14 უცნობი, მაგრამ აუცილებლად სანახავი ტურისტული მიმართულება. ნაწილი I
1. ივუარი, საფრანგეთი
ამ ლამაზი სოფლის ასაკი 700 წელზემეტია. უამრავი ომის, ბუნებრივი კატასტროფების და ცივილიზაციის ზეწოლის მიუხედავად, სოფელს პირვანდელი, ისტორიული იერსახე აქვს შენარჩუნებული. ის საფრანგეთის ყველაზე ლამაზი სოფლების სიაში შედის. ივუარის მოსანახულებლად საუკეთესო დრო ზაფხულია, როცა ქუჩები გამწვანებულია და ნაირფერი ყვავილებითაა დაფარული. ყვავილებს შეხვდებით ყველგან - ფანჯრების რაფებზე, ტროტუარებზე, კაფეების გასაფორმებლად დაა.შ. ყველაზე ძველი ნაგებობები აქ მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.
2. კენგურუს კუნძული, ავსტრალია
აქ შეიძლება შეხვდეთ თავისუფლად მოსეირნე კენგურუებს, კოალებს და იხვნისკარტებს. მწვანე ველები, რბილი კლიმატი და ოკეანის სიახლოვე სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ეს საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ.3. ციხე-სიმაგრე ბურტანჟი, ნიდერლანდები
ციხის ასეთი ფორმა თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ომის შემდეგ ბურტანჟი რამოდენიმეჯერ გააფართოვეს და გაამაგრეს. დღეს აქ ტარდება ექსკურსიები, ეწყობა ბრძოლების ინსცენირება და ეს ადგილი ლამაზ სასეირნო მოედანს წარმოადგენს.4. ალბარასინი, ესპანეთი
5. დევონშირი, ინგლისი
უფრო მეტიც, "ბასკერვილების ძაღლში" აღწერილი მოვლენები ქვეყნის ამ აწილში ვითარდება. დევონი ინგლისის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, კოლორიტული ლანდშაფტების, მკაცრი თავდაჭერის, მყუდრო სახლების და იდუმალებით მოსილი გზების.6. ჰოკაიდო, იაპონია
თუ ოდესმე იაპონიაში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ჰოკაიდოს კუნძული. პერფექციონისტმა, ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულმა იაპონელებმა აქ ნამდვილი სამოთხე შექმნეს. ზამთრობით ტურისტებს და მოთხილამურეებს ჰოკაიდოს ველური ბუნება და თოვლიანი მთები იზიდავს, ხოლო ზაფხულობით შირეტოკოს ნახევარკუნძულიდან დელფინებზე და ვეშაპებზე დაკვირვება, კუშაროს ტბაზე თევზაობა და კანოეთი სეირნობა და მთა ასაჰიზე ლაშქრობებს მოწყობაა პულარული. აქვეა ტოია ონსენის ცხელი წყაროები და ბიეის ლავანდის მინდვრები.
7. მონსანტო, პორტუგალია




მსოფლიო
24 თებერვალი 2016

24399
გაზიარება






















