იტალიის ულამაზესი სასტუმროები
იტალია სასტუმროების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მოგზაურებს, დაწყებული მდიდრულ სასტუმროებად გადაკეთებული მრავალსაუკუნოვანი შენობებით, დასრულებული პატარა, ბუტიკის ტიპის თანამედროვე, კომფორტული სასტუმროებით.
გაოცდებით, რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს სასტუმროს ინტერიერი მიუხედავად იმისა მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული თუ ხელნაკეთი ჭაღებით, ფრესკებით და ანტიკვარული ავეჯითაა გაწყობილი.
ზოგიერთი სასტუმროს აივნიდან იმდენად შთამბეჭდავი ხედი იშლება ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე და სანაპიროზე, რომ სტუმრებს ნომრის დატოვების სურვილი აღარც უჩნდებათ.
დღეს წარმოგიდგენთ იტალიის ყველაზე ლამაზ სასტუმროებს.
Le Sirenuse
Le Sirenuse არის მე-18 საუკუნეში აშენებული ვილა, რომელიც 1951 წელს სასტუმროდ გადაკეთდა. ის ამალფის სანაპიროზე მდებარეობს და სტუმრებს ლამაზ, ელეგანტური, მყუდრო ნომრებს და ზღვაზე გამავალ ულამაზეს ხედს სთავაზობს.
სასტუმროს სახურავზე განთავსებულია მიშლენის (Michelin ) ვარსკვლავის მქონე რესტორანი, საცურაო აუზი და სპა.
Gritti Palace
Gritti Palace მე-15 საუკუნეში აშენებული სასახლეა, რომელიც მე-19 საუკუნეში სასტუმროდ გადაკეთდა.
მას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს ვენეციაში, ის დიდ არხთან (Grand Canal), Guggenheim Museum-თან და Santa Maria della Salute-თან ახლოსაა განლაგებული.
ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კლასიკური სტილით, სრული კომფორტით, ექსტრავაგანტული ოთახებით და ლამაზი სასადილოთი, სტუმრებს კლასიკურ ვენეციურ გამოცდილებას სთავაზობს.
Gritti Palace იმ დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს ვენეციური პერიოდის სიდიადე შეიგრძნოს.
Belmond Hotel Splendido
მე-16 საუკუნეში აშენებული მონასტრის შენობაში, დღეს სასტუმრო Belmond Hotel Splendido-დ არის გადაკეთებული. ის მთის წვერზე მდებარეობს და ლიგურიის ზღვას გადაჰყურებს. სასტუმრო 64 მდიდრული ოთახისგან, საცურაო აუზისა და ჯანმრთელობის ცენტრისგან შედგება.
ინდივიდუალური დიზაინი შეიქმნა თითოეული ოთახისთვის, ლუქსისთვის და მდიდრული აბაზანებისთის. ის მდიდარი და ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია. სასტუმროს სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა კლარკ გეიბლი, ფრენკ სინატრა, უინსტონ ჩერჩილი, უინძორის ჰერცოგი და სხვა.
Grand Hotel Tremezzo, Lake Como
Como-ს ტბის სანაპიროზე, ქალაქ ბელაჯიოში სასტუმრო Grand Hotel Tremezzo მდებარეობს. ის 1910 წელს გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. სასტუმროში 3 რესტორანი, 3 საცურაო აუზი, სრულად აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრი და ტენისის კორტები ფუნქციონირებს. მისი დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი.
Grand Hotel Tremezzo-ს მიზანია შეუქმნას სტუმრებს ელეგანტური, მდიდრული და კომფორტული დასვენების გარემო.
Caesar Augustus Hotel
როდესაც საქმე ნომრიდან არსებულ ხედს ეხება, ცოტა სასტუმრო თუ გაუწევს კონკურენციას კლდის მწვერვალზე მდებარე Caesar Augustus Hotel-ს, ის ვეზუვის მთასა და კაპრის სანაპიროზე გამავალ პანორამულ ხედს სთავაზობს სტუმრებს. სასტუმრო რუსეთის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციის როლსაც ითავსებს.
სასტუმროს რესტორნიდან, აუზიდან, სპა ცენტრიდან და ყველა ნომრიდან ულამაზესი ხედი იშლება, მისი დიზაინი კი ხმელთაშუა ზღვის სტილშია გადაწყვეტილი.