საბერძნეთის კუნძულები - იოსი

იოსი ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და კიკლადების არქიპელაგის ნაწილს წარმოადგენს. ის ნაქსოსს და სანტორინის შუაგზაზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე სულ 18 კილომეტრი, ხოლო სიგანე 10 კილომეტრია. ეს კუნძული განსაკუთრებით მოლაშქრეებშია პოპულარული, რომელბიც საძილე ტომრებს პირდაპირ სანაპიროზე შლიან. ისტორიული მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ კუნძულზე გარდაიცვალა ჰომეროსი - ძველი ბერძენი პოეტი.10802549393_e6d4249057_z იოსის საზღვაო პორტიდან პატარა სოფელში -Chora-ში მოხვედრა შეიძლება ავტობუსით, ან სახედრით, რომელიც 15 წუთში მიგიყვანს. სოფელი პატარაა და ფერდობზე ტერასებად შეფენილი, თეთრი ქათქათა სახლებით და მიხვეულ-მოხვეული, ფერად-ფერადი, ლამაზი ქუჩებით. ამ ქუჩებში ხეტიალი ცალკე სიამოვნებაა 10802463633_d889a97937_z Chora-ს გარდა აქ კიდევ რამოდენიმე პატარა დასახლებაა, რომლებიც ძირითადად ზღვის პირას, პლაჟების მიმდებარედაა განლაგებული. 10802485803_3175bc6bb8_z10802586543_2685b858f0_z

რა უნდა მოვინახულოთ აქ?

სკარკოსის ნანგრევები:  გორის წვერზე განლაგებული პრეისტორიული ნანგრევები. უმეტეს ადგილას შენობებისსიმაღლე სამ მეტრს აღწევს და მათი დიდი უმრავლესობა, როგორც ჩანს, ორსართულიანი იყო, ქვის იატაკით და საკანალიზაციო სისტემით. არქეოლოგებმა ამ ადგილებში უამრავი თიხის ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და მეტალის, ქვის და ძვლისგან ნაკეთი სხვადასხვა დანიშნულების ნივთები აღმოაჩინეს. 11052964805_9c60a15db7_zაისეირნეთ ამფითეატრზე თუ გინდათ კუნძული ხელისგულზე გადაგეშალოთ, გადით Chora-დან, გასცდით ქარის წისქვილებს და ამფითეატრს ეწვიეთ, რომელიც მილოპოტასის ყურეს გადაჰყურებს (Mylopotas Bay). 10802284506_3f09bbd917_z11052925315_8b52f4d79c_z თქმულება იძახის, რომ კუნძულზე 365 ტაძარი და ეკლესიაა. სიმართლესთან ახლოსაა თუ არა, ამის გარკვევა თავად შეგიძლიათ კუნძულზე ბოდიალის დროს. 11052900266_4b60bbe778_zმილოპოტას ყურე აქ კუნძულის ყველაზე პოპულარული პლაჟია. სოფლიდან სულ რაღაც 15-20 წუთში, სეირნობა-სეირნობით შეიძლება მისვლა. ტურისტული ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული  - ბუნგალოები, პატარ-პატარა კაფეები და რესტორნები, სადაც უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ. 11052793495_0f6f4f3d22_z10802219034_88ddf663d0_z რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ოქროსფერი ქვიშა, ლაჟვარდისფერი ზღვა და მცხუნვარე მზე თქვენს განკარგულებაშია. წყალი აქ სექტემბერ-ოქტომბერშიც თბილი და სასიამოვნოა. ზაფხულში აქ ხშირად შეხვდებით პირდაპირ სანაპირო ზოლზე გაშლილ კარვებს და ზურგჩანთიან ტურისტებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %