ფორტი ბურტანჟი - ციხე, რომელსაც ვარსკვლავის ფორმა აქვს

ფორტი ბურტანჟი ნიდერლანდებში მდებარეობს და 1580 წელს აშენდა - ეს ის პერიოდია, როცა ნიდერლანდები ესპანური იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა, ხოლო ქვეყანაში ოთხმოცწლიანი ომი - ბურჟუაზიული რევოლუცია მძვინვარებდა. article1542bourtange-002 1607 წელს ფორტი კიდევ უფრო გაამაგრეს. ოთხმოცწლიანი ომის დამთავების შემდეგ, 1648 წელს, ციხე-სიმაგრე მიატოვეს, მაგრამ როცა 1665 წელს ვესტერვოლდეს რაიონს ქალაქი მუნსტერი დაუპირისპირდა, ციხე-სიმაგრე კვლავ გაამაგრეს.  სწორედ ამიტომ, მტერმა ბასტიონის აღება ვერ მოახერხა. დაახლოებით 1740 წელს ფორტმა ისევ განიცადა ნგრევა და სასწრაფო ჩარევას და რესტავრაციას საჭიროებდა.  სარემონტო სამუშაოები 1796 წელს დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დამთავრდა, როცა 1859 წელს ფორტი სამოქალაქო საზოგადოებას გადასცეს.    bourtange-006 ციხე-სიმაგრის ორიგინალური ფორმა განპირობებულია ციხის გამაგრების ბასტიონური პრინციპით.   ბასტიონური სისტემა გამოიყენებოდა არამარტო პატარა ფორტების აგებისას, არამედ ქალაქების დასაცავავად. ამ სისტემის ჩამოყალიბება არტილერიის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. შუა საუკუნეების დამცავი ნაგებობები, როგორიც იყო ქალაქის კედელი და კოშკები, არტილერიის ცეცხლს ვერ უძლებდნენ. ამიტომ დაიწყეს უფრო დაბალი, მაგრამ უფრო სქელი კედლების შენება, ხშირად კედლებს მიწისგან აკეთებდნენ. კოშკების მაგიერ ხუთკუთხა ბასტიონების შენება დაიწყეს, რომლებიც თავდაპირველად მცირე ზომის იყო.  დროტა განმავლობაში ბასტიონების ზომები გაიზარდა და მათ შორის არხების გათხრა დაიწყეს.     bourtange-007 ბურტანჟი ვლაგტვედეს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გრონინგენის ახლოს, პრაქტიკულად ნიდერლანდების და გერმანიის საზღვარზე. მისი ვარსკვლავისებრი ფორმა უკეთეს დაცვას განაპირობებდა მომხვდურებისგან.  დღეს რესტავრირებულ ციხე-სიმაგრეში მუზეუმი მდებარეობს, იმართება გამოფენები, რომლებიც ფორტის ისტორიას ეძღვნება. ყოველწლირად იმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, რის სანახავადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები.   bourtange-008 თანამედროვე ბურტანჟი არამარტო ციხე-მუზეუმია ღია ცის ქვეშ, არამედ ყოველწლიური ისტორიული მოვლენების რეკონსტურქიცების ფესტივალის გამართვის ადგილიც. ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოს უამრავი ქვეყნებიდან ჩამოდიან. ისინი იცვამენ იმ ეპოქის შესაბამის კოსტუმებს, რის თემატიკაზეც იმართება ფესტივალი (თემატიკა ყოველ წელს იცვლება), იღებენ ხელში ისტორიულ იარაღებს და თეატრალიზებულ ბრძოლებს მართავენ. თავად ბურტანჟში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. bourtange-009bourtange-011Bourtange Cannonsbourtange-015bourtange-018bourtange-023bourtange-027

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %