საქართველოს 5 გასაოცარი ადგილი

ვერცხლის ტბა, ჭითაგვალაშ - (ტობავარჩხილი)

ტბა ეგრისის ქედზე ზღ.დ 2650 მეტრზე მდებარეობს, იგი სიდიდით ყველაზე დიდი ტბაა ეგრისის ქედზე, აქედან ულამაზესი ხედი იშლება და ტბაც საოცარი სანახავია წელიწადის ნებისმიერ დროს, თბილისიდან შეგიძლიათ სენაკის მიმართულებით გაემგზავროთ, სენაკიდან კი ჩხოროწყუს მიმართულებით ავტოსადგურიდან შეძლებთ გამგზავრებას, ჩხოროწყუდან სოფელ მუხურამდე უნდა ჩახვიდეთ შემდეგ კი ფეხით სავალი გზით შეგიძლიათ ტობავარჩხლის ტბამდე მისვლა.

ლაკუმურაშ ტბა

კიდევ ერთი ტბა, რომელიც ეგრისის ქედზე მდებარეობს და ზღვის დონიდან დაახლოებით 2550 მეტრზეა, საკმაოდ რთულად მისასვლელ ადგილად ითვლება, ამიტომ უმჯობესია თუ ამ ტბის მონახულებას გადაწყვეტთ სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული დაადგეთ გზას. კლდეებში ჩაძირული ულამაზესი ლაკუმურაშ ტბა საოცარ სანახაობას გპირდებათ, ტბის უკან მყინვარისა და იალბუზის  საოცარი ხედებით ტკბობა გელდოებათ.

მრავალწყაროს ფერადი მთები

ზღვის დონიდან 550 მეტრზე, კერძოდ კახეთში მდებარეიობს მრავალწყაროს ფერადი მთები. თუ გიზიდავთ ეგზოტიკა, სიფერადე და სილამაზე, მაშინ ეს ადგილი თქვნთვისაა, განსაკუთრებით ლამაზი სანახავი გაზაფხულზეა, როდესაც ახლად ამოსული ბალახი და ქანების ულამაზესი ფერები საოცარ სანახაობას ქმნის, აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ მრავალწყაროს წყალსაცავი და მონასტერი.

კახისის ტბა

ტბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს, ეს არის ადგილი მათთვის ვისაც იზიდავს ლაშქრობა, ბუნებაში პიკნიკი, სიმშვიდითა და ბუნების სილამაზით ტკბობა. საუკეთესო პერიოდი კახისის ტბის დასალაშქრად ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომის დასაწყისამდე გრძელდება.

თუ გიყვართ კენკროვანი ხილი მაშინ აქ შეგიძლიათ თავი შეიქციოთ, მაყვლის, კენკრისა და ტყის ჟოლოს კრეფით.

ყინულის ტბა

ტბა მყინვარის შუაგულშია მოქცეული და 150 მეტრს აჭარბებს, იგი ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მდებარეობს, ტბიდან ბილიკი ლაკითანალის ულამაზეს სოფელს უერთდება, რომელიც საოცარი ადგილია ბუნების მოყვარულთათვის, სოფლიდან იალბუზის მწვერვალის ხედებით ტკბობა გელით.

ყინულის ტბა საუკეთესო ადგილია მათთვის ვისაც იზიდავს მთასვლელობა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %