ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი
ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტურისტს იზიდავს.
ბუქარესტი თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის მიქსია. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას უზარმაზარი პარლამენტი, ტრიუმფალური თაღი, ძველი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ვიწრო ქუჩები, ისტორიული ძეგლები და ეკლესიები წარმოადგენს. ისტორიულის გვერდით განლაგებულია თანამედროვე მაღალი შენობები და არქიტექტურული ძეგლებიც.
ტურები ბუქარესტის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ Turebi.Ge-ზე.
ქუთაისის აეროპორტიდან ბუქარესტის Henri Coandă International Airport აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია WIZZ AIR-ი განახორციელებს, 2018 წლის 3 ივლისიდან. აეროპორტიდან ბუქარესტის ცენტრის მიმართულებით შეგიძლიათ 783 ექსპრეს ხაზით გაემგზავროთ, ის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.
რით დაკავდეთ ბუქარესტში?
პარლამენტი
აუცილებლად ეწვიეთ პარლამენტს! ბუქარესტის პარლამენტი თავისი გრანდიოზული მასშტაბებითაა ცნობილი, ის რიგით მეორე ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობაა მსოფლიოში პენტაგონის შემდეგ. მისი ფართობი 365 000 კვ.მ.-ია, მოცულობა 2,550,000 კუბური მეტრი, მისი ოთახების რაოდენობა 6000 შეადგენს.
ტრიუმფალური თაღი
ტრიუმფალური თაღი 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების საპატივსაცემოდ ააგეს. თაღს ლამაზი ქანდაკებები ამშვენებს, რომლებიც შეგიძლიათ ახლოდან იხილოთ.
ეწვიეთ რევოლუციის მოედანს
საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რუმინეთმა ყველაზე სისხლიანად დაასრულა კომუნისტური მმართველობა. რევოლუციის მოედანზე განვითარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, აქ სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა ნიკოლაი ჩაუშესკუ, სამი დღის შემდეგ კი, ნიკოლაის და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ სამეფო სასახლე და ხელოვნების მუზეუმი.
ეწვიეთ ძველ ქალაქს
ქალაქის ძველი ნაწილი 3 წლის წინ განახლდა და ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის გართობის საყვარელ ადგილად იქცა. ბუქარესტის ამ ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი, სპეციალური ქებაბის მაღაზიები და ყველა მათგანი გრანდიოზულ შენობებშია განლაგებული. ადგილობრივი ლუდი Csíki Sör დაგემოვნება ძვირი არ დაგიჯდებათ, ვოდკის ფასი კი £2.50-დან იწყება.
ხედი ფანჯრიდან
Little Bucharest Old Town Hostel ბუქარესტის ყველაზე ცნობილი ჰოსტელია, მისი ფანჯრებიდან ძველ ქალაქზე გამავალი ულამაზესი ხედი იშლება. სასტუმრო გთავაზობთ მშვიდ გარემოს, მყუდრო კაფეს, სწრაფ ინტერნეტს, მეგობრულ სტაფს და გემრიელ კერძებს.
ატენეუმი
ატენუმი არ არის უბრალო საკონცერტო დარბაზი, ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის ჯადოსნური რუმინული კლასიკური მუსიკის ცენტრია. მთავარი შესასვლელი გაფორმებულია სცენებით რუმინეთის ისტორიიდან, მისი სიმაღლე 41 მეტრს აღწევს. ატენუმის შენობაშია განთავსებული გეორგ ენესშუს ფილარმონიული ორკესტრის სახლიც.
რუმინული სამზარეულო და ღამის კლუბები
რუმინული სამზარეულოს კერძები მარტივი, გემრიელი და ძალიან ნოყიერია. მისი სავიზიტო ბარათია მამალიგა, ანუ ყვითელი სიმინდის ფქვილისგან დამზადებული მჭადისა და ხორცის ერთიანობა.
თუ ავთენტური რუმინული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ აუცილებლად ეწვიეთ რესტორანს Cara cu bere -ს. ის ტრადიციული ინტერიერით გამოიჩევა, აქვს მინიმუმ 150 წლიანი ისტორია, აქ შეგიძლიათ მიირთვათ ავთენტური რეცეპტებით დამზადებული რუმინული კერძები, მოხარშული ლუდი და ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით.
ღამის ცხოვრების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბუქარესტის ცენტრში მდებარე Control Club-ს, Expirat-ს, ისინი ამ ქალაქის ღამის ცხოვრების სავიზიტო ბარათბია.