ყველაფერი ბაქოში მოგზაურობის შესახებ

ბაქოში ორივე ჯერზე სპონტანურად აღმოვჩნდი, ერთხელ ახალი წლის ღამეს, მეორედ ზაფხულში. იქიდან გამომდინარე,რომ ზღვისპირა ქარიანი ადგილია ზაფხული ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

თუ მატარებლით მგზავრობა გიყვარს თბილისიდან ბაქომდე ღამის რეისით 16 საათია, დაახლოებით 41-61 ლარი ღირს და სანამ ძილის დრო მოვა უამრავ საინტერესო ადამიანს გადააწყდები.

ფაქტები:

•  ფართობი- 260კმ (თბილისზე 2-3ჯერპატარაა)

•  მდებარეობსკასპიისზღვისსამხრეთსანაპიროზე

•  ენა-აზერბაიჯანული. საუბარი ძირითადად  რუსულადმოგიწევთ.

•   ვალუტა- მანათი (ჩემიმოგზაურობისორივე პერიოდსაზერბაიჯანშიკრიზისიდაემთხვა,ამიტომფასები თბილისის მსგავსი იყო)

•  1991 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, დიდი ინვესტიცია ჩაიდო ბაქოს მოდერნიზებაზე და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რასაც არაერთი შენობა თუ მიმდინარე მშენებლობა მოწმობს. 

•  შეიძლებაზოგიერთიადგილობრივიონკანისწყალსსვამს, მაგრამ სიფრთხილე სჯობს.ესსისტემაჯერკიდევგაუმჯობესებისფაზაშია.

•  ტრანსპორტი-  ავტობუსი და მეტრო იგივე სტანდარტებისაა,როგორც ჩვენთან, ფასიც შესაბამისი. მაგრამ გირჩევ გამოიყენო UBER-ის აპლიკაცია, ფასები გამაოგნებლად დაბალია და მომსახურება მოხერხებული.

•   მოერიდეთსომხეთისანსომხებისხსენებას პოლიტიკური მიზეზების გამო.

•   მკვეთრადმომხვდათვალშიმათიდადებითითვისება,რომარაქვთესევთქვათ ‘’ვაჭრულისული’’. ისინიარეცდებიანუფროძვირიანიმოგყიდონანზედმეტიგადაგახდევინონ. ყოველთვისვიღებდითმსგავსიტიპისრჩევებს ‘’ჯობსმეორეწყალიიყიდოთ, იგივეადაუფროიაფია’’.

•   გირჩევრუკაან google map-თანწვდომასულგქონდე, ქუჩაშიგამვლელებსყოველთვისუჭირთდაგაკვალიანონ.

აღსანიშნავია,რომ თითქმის ყველას თეთრი მანქანა ყავს, რაც კარგად ერგება ბაქოს ზედმეტსახელს- White city.

დაბოლოს, ხუმრობითმაგრამრეალობაა, ქერა ადამიანებსგანსაკუთრებულადეპყრობიან.

ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას Maiden Tower-ით ვიწყებთ:

Giz Galasi

ამ შენობას მთელს აღმოსავლეთში ანალოგი არ აქვს. არანაირი რესურსი არ შემორჩენილა სადაც დაადგენდნენ თუ როდის აშენდა ზუსტად და რა მიზანი ქონდა მის აგებას. დღესდღეობით კი აქედან შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედით. მას მეორენაირად ქალწულის კოშკს ეძახიან ლეგენდის გამო.

მინი ვენეცია

ვენეციური მაკეტი ბულვარის ცენტრში მდებარეობს, ნავით გასეირნება 5 მანათად არის შესაძლებელი. აუცილებლად სანახავ სიაში ნამდვილად არ შევიყვანდი, მაგრამ აუცილებლად მოგიწევს მისი გავლა,რომ მიხვიდე ხალიჩების მუზეუმამდე.

ხალიჩების მუზეუმი

ხალიჩები აზერბაიჯანის კულტურის უდიდესი ნაწილია. ეს ყველაფერი კი თავმოყრილია მუზეუმში, სადაც ერთერთი უმდიდრესი კოლექციაა თავმოყრილი. შესაძლოა ეს შენი ინტერესის სფერო არ იყოს, მაგრამ ექსტერიერის ნახვა მაინც ნამდვილად ღირს.

ბაქოს თვალი

მუზეუმთან საკმაოდ ახლოს არის ეშმაკის ბობრალი (Baku eye) ლამაზია ზემოდან დანახული ქალაქი, თუმცა ჩემი აზრით ბაქო არის პანორამული ქალაქი, რომელსაც გვერდიდან  უნდა შეხედო და არა ზემოდან. ბორბლის ქვეშ ველოსიპედები ქირავდება, კრისტალ ჰოლამდე, საიდანაც ბაქოს პანორამა ყველაზე ლამაზად ჩანს დაახლოებით 5-6 კილომეტრია. მთელი გზა ძალიან სასიამოვნო გასავლელია, მიუყვები ზღვას და თანდათან ხედებიც იცვლება, ზოგი როლიკებით კატაობს, ზოგი  სკეიტბორდით. Crystal hall-თან ჩამოვსხედით თუ არა განათებებიც ჩაირთო და ბაქოს ‘’სხვა თვალით’’ შევხედეთ.

ატრაქციონები

ბულვარში გადაადგილება ‘’პერევოზითაც’’ არის შესაძლებელი. პერევოზით ატრაქციონების პარკამდე მივედით და ცოტა ხნით პირველკლასელებად ვიქეცით.

შირვანშაჰების სასახლე

შირვანშაჰების სასახლე ქალაქის ძველი ნაწილის მთავარი სანახაობა და ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა, რომელიც არაჩვეულებრივად ასახავს მე15 საუკუნის არქიტექტურას და დაცულია იუნესკოს მიერ.

აქვე ნახავთ მინიატურული წიგნების მუზეუმს, რომლების ზომაც 2მმ*2მმ-ა. ექსპოზიცია მოიცავს 6000 ეგზემპლარს, მათ შორის არის ქართული წიგნებიც.

ამ ვიწრო ქუჩებში სეირნობისას უამრავი საინტერესო ექსტერიერის, კაფის თუ გალერეის აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, გზად ერთ-ერთმა გალერეამ მიგვიზიდა, მხატვარიც ადგილზე დაგვხვდა და იმის მიხედვით თუ რომელ ნახატს ავირჩევდით მკითხაობა შემოგვთავაზა, შედეგი მისტიურად შეესაბამებოდა სინამვდვილეს.

ტრადიციულ მაღაზიებში, ადგილობრივი სამოსის და აქსესუარების მორგება არის შესაძლებელი. მინიატურულ კაფეებში კი ტრადიციული ღვინის, კეფლის.

ნიზამის ქუჩა

სხვანაირად ამ ტერიტორიას ტარგოვნაიას ეძახიან. აქ არის უამრავი კაფე, მაღაზია, სადაც ბრენდების გარდა აქსესუარებს თუ სუვენირებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ.

რიჩარდსორჯისმონუმენტი

ქალაქის ცენტრიდან მოშორებით საბჭოთაჯაშუშისდაოფიცრის, რიჩარდსორჯისმონუმენტიზორგესპარკშისაკმაოდეპიკურისანახავია.

ჰეიდარალიევისკულტურულიცენტრი

ერაყელ-ბრიტანელიარქიტექტორი, ზაჰაჰადიდისესნამუშევარიასახავსსწორადიმმოდერნიზებულინფრასტრუქტურასრაცქალაქშიორიათწლეულიავითარდება.

ბიბიჰეიბათისმეჩეთი

ისლამურიკულტურისერთერთიყველაზეაღსანიშნავიმონუმენტი,ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. აქვეა აკვაპარკი და მოწყობილი სანაპიროც.

კასპიის ზღვის ტური

კასპიის ზღვაზე გემით ნახევარსაათიანი გასეირნება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი და საკმაოდ ხელმისაწვდომია (5-10 მანათი).

სამზარეულო

სამზარეულო შეგვიძლია ავღწეროთ ოთხი სიტყვით- მწნილი, მცენარეები, ცხვრის ხორცი და მარილი. რა თქმა უნდა ცნობილია აქაური ქაბაბი. რატომღაც ნებისმიერ საჭმელთან ერთად პური აუცილებლად მოაქვთ.

გირჩევდით რესტორან Firuze-ს ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად და ინტერიერით გამწყობის შესაქმნელად.

თუმცა სუბიექტურად ჩემთვის ყველაზე გემოვნებიანი, მაღალი მომსახურებით და უგემრიელესი უკრაინული კერძებით პირველ ადგილზე MariVanna. სასტუმრო ჰილტონის მოპირდაპირე მხარეს.

 აზერბაიჯანული კერძების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა Sirvansah muzey restoran.

თუმცა ყველაზე დაგემოვნების ყველაზე საინტერესო გზად Teze Bazaar-ს ჩავთვლიდი. აქ გამყიდველები ყველაფერს გაგიფრცქვნიან, დაგიჭრიან და გაგასინჯებენ.

 

ღამის ცხოვრება

რაც შეეხება ღამის ცხოვრებას, ვერ ვიტყვი,რომ ამ მხრივ ბაქო საუკეთესო ქალაქია. დიდხანს ვეძებდი შედარებით ალტერნატიულ, ინტერნაციონალურ ბარს, ინტერნეტში დიდი ძიების შემდეგ გადავაწყდი ასეთ ქუჩას, რომელიც შემდეგ როგორც იქ მცხოვრებმა ქართველმა ბაიკერმა აგვიხსნა პროსტიტუციის ბუდე აღმოჩნდა.

ქალაქში იპოვით რამდენიმე ჯაზ კლუბს, სადაც შესვლა ძირითადად ფასიანია. ყველაზე პოპულარულია ე.წ სქაი ბარები, ლაუნჯები, ამ ტიპის ადგილების მოყვარული არც მე ვარ და არც ჩემი მეგობარი,მაგრამ გადავწყვიტეთ იქაური ქუდი დაგვეფარებინა და რამდენიმე ადგილს  გამოვყოფ:

Otto -ტურისტებში ყველაზე პოპულარული ადგილია, კვირის ნებისმიერ საღამოს დიჯეი ცნობილ ჰიტებს უკრავს. ბარმენები მიხვდნენ ამ ტიპის მუსიკა დიდად არ გვსიამოვნებდა, ამიტომ  ისეთი განსაკუთრებული სასმელები დაგვიმზადეს ვის ადარდებდა Rihanna და ცუდი ტექნო, ცეკვაში დაგვათენდა. აქ მუშაობდნენ რუსი ძმები, ტყუპები, დიდი ხანი ერთი და იგივე ადამიანი გვეგონა, სანამ სახლში ზღვის ნაპირით დაბრუნებისას მზის ამოსვლის სინათლეზე არ აღმოვაჩინეთ,რომ ორნი იყვნენ.

Pacifico- ამ კლუბიდან ხედი ზღვაზე იშლება და ზაფხულში ვერანდაზე ცეკვა და ნიავი ასევე გავიწყებს უგემოვნო მუსიკას.

Enerji- ნებისმიერ გამვლელის რჩევა იმაზე თუ სად წახვიდე ღამე ერთხმად ‘’Enerji’’ა. ეს უზარმაზარი დახურული სივრცეა ზღვის პირას, იმ დღეს გაგვიმართლა და საქსოფონისტი უკრავდა.

Phoenix-  ბარი,რომელსაც ახალი წელს მთელი ღამე ვეძებდით და ჩვენი სასტუმროს წინ აღმოჩნდა.

ნელ-ნელა ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდება, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ მეზობელ დედაქალაქს, სადაც სხვა არაერთ საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %