სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. 2clk6სადაა სალხინო? - სოფელი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მარტილიდან ტაქსით 5 ლარად მოხვდებით, სასახლის მდებარეობას კი ყველა მიგასწავლით. სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. დღეს სალხინოში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი,  გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება. ეზო ძალიან დიდი, ჩრდილიანი, მყუდრო და სასიამოვნოა. ეზოს გვერდით, მდინარის პირას კარვის გაშლაც შეიძლება, რიტაც ხშირად სარგებლობენ უცხოელი (და არამარტო) ტურისტები.     579768_473182476035460_1035094363_n603617_473183699368671_934065587_n3169_473182586035449_651510178_n185250_473183649368676_1070897103_n199844_473182372702137_2044189495_n264250_473182759368765_1688203919_n282391_473182049368836_382163758_n419519_473184052701969_879849168_n550412_473183022702072_353603735_n550859_473182076035500_2018750301_n559548_473182849368756_1817457744_n

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %