24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი III
მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს, დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.
სასაფლაო ჩაუჩილა პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ნასკას პლატოდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ნეკროპოლი მეოცე საუკუნის ოციან წლებში ააღმოაჩინეს. მკვლევარების თქმით, სასაფლაოზე ნაპოვნ სხეულებს შორის იყო ისეთები, რომელთა ასაკი 700 წელს აღემატებოდა, ხოლო უკანასკნელი მიცვალებულები მეცხრე საუკუნეში დაკრძალეს. ჩაუჩილას მიცვალებულების დაკრძალვის მეთოდი ორიგინალურია - ყველა სხეული მუხლებზე ზის, ხოლო სახეებზე "თითქოს მარადიული ღიმილი აქვთ შეყინული". სხეულების ნაშთებმა პერუს მშრალი და ცხელი კლიმატის წყალობით მოაღწიეს ჩვენს საუკუნემდე.
კართაგენელების რელიგიის ყველაზე ბნელი და სევდიანი ნაწილი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის ისტორიებია, განსაკუთრებით, ჩვილი ბავშვების. მსხვერლშეწირვის დროს აკრძალული იყო ტირილი, რადგან ნებისმიერი ცრემლი და ამოკვნესა მსხვერპლის "საფასურს" დაბლა წევდა. 1921 წელს აღმოაჩინეს ადგილი, სადაც უამრავი ურნა იყო ჩამწკრივებული. ურნებში იყო როგორც ცხოველების, ასე პატარა ბავშვების სხეულის დამწვარი ნაშთებია. ამ ადგილს ტოფეტი უწოდეს.
კეიმადა გრანდი პლანეტის ყველაზე საშიში და ცნობილი კუნძულია. კუნძული დაუსახლებელია. აქ მოზარდ უღრან ტყეში უარაცხელი რაოდენობით გველი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა შხამიანია და წუთებში იწვევს ადამიანის სიკვდილს. ბრაზილიის მთავრობამ კუნძული აკრძალულ ზონად გამოაცხადა და დღეს აქ ყველა ადამიანის შესვლა აკრძალულია. ადგილობრივი მცხოვრებლები უამრავ საშინელ ისტორიას ყვებიან გველების კუნძულის შესახებ.

ბულგარეთის ყველაზე დიდი მონუმენტი ბუზლუჯას მთაზე, ზღვის დონიდან 1441 მეტრზე მდებარეობს. შენობა 1980-იან წლებში აშენდა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის მიერ, მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა 6 ათასზე მეტმა მშენებელმა და ექსპერტმა მიიღო. ინტერიერი ნაწილობრივ მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, ხოლო კიბეები წითელი მინით იყო დაფარული. დღეს ეს ძეგლი მიტოვებული და გაძარცვულია.
პირველი და მეორე მსოფიო ომების დროს ამ კომპლექსში სამხედრო ჰოსპიტალი იყო გახსნილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოსპიტალი საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდა. კომპლექსი 60 შენობისგან შედგება, რომელთა ნაწილი დღეს რესტავრირებულია. ხოლო მიტოვებული შენობების უმეტესობა გაძარცვულია, ფანჯერებზე მუყაოა აკრული და შესვლა აკრძალულია. თუმცა ექსტრიმის მოყვარულ ადამიანებს ეს ხელს არ უშლის.
ცინცინატის მეტროს მშენებლობა 1884 წელს დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქის მოსახლეობა შემცირდა, მეტტროს საჭიროება აღარ იყო და მისი მშენებლობა 1925 წელს შეაჩერეს. 16-კილომეტრიანი ხაზი მხოლოდ ნახევრადაა აშენებული. დღეს მიტოვებულ მეტროში ექსკურსიები იმართება, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანები დამოუკიდებლადაც ჩადიან მეტროს გვირაბებში.
1980-იან წლებში ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ უკრაინის ქალაქი პრიპიატი დიდი ხნის მანძილზე იყო დახურული ტურისტებისთვის. დღეს აქ ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ჩადიან ტურისტები და ყველასგან მიტოვებულ ქალაქში ეირნობენ, რომელიც მოსახლეობამ უკანმოუხედავად დატოვა.
ნაწილი Iნაწილი II
17. სასაფლაო ჩაუჩილა, პერუ

18. ტოფეტი, ტუნისი

19. გველების კუნძული, ბრაზილია

20. ბუზლუჯა, ბულგარეთი


21. მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი, გერმანია
22. დაუმთავრებელი მეტრო, ცინცინატი, აშშ

23. საგადას დაკიდული კუბოები, ფილიპინები
კუნძულ ლუსონზე ერთი პატარა სოფელი მდებარეობს, რომელსაც საგადა ქვია. ეს ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ჟრუანტელის მომგვრელი ადგილია. აქ ტურისტები კლდეზე დაკიდული კუბოების სანახავად ჩამოდიან, რომელიც დაკრძალვის ადგილობრივი ტრადიციის ნაწილს წარმოადგებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები თვლიან, რომ რაც უფრო მაღალ ადგილად დაკიდებენ მიცვალებულის კუბოს, მით უფრო ახლოს იქნება სული ზეცასთან.
24. ჩერნობილი, უკრაინა
