დასვენება სალონიკში - საბერძნეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში

საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის. ულამაზესი ბუნებით, ლურჯი ზღვით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მან ბევრი მნახველის გული დაიპყრო.

საბერძნეთის ერთ-ერთი მარგალიტია სალონიკი. ამ ქალაქში წარმოდგენილია მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული ძეგლები, მათ შორის მუზეუმები, ძეგლები, შენობები და სხვა.

სალონიკის მონახულება არც ისეთი ძვირია. სანამ იმ ადგილებს გაგაცნობდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ მისი სტუმრობისას, გადავხედოთ Turebi.ge-ზე ტურისტული კომპანიების  მიერ გამოქვეყნებულ  ტურ-პაკეტებს სალონიკის მიმართულებით.

რა ჯდება მოგზაურობა სალონიკზე ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც სალონიკზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 300 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს; 
  • სამოგზაურო დაზღვევას;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (სასტუმროს მიხედვით);

 

Mix Travel Agency

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია Mix Travel Agencyგთავაზობთ ტურ-პაკეტს სალონიკის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 28 აპრილი - 1 მაისი (3 ღამე / 4 დღე)

ტურის ღირებლებაში შედის:

  • ორმხრივი პირდაპირი ავიაბილეთი ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი;
  • 10 კგ ჩასაბარებელი ბარგი;
  • სასტუმრო;
  • საუზმე BB, საუზმის გარეშე RO;
  • სამოგზაურო დაზღვევა GPI;
  • Mix Travel-ის მომსახურების ღირებულება.

Grand Voyage

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია კრისტალ თრეველიგთავაზობთ ტურ-პაკეტს თესალონიკის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია  21-24 აპრილი.

ტურის ღირებლებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი)
  • სასტუმროში განთავსება ღამით
  • კვება: საუზმე (BB), ან კვების გარეშე (RO)
  • სამოგზაურო დაზღვევა

Lazika Travel

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია  Lazika Travelგთავაზობთ ტურ-პაკეტს თესალონიკის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია : 06.03.2018-10.03.2018

ტურის ღირებლებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება:საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა

MUST SEE PLACES

არისტოტელეს მოედანი

ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მოედანი წარმოადგენს. ახლანდელი სახე მოედანმა 1917 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. ის ფრანგი არქიტექტორის ე. ემბრარის პროექტის მიხედვით აიგო. მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებით, თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება.

თეთრი კოშკი

თეთრი კოშკი ქალაქის სიმბოლოა, მისი სიმაღლე 33,90 მ-ია, მრგვალი ფორმისაა, მისი დიამეტრი 22,70 მ-ია. ითვლება, რომ კოშკი ოტომანების, სულთან სულეიმანის მმართველობის დროს აშენდა. მას როგორც გარნიზონს და ციხეს ისე იყენებდნენ, რის გამოც მას „წითელი ციხე“ უწოდეს. თურქებისგან განთავისუფლების შემდეგ კოშკი თეთრად შეღებეს და „თეთრი კოშკი“ უწოდეს.

არქეოლოგიური მუზეუმი

სალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია საბერძნეთში. მუზეუმში წარმოდგენილია ნეოლიტის, რკინის, არქაული, კლასიკური და რომაული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები. მათი სიმრავლის გამო ხშირად იმართება გამოფენები, რომლებსაც მთელი ქვეყნიდან სტუმრობენ.

 

სამზარეულო

ბლინები

ბლინები ადგილობრივი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ბლინებში ჩვეულებრივ შოკოლადს, ბანანს, დაფხვნილ პეჩენიებს დებენ და ისე მიირთმევენ.  მსგავსი მეთოდით მომზადებული ბლინის დესერტი ძალიან პოპულარულია ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

გიროსი

გიროსი, შაურმის ადგილობრივი, შემსუბუქებული ვერსიაა. ის ქათმის ან ღორის ხორცისგან, ბოსტნეულისგან, სოუსისგან, კარტოფილი ფრისგან მზადდება. გიროსი განსაკუთრებით პოპულარულია ხორცის მოყვარულებში.

 

ტოსტი (შებრაწული პურის ნაჭერი)

კიდევ ერთი რამ, რაც თესალონიკში უნდა დააგემოვნოთ შებრაწული პურისგან დამზადებული სენდვიჩია. ჩვეულებრივ სენდვიჩი მზადდება შებრაწული პურისგან, ყველისგან და ბოსტნეულისგან. თუმცა ქალაქში მოქმედებს კვების დაწესებულებები, სადაც თქვენ თვითონ ირჩევთ სენდვიჩის ინგრედიენტებს: წარმოდგენილია მდნარი ყველი, მაგარი ყველი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, სიმინდი, სპრედი, სოუსების ნაირსახეობა. 

 

რესტორნები

Nea Diagonios

Nea Diagonios კლასიკური ხორცის რესტორანია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ შეფ მზარეულის მიერ მომზადებული, ქალაქის საუკეთესო გირო და ღორის soutzoukakia. უგემრიელესი ხორცის კერძები, მისაღები ფასები, უფასო დესერტი და ლიქიორი, ლამაზი დიზაინი.

 

Hamodrakas

Hamodrakas ქალაქში ყველაზე ძველი რესტორანია, ის ლეონიდას ჰამორდრაკასმა გახსნა 1962 წელს. რესტორანი გამორჩეულია თავისი დახვეწილი და განსაკუთრებული გემოს მქონე ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით.   

 

Lusitania

Lusitania ბარ-რესტორანი 2003 წელს გაიხსნა. ის ნამდვილი თავშესაფარია მათთვის, ვისაც არ უყვარს ქალაქის ცენტრი და ხმაური. ის განლაგებულია პანორამაში, თესალონიკის ყველაზე ლამაზ გარეუბანში. გემრიელი კერძებისა და ღვინის გარდა, სტუმრებს შეუძლიათ განმტვირთელი მუსიკითაც ისიამოვნონ. 

ღამის ცხოვრება

თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ბრძანდებით მაშინ ეწვიეთ ღამის კლუბებს Club Vogue, Dogs Club და W night club. შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ცოცხალი მუსიკით, ასევე კლუბური მუსიკით, ლუქს დიზაინით, უჩვეულო კოქტეილებით და სასიამოვნო გარემოთი.

 

უსაფრთხოებადანარკოპოლიტიკა

სალონიკზე მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. საბერძნეთში აკრძალულია როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ნარკოტიკები. მიუხედავად ამისა, მაინც იპოვით დილერებს. თუ ადგილობრივი პოლიცია ტურისტს ნარკოტიკების მოხმარებაზე ან გავრცელებაზე დაგიჭერს, ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

სალონიკში პირდაპირი რეისით შეგიძლიათ გადაფრენა, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ის ავიახაზებით საკმაოდ დაბალ ფასად.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %