14 ადგილი, რომლის ნახვაც უნდა მოასწრო სანამ ტურისტების ნაკადები წალეკავს (ნაწილი I )
რა აფუჭებს მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს ყველაზე მეტად? რასაკვირველია ის უცხო ტურისტები, რომლებიც შემთხვევით ჩნდებიან ჩვენს კადრებში. ძალიან ძნელია ფოტო ისე გადაიღო, რომ რამოდენიმე ცდა არ დაგჭირდეს. თუმცა ჯერ კიდევ დარჩა პლანეტაზე ისეთი ადგილები, სადაც ტურიზმი ახლა იწყებს განვითარებას ან მცირედაა განვითარებული და მშვიდად შეძლებთ ყველაფრის დათვალიერებას ისე, რომ ტურისტების ნაკადები ხელს არ შეგიშლიან.
1. ხოსე იგნასიო, ურუგვაი
ხოსე იგნასიო ერთი ბეწო დასახლებაა, სადაც სულ 300 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ზამთრობით აქ უამრავი პოპულარული ლათინოამერიკელი ვარსკვლავი ჩამოდის (მაგალითად შაკირა). აქ შეხვდებით ფეშენებელურ, ლუქს კლასის სასტუმროებს და ძვირადღირებულ რესტორნებს. აქ ძირითადად ის შეძლებული ხალხი ცხოვრობს, ვისაც სიმშვიდე და განმარტოება მოწონს. ზღვის პირას უამრავი ლამაზი და კომფორტული ვილა დგას.
2. კამბოჯა, კუნძული კოხ რონგი
თუ ცივილიზაციის გიჟური რიტმისგან დასვენება გსურთ, კოხ-რონგი ამისთვის იდეალური ადგილია. არავითარი ცათამბჯენები, ხმაური და ტრანსპორტი. სიჩუმეს მხოლოდ ოკეანის ტალღების ხმაური თუ დაგირღვევთ. კრისტალურად სუფთა წყალი, ხელუხლებელი ბუნება, თეთრი ქვიშა, თქვენს ფეხებთან მოცურავე ფერად-ფერადი თევზები და მინიმალური მინიმალური რაოდენობის ხალხი. კუნძული სიამის ყურეში, საკურორტო ქალაქ სიანუკვილიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
3. ბანგლადეში
ბანგლადეშში ტურიზმი განვითარებული არაა, თუმცა ეს ქვეყანა ულამაზესია, მრავალფეროვანი კულტურის და დიდი ისტორიის მქონე. აქ უამრავი ღირსშესანიშნაობა, თვალწარმტაცი პეიზაჟები და ყველაზე გრძელი პლაჟია. ბანგლადეში წარმოადგენს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეშვიდე ქვეყანას და შედის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების რიგში. აქ სიღარიბის დონე ძალიან დიდია. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი განგისა და ბრაჰმაპუტრის დელტაშია. ჭარბობს ტროპიკული, მარადმწვანე ტყეები, შერეულია ბამბუკი, ლიანები. ბინადრობს მაიმუნი, მტაცებლებიდან - ბენგალიური ვეფხვი, ჯიქი, ზოლებიანი აფთარი, შემორჩენილია ველური სპილო. ბევრია მღრღნელი, არის კობრა, პითონები, ნიანგი.
4. სოფია, ბულგარეთი
სოფია ბულგარეთის დედაქალაქია და ერთ-ერთ ყველაზე იაფ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით. სოფია მდიდარია ისტორიული შენობებით. აქაური არქიტექტურა არავის ტოვებს გულგრილს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, სოფია ძალიან მალე ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდება.
5. კუნძული ამბერგრის კაიე, ბელიზი
ბელიზი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. კუნძულს კი დიდი და მდიდარი ისტორია აქვს. ერთ დროს აქ მაიას ტომებიც ცხოვრობდნენ. დღეს კი აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან დაივერები - ბელიზის ბარიერუი რიფი სიგრძიტ მეორეა მსოფლიოში.
ტროპიკული კუნძული ბელიზ სითიდან სულ რაღაც 55 კილომეტრისდაშორებით მდებარეობს. პლაჟიდან რამოდენიმე ასეული მეტრიტაა დაშორებული ბელიზის ბარიერული რიფი, რომელიც ბალაკარისნაციონალური პარკიდან იწყება. კუნძული ქვეყნის ყველაზე მშვიდ ნაწილსწარმოადგენს. აქაა განლაგებული ყველაზეძვირფასი სასტუმროეი, გოლფ-კლუბები, მყუდრო რესტორნები და სუვენირების მაღაზიები.
6. ბაგანი, მიანმარი (ბირმა)
ბირმა, იგივე მიანმარი სამხრეთ-დასავლეთ აზიის პატარა ქვეყანაა. სიტყვა "მიანმა" ითარგმნება როგორ "ჩქარი" და ეს შემთხვევითი არაა - მარტო 2010 წელს ქვეყანაში 300 ათასი ტურისტი შევიდა, ხოლო სამ წელში რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია. როგორც ხედავთ, ტურიზმი აქ საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ, სანამ ტურისტების ტალღები წალეკავს - უნდა მოასწროთ. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ოდესღაც აქ 10 000-ზე მეტი ბუდისტური პაგოდა და ტაძარი იყო, დღესდღეისობით კი 2000-მდეღაა შემორჩენილი. აქაური მზის ამოსვლა ყველაზე მისტიკური და იდუმალი სანახაობაა, რომელიც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ნახო.
7. როატანი, ჰონდურასი
ჰონდურასის რესპუბლიკა ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს. კუნძულ როატანის სანაპიროსთან კი საკრუიზე გემებმა ღუზის ჩაშვება 2005 წლიდან აიწყეს. ეს იმიტომ, რომ ჰონდურასი სულაც არაა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში. კუნძულზე შეიძლება დაკავდეთ თევზაობით, დაივინგით, დაათვალიეროთ დაცული სამხედრო არქიპელაგი კაიოს კოჩინო.