გიგანტური მეგაფონი ტყის ხმების მოსასმენად

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქალაქებიდან და ტყეში მიეშურება, რომ ბუნების ხმების მოსმენით დატკბეს. ტყის ჩურჩულების მოსასმენად ესტონელმა ტურისტებმა უზარმაზარი ინსტალაცია შექმნეს: დიდი ზომის მეგაფონები შუაგულ ტყეში დგას და ერთი ათად ზრდის ჩიტების ჭიკჭიქის, ქარის მიერ აშრიალებული ფოთლების და ტყის სხვა, უფრო იდუმალ ხმებს.

 

ინსტალაცია თანამედროვე არქიტექტურული სივრცის და ველური ბუნების შერწყმის მცდელობაა. სამი მეგაფონი ისეთი დისტანციაზე და ისეთი კუთხითაა განლაგებული, რომ ცენტრში უნიკალურ ხმოვან ეფექტს ქმნის. სამი მეტრი სიგრძის მეგაფონები "აგროვებენ" ტყის ხმებს და გაძლიერებულს გვთავაზობენ. ინსტალაცია გამოიყენება როგორც დასვენებისდა განტვირთვისთვის, არამედ სასცენო ელემენტსაც წარმოადგენს. იდეის ავტორი სტუდენტი-არქიტექტორი Birgit Õigus-ია.

 

Estonian-students-build-amazing-unplugged-walk-in-megaphones-in-the-middle-of-nowhere1__880     Estonian-students-build-amazing-unplugged-walk-in-megaphones-in-the-middle-of-nowhere2__880   Estonian-students-build-amazing-unplugged-walk-in-megaphones-in-the-middle-of-nowhere4__880

 

აქ შესაძლებელია პატარა ღონისძიებების გამართვაც. დიდი აუდიტორიის შემთხვევაში ხმის ეფექტი დაიკარგება.

 

Estonian-students-build-amazing-unplugged-walk-in-megaphones-in-the-middle-of-nowhere5__880   Henno-Luts_2048-93__880

 

ინსტალაციის უმეტესობა ტალინში აიწყო, 2015 წლის აგვისტოს ბოლოს და შემდეგ გადაიტანეს ვორუმაში, ლატვიის საზღვართან ახლომდებარე Pähni Nature Centre-ს ტყეში.

 

Henno-Luts_2048-102__880   Tonu-Tunnel_P_1241-Pano__880

 

ესტონეთის 51% ტყითაა დაფარული და ამ ბუნებრივ პარკებს  უამრავი ტურისტი სტუმრობს ყოველდღიურად. აქ შესაძლებელია როგორც ერთდღიანი გასეირნება, ასევე კარვებში ან ხის ქოხებში  ღამის გათევა. ვიზიტები ყოველთვის სრულიად უფასოა, ბილიკები და ხის ქოხები კი მუდამ მოწესრიგებული. 2015 წლიდან კი მეგაფონებიც ბუნების ნაწილი გახდება.

 

Tonu-Tunnel_P_1308-Pano__880   Tonu-Tunnel_P_1344__880   Tonu-Tunnel_P_1370__880

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %