აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობისას დანახარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ

თუ მოგზაურობა გიყვართ დამეთანხმებით, რომ ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და წინასწარ მომზადებას საჭიროებს. დღეს წარმოგიდგენთ იმ აპლიკაციების ჩამონათვალს რომლებიც მოგზაურობისას დანახარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.

Turo

თუ მანქანის დაქირავება გსურთ, ოფიციალური სააგენტოები არ არის ერთადერთი არჩევანი. Turo-ს გამოყენებით მანქანის მფლობელებს შეუძლიათ პირდაპირ განათავსონ მათი საკუთრება პლატფორმაზე გასაქირავებლად. ფასი ჩვეულებრივ იმაზე დაბალია ვიდრე Hertz and Avis-თან და ხშირ შემთხვევაში მანქანა დამქირავებელთან პირადად მესაკუთრეს მოყავს ან აეროპორტში ახვედრებს, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.

save money on travel, turo, best apps for travel

Hopper

Hopper-ის გამოყენებით შეგიძლიათ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინოთ ავიაბილეთები და შეამციროთ დამატებითი გადასახადები. ის 250 ავია ხაზის ინფორმაციას ამუშავებს, გამოყოფს ყველაზე დაბალი ფასის მქონე ბილეთებს და ფრენის თარიღებს, ასევე ამუშავებს წინა ინფორმაციას და წინასწარ განსაზღვროს ფასების ცვლილებას.

save money on travel, hopper, best apps for travel

Triposo

ვირტუალური გიდი გჭირდებათ? მონიშნეთ აპლიკაციაში დანიშნულების ადგილი და თანხის ოდენობა რომლის დახარჯვაც გსურთ და ის დაგეხმარებათ მარშუტის დაგეგმვაში, ამინდის და ღირსშესანიშნაობების გათვალისწინებით.

save money on travel, triposo, best apps for travel

Monzo

Monzo არის საბანკო ანგარიში და სადებეტო ბარათი, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ საზღვარგარეთ თანხის გადახდა და ფულის გამოტანა.

save money on travel, monozo, best apps for travel

Hotel tonight

თუ სპონტანური თავგადასავლები  არ გიყვართ მაშინ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა. Hotel tonight-ის გამოყენებით შეგიძლიათ გაეცნოთ უახლეს აქციეს სასტუმროს ნომრებზე და მაქსიმალურად დაბალ ფასად დაჯავშნოთ ის.

save money on travel, hotel tonight, best apps for travel

Groupon 

Groupon-ის გამოყენებით შეგიძლიათ მოიძიოთ აქციები თქვენთან ახლოს  მდებარე რესტორანებში.

groupon app, save money on travel, best apps for travel

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %