მსოფლიოში ყველაზე დიდი მღვიმე, რომელიც მხოლოდ 900 ტურისტს აქვს ნანახი

მსოფლიოში ყველაზე დიდი მღვიმე ვიეტნამში Phong Nha-Ke Bàng-ის ეროვნულ პარკში მდებარეობს. Hang Son Doong - ასე ჰქვია მღვიმეს, რომლის საფუძვლიანი შესწავლაც 2014 წელს მოხდა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ მღვიმეში ჩასვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით მოხდებოდა. ორი წლის განმავლობაში ნებართვის აღება და მღვიმეში ჩასვლა დაახლოებით 900-მა ადამიანმა შეძლო. Photographing-the-Worlds-Largest-Cave-57397b6f9fd3a__880Photographing-the-Worlds-Largest-Cave-57397b71c7620__880the-Worlds-Largest-Cave-5737407b11850__880 მღვიმის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 5 კილომეტრი სიგრძისაა, სიმაღლე 200 მეტრია, სიგანე კი 150 მეტრი. მღვიმეში რამდენიმე ადგილზე ჩადის დღის შუქი, რამაც განაპირობა ამ მიდამოებში მცენარეების არსებობა. მთავარი გამოქვაბული იმდენად დიდია, რომ მას აქვს საკუთარი კლიმატი, მდინარე და ჯუნგლები. იმ ადგილებში, სადაც დღის შუქი აღწევს, კარვებით ბანაკის გაშლაც კი შესაძლებელია. მიწის სიღრმეში 3-4 კილომეტრის მანძილზე გაშლილი ბანაკი - ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. caves-2_2948990kPhotographing-the-Worlds-Largest-Cave-57373ff4181c5__880 Son Doong-ში ნახავთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ სტალაგმიტსაც, რომლის სიმაღლე 80 მეტრს აღწევს.  დიდი ტემპერატურული სხვაობა ზოგიერთ ადგილზე წარმოშობს ღრუბლებს, რომლებიც სრულიად ირეალურ და მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. caves-11_2948979kcaves-14_2948984k

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %