გრანადას გამოქვაბულების ბოშები
ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ერთი საოცარი უბანია - მიტოვებულ გამოქვაბულებში განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ.
გრანადაში, საკრომონტეს უბნის მიღმა გორებზე მიტოვებული გამოქვაბულების ქალაქია შეფენილი, სადაც გამოქვებულის ბოშების საზოგადოების (Roma (gypsy) cave community) წევრები ცხოვრობენ. 500 წლის წინ აქ ნამდვილი ბოშები ოჯახებად ცხოვრობდნენ, ბოლო წლებში კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოაწყდნენ მოგზაურები. აქ არიან თანამედროვე ბოშები, ჰიპები, უბრალოდ, განდეგილები, რომლებმაც უარი თქვეს საზოგადოებაში ცხოვრებაზე და აქ გადმოსახლდნენ. ამჟამად აქაურობა ტურისტების საყვარელ სანახაობადაა ქცეული. 30-40 ადამიანი აქ მუდმივად ცხოვრობს, დანარჩენები მოდიან, რამოდენიმე თვე ჩერდებიან და შემდეგ გზას აგრძელებენ. გამოქვაბულების უმეტესობას ელექტროენერგია მიეწოდება - სადენებით ან აქვე დამონტაჟებული მზის ბატარეების ხარჯზე. ზოგიერთ მათგანში ტელევიზორსაც შეხვდებით. გამდინარე წყალი და საპირფარეშო ხშირად საერთო აქვს რამოდენიმე მეზობელს. აქ შეგიძლიათ თქვენც მიხვიდეთ, რომელიმე მათგანი აუცილებლად შეგიპატიჟებთ საკუთარ გამოქვაბულში. ღამის გათევა უფასოა, საკვებიც. აქ მცხოვრებთა უმეტესობა ფულს საზოგადოებრივადგილას დაკვრით, ან სხვა ნიჭის საშუალებით შოულობს.








