18 ყველაზე ლამაზი პეიზაჟი ზამთრის მოყვარულებისთვის (ნაწილი I)
თოვლიანი ზამთარი სწორედ ის დროა, როცა ზღაპრული პეიზაჟების ძებნაში მთელი მსოფლიო უნდა შემოიარო.
ვალ-მარტელო იტალიის პროვინციაში - ბოლცანოში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული დაბლობი 30 კილომეტრზე გრძელდება. ჩრდილოეთით მდინარე ადიჟე ჩამოდის. დაბლობი პირველად 1280 წელს მოიხსენიება, როგორც "Martel". რამოდენიმე კვლევის მიხედვით, დასახელება ლათინური სიტყვის "Martellum"-ისგან წარმოსდგება.
ტოკიოდან არც ისე შორს განლაგებული რკინის ხიდი განსაკუთრებით ზამთარშია შთამბეჭდავი.
სოფლის მშვიდი პეიზაჟები და ფერადი დაისები კიდევ უფრო ლამაზს ხდის აქაურ ზამთარს.
პეიტო კანადაში, ბანფის ნაციონალურ პარკში მდებარეობს. ტბა მყინვარული წარმოშობისაა და მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყაროებით საზრდოობს. აქ უამრავი ტურისტული ბაზაა, რადგან ეს კანადის ყველაზე ცნობილი და ლამაზი ტბაა. ზღვის დონიდან 1860 მეტრზე განლაგებულ ტბას სახელი ბილ პეიტოს - მკვლევარის და მოგზაურის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ბილი მისი პირველაღმომჩენია. პოპულარობა თავისი ორიგინალური ფორმის გამო მოიპოვა - თუ კარგად დააკვირდებით, ის გიგანტური მგლის თავს მოგვაგონებს და უცნაური, მუქი ლურჯი შეფერილობა აქვს.
ალკასარი ქალაქ სეგოვიას ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. კლდეზე აღმართული ციხე-სიმაგრე ესპანეთის მეფეების სასახლეს წარმოადგენდა. კლდის ქვემოთ ორი მდინარე ხვდება ერთმანეთს - ერესმა და კლამორესი. ხოლო ციხის ასეთი მდებარეობის გამო ის ქალაქის სავიზიტო ბარათადაა ქცეული. თავდაპირველი დანიშნულების მიხედვით ალკასარი ციხე-სიმაგრე იყო, შემდეგ კი სხვადასხვა დროს მეფეთა რეზიდენციის, სახელმწიფო ციხის და სამეფო არტილერიის აკადემიის ფუნქციებს ასრულებდა.
კანადის ყველაზე ძველი ნაციონალური პარკი 1885 წელს დაარსდა. მისი საერთო ფართობი 6 641 კვადრატული კილომეტრია და ქალაქ კალგარიდან 110-180 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქ შეხვდებით უამრავ მყინვარს, ყინულის მინდვრებს, ალპურ პეიზაჟებს და წიწვოვან ტყეებს.
რა არის ტაიგა? ეს ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყეა, რომელსაც ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას.
ეს პაწაწინა სოფელი ზემო ავსტრიაში, ზალცკამერგუტის რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს, ჰალშტატის ტბის ახლოს. მოსახლეობა სულ 1000 კაცია. სოფელი შორსაა თანამედროვე მაგისტრალებისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის წელიწადში ათასობით ტურისტი მიიღოს. ჰალშტატი ეროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი მარილის საბადოც, სადაც მარილს უკვე 3000 წელია, რაც მოიპოვებენ.'
კანადის პრერიების რეგიონში, ქვეყნის ცენტრში პატარა პროვინცია მდებარეობს - მანიტობა. ტერიტორია უმეტესად ვაკეა და ცნობისმოყვარე ტურისტს შეუძლია 110 000 ტბამდე დაითვალოს. თოვლით დაფარული პატარ-პატარა ტბები დაუვიყარ მოგზაურობას გპირდებათ
ნაწილი II
1. ვალ-მარტელო, იტალია

2. იაპონია, მდინარე ტადამის ხეობა

3. კოლ დე ლა ტურნი შვეიცარია

4. ტბა პეიტო, კანადა

5. ალკასარის ციხე, ესპანეთი

6. ბანფის ნაციონალური პარკი, კანადა

7. ნორვეგიის წიწვოვანი ტყეები (ტაიგა)

8. ჰალშტატი, ავსტრია

9. მანიტობა, კანადა
