ჩინეთის ღირსშესანიშნაობები

ჩინური ცივილიზაცია ერთ-ერთია იმ უძველესი ცივილიზაციებიდან, რომლებიც დღესაც  არსებობს და განაგრძობს განვითარებას. მისი 3500 წლიანი ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, კულტურა, ენა და განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლები,  საინტერესო თავგადასავალს და შთაბეჭდილებებს პირდება მოგზაურებს.

დღეს წარმოგიდგენთ ჩინეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს.

ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი  განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლია, მსოფლიოს ის საოცრებაა, რომელიც დღემდე ერთნაირად აოცებს მოგზაურებსაც და არქიტექტორებსაც. ის ჩინეთის სიმბოლო და მსოფლიოს ყველაზე გრძელი კედელია (5000 კმ) ის თანამედროვე „მსოფლიოს 7 საოცრება“-ში და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

აკრძალული ქალაქი

აკრძალული ქალაქი ან სასახლე მუზეუმი, ერთ დროს სატახტო ქალაქი იყო, სადაც სამეფო კარი ცხოვრობდა და ჩვეულებრივი მოქალაქეები არ დაიშვებოდნენ.  8000 ოქროს სახურავიანი ოთახით, ის უძველესი ჩინური არქიტექტურის ძეგლია. აკრძალული ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასახლედ არის დასახელებული ვერსალთან, ბუკინგემის სასახლესთან, თეთრ სახლთან და კრემლთან ერთად.

მდინარე ლი გილლინში

ამ საოცარმა მდინარემ და მის გასწვრივ არსებულმა ბუნებამ ბევრი არტისტის გული და გონება დაატყვევა. მან მხატვრების და პოეტების თაობები შთააგონა, თითოეული მათგანი ცდილობდა ამ თვალწარმტაცი პეიზაჟის გადმოცემას. დღეს ის ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ის World's Top Ten Watery Wonders -ის სიაშია შეტანილი.

ჯიუჰაჰაიგო

ჯიუჰაჰაიგო ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც ოფიციალურად Jiuzhai Valley-ის სახელითაა ცნობილი, მას ხშირად ზღაპარსაც უწოდებენ.

ნაკრძალში შეგიძლიათ იხილოთ გიგანტური პანდები, ჩანჩქერები, თოვლით დაფარული მთები,  108 კრისტალურად სუფთა  ლურჯი, ფირუზისფერი და მწვანე ფერის ტბა. წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის ფსკერსაც კი დაინახავთ.

Reed Flute Cave

Reed Flute Cave-ი კირქვის მღვიმეა სადაც მრავალი სახის ქვები შეგიძლიათ იხილოთ, მათ შორისაა სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სხვა.

წითელი სანაპირო

ქალაქ პანცზინთან ახლოს მდებარეობს სანაპირო, ყოველ შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს.  მეცნიერების აზრით  ფერის ცვლილება  წყალმცენარეებს უკავშირდება, რომლებიც შემოდგომაზე წითელ ფერს იღებენ.

ჰარბინი

ჰარბინი ყინულის ფესტივალითაა ცნობილი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თუმცა მისი მონახულება წელიწადის სხვა დროსაც საინტერესოა. ქალაქი რუსეთის ზეგავლენას განიცდის, მის „ძველ რაიონში“ შეგიძლიათ რუსული არქიტექტურის სტილში აგებული შენობები იხილოთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %