ევროპის 6 ქალაქი, რომელიც კლდის ქიმზეა გაშენებული

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე კლდის ქიმზე აშენებული ულამაზესი ქალაქები? ჩვენ გთავაზობთ ევროპის იმ ექვს ქალაქს, რომლებიც განსაკუთრებით ლამაზია და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენენ.

 

1. როკამადური, საფრანგეთი

 

Rocamadour, a beautiful french village on a cliff in Midi-Pyrenees.

 

როკამადური შუა საუკუნეებში დაარსებული პატარა ქალაქია, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ალზუს სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქში ყოველთვის უამრავი მომლოცველი ჩადიოდა და ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში, დღემდე გრძელდება. მომლოცველთა დიდი უმეტესობა აქ Chapelle Notre-Dame-ს მოსალოცად ჩამოდის, სადაც "შავი მადონას" ცნობილი ქანდაკებაა დაცული.  ქალაქი ცნობილია ასევე ყველ "როკამადურით", რომელიც თხის ყველისგან მზადდება.

 

2. ბონიფაჩო, კორსიკა

 

bonifacio

 

ბონიფაჩო კორსიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. კლდე, რომელზეც ქალაქია გაშენებული, ზღვის დონიდან 70 მეტრზე მდებარეობს და მთლიანად ზღვაშია შეჭრილი. ზღვა ნელ-ნელა რეცხავს კლდის ქიმს და ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს რომ კიდეზე მდებარე სახლები ჰაერშია გამოკიდებული.

 

3. აკაპულკო, მექსიკა

 

acapulco

 

ქალაქი და მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, გერეროს შტატში,  მეხიკოდან 300 კილომეტრში მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი გაშენებულია ღრმა, ნახევრად მორკალული ყურის ირგვლივ.  აკაპულკო განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გახდა. აქ უამრავი ჰოლივუდის ვარსკვლავი და მილიონერი ჩამოდიოდა დასასვენებლად.  ის დღესაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის ყურება, როგორ ხტებიან კლდეებიან პროფესიონალი დაივერები, რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

 

4. რონდა, ესპანეთი

Panoramic view of the old city of Ronda, one of the famous white villages in the province of Malaga, Andalusia, Spain

 

რონდა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარეობს. ქალაქი 760 მეტრი სიმაღლის კლდეზეა გაშენებული და ორ ნაწილადაა გაყოფილი მდინარე გულადალევინის კანიონით.  რონდა ცნობილია სამი ორიგინალური და ძალიან ლამაზი ხიდით, რომლებიც მდინარის მიერ შექმნილ ძალიან ღრმა კანიონზეა გადებული და ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ორ ნაწილს. ქალაქის არქიტექტურზე რომაული კულტურის გავლენა იგრძნობა.  რონდაში ესპანეთის ყველაზე ძველი რინგია, სადაც დღემდე იმართება ხარებთან ორთაბრძოლის სცენები.

 

4. პოზიტანო, იტალია

 

positano

 

პოზიტანო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ქალაქი ბორცვზეა შეფენილი, რომლის ძირშიც ულამაზესი პლაჟია მოწყობილი. XX საუკუნის პირველ ნახევარში პოზიტანო მეთევზეთა ღარიბი სოფელი იყო, თუმცა 1950-იანი წლებიდან მან დიდი რაოდენობით ტურისტის მიზიდვა დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  ჯონ სტაინბეკმა ამერიკულ მოდის ჟურნალ Harper's Bazaar-ში პოზიტანოს შესახებ ესსე გამოაქვეყნა. „პოზიტანო სიღრმეში ცურდება“ — წერდა სტაინბეკი. „ეს ზღაპრული ადგილია, რომელიც არარეალური გეჩვენება როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“. პოზიტანო რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მათ შორისაა  „ტოსკანის მზის ქვეშ“ (2003). დღეისათვის, პოზიტანოს შემოსავლის მთავარი წყაროა ტურიზმი. განთქმულია ალკოჰოლური სასმელი — ლიმონჩელო (ლიმნის ლიქიორი), რომელიც მხოლოდ მთავარი ნავსადგურის სიახლოვეს, პატარა ფარდულში იყიდება.

 

6. ფირა და ოია, სანტორინი

 

Greece, Santorini, Fira town. Morning view of the building and the Bay.

 

შეიძლება ითქვას რომ ვულკანური წარმოშობის  კუნძული სანტორინი საბერძნეთის სავიზიტო ბარათია. სავიზიტო ბარათებზე კი ყველაზე ხშირად ოიას გამოსახავენ. ოია სანტორინის პატარა სოფელია, სადაც იპოვით წითელ კლდეებს და იმ ლურჯსახურავიან თეთრ ეკლესიებს, ასე რომ მოგვწონს ღია ბარათებზე.  მის სანახავად სულ რამოდენიმე საათია საკმარისი – ფირადან შეგიძლიათ ავტობუსს გაყვეთ, უმჯობესია საღამოს საათებში- საკრუიზო გემების და ზღვის ჩასვლის ულამაზესი ხედების გადასაღებად. ფირა სანტორინის დედაქალაქია. ეს ის ადგილია, სადაც საკრუიზე გემების უმეტესობა ჩერდება. აქ უამრავი დიდი და პატარა სასტუმროა და შოპინგისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ საინტერესო სუვენირებს, ხელოვნების ნიმუშებს ან სამკაულებს ეძებთ, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ფირას ვიწრო ქუჩებში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %