47
სამოთხე ღვინის მოყვარულებისთვის - ულტრათანამედროვე თემატური პარკი საფრანგეთში
“La Cite du Vin“ ანუ ღვინის ქალაქი - ასე ეწოდება ულტრათანამედროვე თემატურ პარკს, რომელიც საფრანგეთში 1 ივნისს გაიხსნა. ესაა თემატური პარკისა და მუზეუმის ერთობლიობა. და სად განთავსდებოდა ასეთი პარკი, თუ არა საფრანგეთის ღვინის დედაქალაქ ბორდოში! ახალი ღირსშესანიშნაობა უნიკალურია რამდენიმე ფაქტორის გამო: არქიტექტურული მხარე, საგამოფენო ექსპონატები და სივრცეები, სხვადასხვა სერვისები და შეთავაზებები.
შენობის არქიტექტურის თითოეული დეტალი სიმბოლურად გამოხატავს ღვინის და ვაზის სხვადასხვა ნაწილს. ერთი მხრივ, ვაზის დაკოჟრილი ძირი, მეორე მხრივ კი ღვინის ჩამოსხმა მინის ჭურჭლიდან. დიზაინი ასოცირდება ღვინს სულთან და მის თხევად ბუნებასთან.
შენობა 20 სხვადასხვა თემატურ სივრცედაა დაყოფილი, სადაც დამთვალიერებლები გეცნობიან ღვინის ისტორიასა და კულტურას. 250 ადგილიანი საკონფერენციო სივრცე ლექციებსა და ჩვენებებს ეთმობა. პარკში არსებული სანაოსნო მარშრუტით კი გაეცნობით, როგორ იყიდებოდა ღვინო სავაჭრო გემებით მთელს მსოფლიოში.
არ იფიქროთ, რომ სივრცეები მხოლოდ უფროსებისთვისაა. აქ მოზარდების ინტერესებიც გათვალისწინებულია. მათთვის შექმნილია საგანმანათლებლო თამაშების და ვორქშოპების პროგრამები.
თემატურ პარკში შესვლის საფასური მოზარდებისთვის 22$ იქნება.