ძაღლებს ჰა? სადაც არ უნდა გავიარო, ისე მორბიან, გეგონება ხორცის ნაჭერი ვიყო. არა, კი ვარ მარა ხო არ ჩანს არა? მივდივარ ჩემთვის, შემეშვი რა. წადი, რაღა მე მერჩი, შე ჩემისა. მივდივარ ფიქრებით დაფეთებული, ზემოდან კიდე ისმის გამწარებული ყეფა, გეგონება უნდა აიგლიჯონ ახლა და გამოცვივდნენო. მარა, რას აიგლიჯავდნენ? არც ყოფილან დაბმულნი და თვალი ზემოთ გავაპარე თუ არა, დავინახე როგორ მორბოდა სამი, უშველებელი, ძალიან დიდი, უზარმაზარი ძაღლი. წამებში შემომარტყეს ალყა. აღებენ ამ პირებს და ყეფენ. ვყვირი, ვღრიალებ, ოე, შენი მეცხვარე დედის, შენი დიდთავა. ბიჭოო, მიშველეთ თქვენი დედა, აეეე... ვყვირი, განწირული ხმით, ესენი კიდე მოვლენ, მგონია უკვე ვსო, მომაჭამეს ყველაფერი და ისევ უკან იხევენ. მოვლენ, უკან იხევენ. ან მომაჭამე ან შემეშვი შენი დედის თავი, ვყირი და პურის დანას ვიქნევ. მერე, ზემოდან მესმის ხმები. ბიჭიი, ნუ გეშინია არ გიკბენს, არაა ! - რას არ მიკბენს შენი ოპტიმისტი, სუნი ამდის. ეტყობა მიხვდა მერე ესეც რო ვერ იყო მთლად დამაჯერებელი თავის სიტყვებში და მოქრის გიჟივით დაღმართზე. ბოჩორ, ბაცაც, - უკეთესი სახელები ვერ მოიფიქრე - ვფიქრობ გულში. - სახლში დროზე, სახლში დროზე, ყვირის შორიდანვე და როგორც იქნა, გაიძურწნენ. სანამ ჩემამდე მოვიდოდა ეს მეცხვარე, სამოცდასამი ილეთი და ყველა კინო გავიხსენე, სადაც ერთი დარტყმით აგდებენ ტიპებს. მარა, რო მომიახლოვდა, ისეთი ბოჩოლა სახე ქონდა, აქეთ ვაწყნარებდი, არა უშავს, ხდება-მექთი და გავეცალე სწრაფად იქაურობას. მიდი და იარე ახლა სუნიანმა .თან, მიდი და ეჩხუბე თუშეთში თუშს.
ასე წვალებით, შიშით, დაღლითა და მშვენიერი ამბებით მივაღწიე გირევამდე, ვაჩვენე საშვი, ცოტა დავისვენე და გზა განვაგრძე. როცა დართლომდე მივლასლასდი ტელეფონმა დაიჭირა. ვურეკავ დედაჩემს და ცოცხალი ვარ თქო ვეუბნები. მომენატრეო მითხრა და მაგ დროს მივხვდი, როგორ ძალიან მომენატრა მეც დედა. აქამდე, ასე არასდროს მიგრძვნია.ერთიანად შემოვიდა სხეულში მონატრების გრძნობა.იქვე, პატარა მორზე ჩამოვჯექი კოშკების წინ სადაც ბევრი ხალხი ირეოდა. თუშეთში გზაზე ლეგენდები დადის.ურთულესი მისადგომი ადგილია. ოქტომბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე შეიძლება ითქვას შეუძლებელია იქ მოხვედრა. ამიტომ, საკუთარ კერას მონატრებული თუშები, მოლოდინზე დიდი მოლოდინით ელიან ხოლმე გზის გახსნას მთაში ასასვლელად. გზა კილომეტრაჟით დიდი არაა, თუმცა სირთულიდან გამომდინარე, რამდენიმე საათი გინდა რომ ომალომდე ააღწიო. ან მეორე ვარიანტია, ჩემსავით, ხევსურეთიდან უნდა გადმოხვიდე თუშეთისკენ.
არსეობობს ერთი სამაყრო, და არსებობს თუშეთი. არა, არ ვაჭარბებ. თუშეთი სხვა სამყაროა, სხვა ადგილია, სხვა ამბავია, რომელიც არასდროს არ გინდა დასრულდეს. გსმენიათ რამე თუშური დღეობების შესახებ? საოცარია. იქ ყველაფერი სხვანაირია, ყველაფერს სხვანაირი სუნი აქვს და საერთოდაც, იქ ხვდები რომ არაფერი არ არის სამყაროში იმაზე მაგარი, როცა ამ ამბავში ხვდები. მეც მასე მომიწია.მეც მასე მოვხვდი. თუშეთში, დღეობების ციკლი, აღდგომიდან მეასე დღეს იხსნება და მარიამობის მარხვამდე სრულდება. ზუსტად მეასე დღეს იხსნება დართლოში ია