გინახავთ საბადურის ტყე შემოდგომით ?
საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, იგი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიას ეკუთვნის სადაც მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე და საკარვე ადგილები, საინფორმაციო დაფები.
საბადურის ტყე სეზონის ნებისმიერ დროს გამორჩეული და მომხიბვლელი ადგილია, მისი გრანდიოზულობა და სიფერადე განსაკუთრებით შემოდგომით ვლინდება, უამრავი ფერები, მოშრიალე ფოთლების ლაბირინთში სეირნობა და აქაურობით ტკბობა აბა ვის არ დაავიწყებს ყოველდღიურ რუტინასა და აღავსებს შთაბეჭდილებებით.
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს საოცარი ადგილი მაშინ დროა დაგეგმოთ უქმეები და მოინახულოთ ფერადი საბადური ტყე თბილისიდან სულ რაღაც 20 კმ დაშორებით.