54
ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი
ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რომ დასველებულებს ძალიან არ შეგვივდეს.
ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. ბილიკის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და მის გავლას 3-4 საათი ჭირდება. ბილიკი კარგადაა მარკირებული. იყავით მზად, რომ დასველება მოგიწევთ, მდინარის გადალახვა და ზოგერ წაქცეულ ხეებზე გადავლაც.
მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას.
გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას
მართალია ბილიკი ხეობას მიუყვება, მაგრამ რაღაც მომენტში ხელმარჯვნივ მოგიწევთ ბილიკით მდინარის ზემოდან გადავლა. ყურადღებით იყავით, რომ ეს მომენტი არ გამოგეპაროთ. ბილიკის დასაწყისი საკმაოდ მაღლაა და ასაძვრომად მოხერხება დაგჭირდებათ. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი თქვენს წინ ულამაზესი 40-მეტრიანი ჩანჩქერი გამოჩნდება.
მათთვის, ვისაც ექსტრიმი უყვარს, ჩანჩქერის ზემოთ შეუძლია ავიდეს გვიმრებში დამალული ბილიკით. ზემოთ მშვენიერი საბანაკე ადგილია და ცეცხლის დანთებაც შეიძლება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩანჩქეთან, და ზემოდან გადმოხედვა მაშინ, როცა ლოდები სველია, რეკომენდებული არაა.
ასასვლელი საკმაოდ ციცაბოა და ხშირად ტალახიანი, თუმცა მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს.