ევროპის ულამაზესი ადგილები, სადაც ტურისტების სიმრავლე არ შეგაწუხებთ

მოგზაურობა ყველას უყვარს, თუმცა დღეს რთულია ლამაზი ადგილის ნახვა, რომელიც ტურისტებით არ იქნება გადავსებული, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. დღეს წარმოგიდგენთ 15 ადგილს ევროპაში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, თუმცა მათგან განსხვავებით ერთი უპირატესობა აქვთ - ტურისტების მცირე რაოდენობა.

ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგიაში. 

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები პოლარული წრის მიღმა მდებარეობს, გოლფსტრიმის დინების გამო აქ თბილი კლიმატი. ჩვეულებრივ  ტემპერატურა არასოდეს ეშვება 0 გრადუსზე დაბლა. სექტემბრიდან, აპრილის შუა რიცხვებამდე კი შეგიძლიათ ჩრდილოეთის ციალს ადევნოთ თვალი.

სინტრა, პორტუგალია.

ველი - ქალაქი პორტუგალიაში, რომელიც მდიდარია მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით და UNESCO-ს სიაშია შეტანილი. მიუხედავად ამისა, ქალაქი არასოდესაა გადავსებული ტურისტებით.

კალამბაკა, საბერძნეთი.

ძველი მონასტრული კომპლექსი, საიდანაც ძალიან თვალწარმტაცი ხედი იშლება.

წმ.სტეფანი, მონტენეგრო.

კურორტი კუნძულზე, მისი სანაპირო მხოლოდ საბაჟო სასტუმროს სტუმრებისთვისაა ღია, ასე რომ ჩამოსული ტურისტების ჯგუფები არ შეგაწუხებთ.

ტენბი, დიდი ბრიტანეთი.

ძალიან ლამაზი კურორტი უელსში, ულამაზესი სანაპირო, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ისტორიული ციხე-სიმაგრეები.

მელიხა, მალტა.

მალტა პოპულარული კურორტია. ქალაქი მელიხა კი უძველესი ადგილია, რომელიც თავისი სიძველით და სილამაზით მნახველებს აღაფრთოვანებს.

დინანი, ბელგია.

არდენის მთების ფერდობზე განლაგებული, პატარა, ლამაზი ქალაქი.

კუნძული ხვარი, ხორვატია.

ადრიატიკის ყველაზე გრძელი და მზიანი კუნძული, პატარა, შუა საუკუნეების სტილის ქალაქებით.

პორტოფინო, იტალია.

პატარა, მაგრამ ძალიან თვალწარმტაცი, სათევზაო ქალაქი იტალიურ რივიერაში.

პირანი, სლოვენია.

პატარა იტალიური ქალაქი სლოვენიაში, ულამაზესი არქიტექტურით და სანაპიროთი.

ალბეობელო, იტალია.

კომუნა იტალიურ პროვინციაში, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ნაგებობებით - ტრულით, რომელიც UNESCO-ს სიაშია შეტანილი.

ბოხინი, სლოვენია.

ბოხინი ტბის პირას, ალპებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. 

როკამადური, საფრანგეთი.

მდ. ალზუს კანიონის მსგავს ხეობაში მდებარე პატარა, ლამაზი შუა საუკუნეების ქალაქი.

კუნძული სამოსი, საბერძნეთი.

ლამაზი სანაპირო, ყურეები და განმარტოებული დასვენება ზღვის პირას გარანტირებულია.

ფაია, აზორის კუნძულები, პორტუგალია.

მდიდრული, განცალკევებული ადგილი დასასვენებლად.

ვეცადეთ, მაქსიმალურად საიტერესო ადგილები გვეჩვენებინა თქვენთვის. მოგვწერეთ თქვენთვის სასურველი თემები და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %