ბაქო - ევროპისა და აზიის შერწყმის ადგილი

ბაქო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საპორტო ქალაქია, რომელიც ევროპის და აზიის საზღვარზე, კასპიის ზღვის სამხრეთ  სანაპიროზე მდებარეობს.  მისი სახელი ინტერპრეტირებულია როგორც „ქალაქი გორაზე“, „ქარის ქალაქი“, „ქარის დარტყმა“, სახელის წარმოშობა აქ გავრცელებულმა ხშირმა და ცხელმა ქარმა განაპირობა.

ბაქო აზერბაიჯანის კულტურული, პოლიტიკური და ინდუსტრიული ცენტრია. მთელს მუსულმანურ აღმოსავლეთში, პირველად სწორედ ბაქოში გაიხსნა ნაციონალური თეატრი და შესრულდა ოპერა. ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ბაქოში დაარსდა პირველი გაზეთი და დიდი ბიბლიოთეკა. ქალაქში წარმოდგენილია 30 მუზეუმი, 7 თეატრი, 11 უმაღლესი სასწავლებელი, კინოსტუდიები და თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები.

ქვიშიანი, უდაბნოსთვის დამახასიათებელი ქარების გამო ბაქოში მოგზაურობისთვის იდეალური პერიოდი გაზაფხულია. ამ დროს ოპტიმალური ტემპერატურაა და აზერბაიჯანულ ჩაისაც უფრო სიამოვნებით დააგემოვნებთ, ვიდრე ზაფხულში.

ბაქოს მონახულება არც ისეთი ძვირია. გადავხედოთ Turebi.ge-ზე ტურისტული კომპანიების  მიერ გამოქვეყნებულ  ტურ-პაკეტებს ბაქოს მიმართულებით.

რა ჯდება მოგზაურობა ბაქოში?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც ბაქოში, ჯგუფური ტურით შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 100 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ტრანსპორტირება 
  • შიდა გადაადგილება
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (სასტუმროს მიხედვით);
  • გამყოლის მომსახურება

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი, baku, azerbaijan, towers, view
Hot Travel Group

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია Hot Travel Groupგთავაზობთ ტურ-პაკეტს ბაქოს  მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 2-3-4 მარტი.

ტურისღირებლებაშიშედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით (ან მიკროავტობუსით)
  • სასტუმროში განთავსება
  • შიდა გადაადგილება 3 დღის განმავლობაში
  • 2 დღის საუზმე
  • გამყოლის მომსახურება

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი, baku, azerbaijan, towers, view

დაიმონდ ჯორჯია

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია დაიმონდ ჯორჯია გთავაზობთ ტურ-პაკეტს ბაქოს  მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 9-10-11 მარტი.

ტურისღირებლებაშიშედის:

  • ტრანსპორტირება
  • სასტუმროში განთავსება 3*4*
  • ტრანსფერი 3 დღის განმავლობაში
  • 2 დღის საუზმე
  • გიდის მომსახურება

 

Must see places

,,იჩერი შეხერი" -ასე ჰქვია ძველ ბაქოს, სადაც თავმოყრილია შირვანშების მუზეუმი, ქალწულის კოშკი, მონეტების და მინიატურული წიგნების მუზეუმი და ა.შ. 

შირვანშაჰების სასახლე

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,სასახლე, baku, azerbaijan, towers, view,castle

შირვანშაჰების სასახლე ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია.  სასახლე „ძველი ქალაქის“ ტერიტორიაზეა განლაგებული და ბაქოს ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა. სასახლე მე-15 საუკუნეში აშენდა, როდესაც ბაქო შირვანშაჰების სამეფოს დედაქალაქად იქცა. 2000 წელს ის UNESCO World Heritage Site-ის სიაში შეიტანეს.

მინიატურული წიგნების მუზეუმი

მინიატურული წიგნების მუზეუმში სხვადასხვა თემატიკის წიგნებია გამოფენილი, მათი უმრავლესობა თავად მუზეუმის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. მუზეუმში ყველაზე ახალი, ფიდელ კასტროსთვის მიძღვნილი, ესპანურ ენაზე გამოცემული წიგნია. ყველაზე ძველი ექსპონატი მეჩვიდმეტე საუკუნეში, საუდის არაბეთში დაბეჭდილი ყურანია. მუზეუმის ვიზიტი უფასოა. აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული ლიტერატურის მინიატურული ნიმუშებიც.

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი, მინიატურული, წიგნები, უზეუმი, books, museum, baku, azerbaijan, towers, view,

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი, მინიატურული, წიგნები, უზეუმი, books, museum, baku, azerbaijan, towers, view,

ჰეიდარ ალიევის ცენტრი

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,ალიევის ცენტრი,aliev center, baku, azerbaijan, towers, view,castle

57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი ბაქოში. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ, რომელიც გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერი იყო 1969-1982 წლებში, ასევე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე. ცენტრში განლაგებულია გალერეა და მუზეუმი. პროექტის მიზანია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აღორძინებაში. მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს.

ხალიჩების მუზეუმიბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,  ხალიჩები, მუზეუმი, baku, azerbaijan, towers, view,castle,carpet, museum

ხალიჩების მუზეუმი 2014 წელს გაიხსნა. მუზეუმში 13 300 ექსპონატია წარმოდგენილი მათ შორისაა ხალიჩები, ქსოვილები, კერამიკა, წიგნები, ფოტოების უნიკალური კოლექცია.

ქალწულისკოშკი ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,სასახლე, ქალწულის კოშკი, baku, azerbaijan, towers, view,castle, maiden tower,

ქალწულის კოშკი ბაქოს სავიზიტო ბარათია. ის ძველ უბანში მდებარე, მეთორმეტე საუკუნის ძეგლია. ლეგენდის თანახმად, მდიდარი შაჰის ქალიშვილს ღარიბი ბიჭი შეუყვარდა. მამამ ის კოშკში ჩაკეტა. გოგონა კი, კოშკიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

ისტორიული მუზეუმი

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,სასახლე,ისტორიული მუზეუმი, storical museum, baku, azerbaijan, towers, view,castle

ბაქოს ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია. აქ შეგიძლიათ იხილოთ პრეისტორიული და შუა საუკუნეების ობიექტები, ისეთები, როგორიცაა უძველესი მონეტები, სამხედრო ნივთები, სამარხები და ადამიანის ძვლებიც კი.

ტალახის ვულკანიები

ბაქო,აზერბაიჯანი, ტალახი, ვულკანი, baku, azerbaijan, mud volcanoes

ტალახის ვულკანები გობსიდან 10 კმ მოშორებით მდებარეობს. ეს ვულკანები უნიკალურია, რადგან ჩვეულებრივი ვულკანებისგან განსხვავებით, მათი სიმაღლე საშუალოდ 2 მეტრს აღწევს. მსოფლიოს ტალახის ვულკანების ნახევარზე მეტი და ყველაზე დიდი ვულკანიც (1000 მეტრის სიმაღლე)  აზერბაიჯანში მდებარეობს.

ბაქოს ვენეცია

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,სასახლე, პატარა ვენეცია, baku, azerbaijan, towers, view,castle, small venice

ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანახობა ბაქოს მინი ვენეციაა. ის 1960 წელს აშენდა  და 10 000 კვ.მ-ს მოიცავს.  ქალაქში 2 დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულია. „პატარა ვენეციის“ გაფართოებისას დამატებით აშენდა ხიდები და რესტორნები. შეგიძლიათ გონდოლით გაისეირნოთ და ხედებით დატკბეთ.

ბაქოს ცეცხლოვანი კოშკები

ბაქო,აზერბაიჯანი, კოშკები,ხედი,სასახლე, baku, azerbaijan, towers, view,castle, flame towers

ბაქოს ცეცხლოვანი კოშკები ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის ნახელავია. ის ბაქოს ყველაზე თანამედროვე და დიდი შენობაა. ღამით გარე  განათება ირთვება და ხან აზერბაიჯანის დროშით მორბენლებს აჩვენებს, ხან ცეცხლის ფერებში ელვარებს.

 

სამზარეულო

დუშრაბა

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო,  baku, azerbaijan, food, cuisine

დუშრაბა ტრადიციული აზერბაიჯანული კერძია, რომელიც ძალიან წააგავს პელმენს, მაგრამ მისგან განსხვავებით, დუშრაბას უმატებენ ფარშირებულ ხორცს და სუნელებს. დუშრაბა საკმაოდ პატარა ზომისაა და ბულიონთან ერთად მიირთმევა.

ფახლავა

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო,  baku, azerbaijan, food, cuisine

ფახლავა კიდევ ერთი პოპულარული დესერტია. ძალიან თხელი ცომის რამდენიმე ფენა, რომლებიც თხილს და თაფლს აცალკევებს ერთმანეთისგან. ფახლავა ჩვეულებრივ სამკუთხედი ფორმისაა, რომელის ცენტრში თხილია განთავსებული.

ფლავი

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო,  baku, azerbaijan, food, cuisine

ფლავი, ბრინჯისგან და ხორცისგან დამზადებული კლასიკური კერძია. ფლავის მსგავს კერძს ევროპაშიც და აზიაშიც შეხვდებით. მაგრამ აზერბაიჯანული ფლავი  განსხვავებულია.  ფლავის ძირითადი ინგრედიენტებია: ზაფრანიანი ბრინჯი, დარიჩინი, არომატული მწვანილები, შემწვარი ხბოს, ქათმის, ცხვრის ან ძროხის ხორცი, ბოსტნეულის მიქსი, ზოგჯერ გამომშრალ ხილს (ჩირს) და წაბლსაც ამატებენ.

 

რესტორნები

Museum Burc

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო, რესტორანი,  baku, azerbaijan, food, cuisine,restaurant

Museum Burc - რესტორანი „ძველი ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მდებარეობს. რესტორნის დიზაინი ისტორიულ სტილშია გადაწყვეტილი. რესტორანი ადგილობრივ სამზარეულოს გთავაზობთ.   

 

შირვანშაჰის მუზეუმ რესტორანი

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო, რესტორანი,  baku, azerbaijan, food, cuisine,restaurant

შირვანშაჰის რესტორანში გაერთიანებულია რესტორანი და მუზეუმი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია, რომელიც ტურისტებს ადგილობრივ კულტურას და კერძებს სთავაზობს.

 

Buddha Bar

ბაქო,აზერბაიჯანი,სამზარეულო, რესტორანი,  baku, azerbaijan, food, cuisine,restaurant

Buddha Bar-ი ძალიან პოპულარულია ბაქოში. დახვეწილი დიზაინი, განსხვავებული ფერები, ცოცხალი მუსიკა, გემრიელი კერძები, მას ახალგაზრდა თაობის საყვარელ ადგილად აქცევს.

ტურისტული სერვისების ფასები

გემით გასეირნება კასპიის ზღვაში -----------------------------------(5 მანათი)

ბულვარის მატარებლით მისვლა ბაქოს პატარა ვენეციამდე  -------(1 ან 2 მანათი)

ვენეცია-გონდოლით გასეირნება   ------------------------------------(3 მანათი)

ხალიჩების მუზეუმი  --------------------------------------------------(7 მანათი)

ღამის ბაქო,ულამაზესი ხედი ფუნიკულიორიდან  -----------------(უფასო)

ჰეიდარ ალიევის მუზეუმი   --------------------------------- (15 მანათი + ამ შენობაშია კლასიკური ავტომობილების მუზეუმი და მისი ბილეთი დამატებით 10 მანათი ღირს)

მონეტების მუზეუმი ---------------------------------------------------(4 მანათი)

მინიატურული წიგნების მუზეუმი -----------------------------------(უფასო)

შირვანშაჰების მუზეუმი -----------------------------------------------(4 მანათი)

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი--------------------------------- (5 მანათი)

 

ნარკოპოლიტიკა

აზერბაიჯანში ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკაა. არალეგალურია როგორც ძლიერი ნარკოტიკები, ასევე მარიხუანაც. ნარკოტიკების მოხმარება და გავრცელება თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ტრანსპორტი

საქართველოდან, აზერბაიჯანში გადასვლა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

პირველი, შეგიძლიათ საზღვარი საკუთარი ავტომობილით გადაკვეთოთ. ამ შემთხვევაში მანქანა გამოშვებული უნდა იყოს 2005 წლის შემდეგ, აუცილებლად მარცხენა საჭიანი და სრულად აკმაყოფილებდეს ევრო4 სტანდარტებს.

მეორე, გადაფრენა. თუ ბაქოში გადაფრენა გსურთ, ყატარის და აზალის ავიახაზებს უნდა მიმართოთ.

მესამე, შეგიძლიათ მატარებლით წახვიდეთ ბაქოში, თუმცა უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ ვიდრე მანქანით მგზავრობისას.

მეოთხე და ყველაზე გავრცელებული გზაა ავტობუსით მგზავრობა.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %