რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვიწყებ, იმიტომ, რომ ყველაფერი ფერადდება და "სუნები" ტყეში ძალიან იგრძნობა ხოლმე, იმიტომ, რომ სოკო მიყვარს, იმიტომ, რომ მუხლამდე ფოთლებში სიარულისას მათი შხრიალის ხმა მსიამოვნებს,  და, რა თქმა უნდა,  იმიტომ, რომ შემოდგომას ჩემს საყვარელ ზამთრამდე მივყავარ.კახისის ტბაახლა კი მინდა იმ გასვლაზე მოგიყვეთ, რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, შემოდგომა არ დადგება. ყოველშემთხვევაში, მას ვერ იგრძნობთ... 
ეს კახისის ტბაა. ტბა ჩვენგან არც ისე შორს, ტბა, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ.
ზღვის დონიდან 1750 მეტრზე მდებარეობს სოფელ დაბაძველთან და, მინდა გითხრათ, რომ უკვე ნოემბერში აქ ღამით ისე ყინავს ბუმბულის საძილის გარდა, რთულად თუ გაგათბობს კაცს რამე.  თუმცა კი, დიდი ალბათობით, ძვლებისა და ყბის კანკალით გაათენებთ ღამეს, სანაძლეოს ჩამოვალ, დილას მაინც ბედნიერები იქნებით, შემოდგომის ფერები ტბის ფონზე გაგითბობთ ღამის სიგრილეს.  

მარშუტი სოფელი ჭობისხევიდან უნდა დაიწყოთ  და დაბაძველისკენ აუყვეთ საშინლად დანგრეულ სამანქანო გზას,გზა კახისის ტბისკენაქვე ვიტყვი, რომ ეს გზა "off-road" -ის მოყვარულებსაც კარგად გაართობს. აქ მით უფრო შემოდგომისას მოძრაობა თითქმის არაა, თუმცა მეტყევეები ან დაბაძველში ერთი-ორი დარჩენილი მოსახლე შეიძლება შეგხვდეთ და გზად გაგიყოლონ. თუ არადა მაქსიმუმ რამდენიმე საათში დაფარავთ გზას, თან ულამაზესი ხედებით დატკბებით და სულ მალე დაბაძველს მიადგებით, აქედან კი სულ აღარაფერია დარჩენილი ტბამდე კახისის ტბააღსანიშნავია, რომ  დაბაძველის გარშემო რამდენიმე ტბა იყრის თავს, კახისი, ჩიტოს და წეროს ტბა.წეროს ტბა ასე გამოიყურება: კახისზე ოდნავ პატარა თუმცა არანაკლებად ლამაზია ^_^ დაბაძველიდან დაახლოებით 2-3 კმ-ში მდებარეობს და იქ მისულები მის უნახავად არ უნდა წამოხვიდე ადამიანი ^_^ 

კახისის ტბათუმცა კახისი ნამდვილად ისაა, რაც თავად უნდა ნახოთ, უნდა გადაამოწმოთ იქნება და გიმუქებთ რაღაცეებს და არც ისე კარგია, თუმცა თამამი ვიქნები და ვიტყვი რომ ნოემბრის დასაწყისში, რომელიმე მზიან დღეს კახისზე ასვლა არავის დატოვებს გულგრილს 
ფერები ისეა არეული ერთმანეთში, რომ უბრალოდ გინდა იჯდე, იჯდე, იჯდე და უყურო, ტბის გარშემო ნაძვნარში ისეირნო, არ ვიცი დაგხვდებათ თუ არა, მაგრამ ადრე აქ ტივიც იყო, რომლითაც ტბაში შეიძლებოდა შესვლა    თუ ცივი წყალი არ გაშინებთ, რატომაც არ უნდა შეხვიდე ადამიანი 
მახსოვს, იქ მისული უკან ვეღარ მოვდიოდი, "ყურებით ვერ გავძეხიო" გახსოვთ გამოთქმა? მე კიდევ მარტო ყურებით კი არა სუნთქვითაც, ნოემბრის გრილი სუფთა მსუბუქი ჰაერი, შემოდგომის სუნებით გაჟღენთილი ფილტვებს ისე გივსებს გეგონება ეხლა იგრძენი რომ ეს ორგანო გაქვს, არაადამიანურად ნაზად შეხამებული შემოდგომის ფერები ერთმანეთთან, ნახევარიც ნაძვნარი და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი  დათოვლილი მთების ქვეშ. ...
მოკლედ, ოქტომბერ-ნოემბერში თავისუფალ 2 დღეს  გამონახავთ თუ არა, აიკიდეთ თქვენი მაჯლაჯუნა ჩანთები, ამოიცვით ბათინკები და გზას დაადექით   არ გპირდებით, რომ არ შეგცივათ ღამე, არ გპირდებით, რომ დაბაძველამდე მისასვლელი გზა არ დაგღლით, არ გპირდებით რომ ტალახში არ ამოიგუნგლებით, მაგრამ ვგონებ ეგ ყველაფერი ღირს იმისთვის რაც იქ დაგხვდებათ   ცხელი ჩაი გაგათბობთ, ტბის პირას ჩამოჯდომა დაგასვენებთ და შემოდგომის ფერები კიდევ გონებას გაგიფილტრავთ ^_^ კახისმა მასწავლა : ბუნება სარეკლამო პოსტერი არაა, ბუნება შენს გარშემოა და უნდა შეეხო, მისი წამები დაიჭირო და გულში ისე ძლიერად ჩაიკრა, გონებაში იქამდე ჩაიბეჭდო სანამ ბუნების ეს კადრები  საბოლოოდ  შენი ცხოვრების სარეკლამო პოსტერები არ გახდებიან   

კახისის ტბა

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %