ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გემოვნება აქვს.

ტკბილეულის მოყვარულების საყურადღებოდ:  წარმოგიდგენთ ყველაზე გემრიელ ესპანურ დესერტებს.

TARTA DE Santiago - TARTA DE Santiago

ძალიან თხელი, ტენიანი ნუშის ნამცხვარია, რომელსაც ზევიდან შაქრის ფხვნილს აყრიან. ტურისტებს თუ დავუჯერებთ, რომ თუ მას ერთხელ მაინც გავსინჯავთ, ვერასოდეს დავივიწყებთ.

TARTA DE QUESO

მსუბუქი, ფუმფულა და რბილი ჩიზქეიქია. ყველის ძლიერი  არომატით. მისი ქერქი მშრალი და ხრაშუნაა,

TORRIJAS

ეს არის შემწვარი პურის ნატეხები, სხვადასხვა სუნელებით. ძალიან ჰგავს ფრანგულ ტოსტებს, თუმცა ესპანური დესერტი ბერად უკეთესია. ტრადიციულად ის ორნაირად მზადდება, რძით და დარიჩინით ან ღვინით და ტკბილი სიროფით ან თაფლით. თუმცა ტორიხასის თანამედროვე ვარიანტებში მას შოკოლადითაც კი ამზადებენ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მისი მირთმევა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულებზეა შესაძლებელი, რადგან ტორიჯახი აღდგომის დესერტად ითვლება.

CREMA CATALANA

ეს დესერტი კატალონიაში შეიქმნა, მას ხშირად ღარიბი კაცის დესერტსაც უწოდებენ და თიხის არაღრმა ჭურჭელში მოგართმევენ. ის კვერცხის გულისა და შაქრისგან მზადდება. კვერცხის გულს შაქარს აყრიან და ზევიდან წვავენ, მანამ სანამ ქერქი ხრაშუნა არ გახდება.

FLAN

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტი. ის შეიძლება იყოს ვანილის,შოკოლადის, ქოქოსი ან წაბლის. ფლანი ჟელატინის დესერტია, რომელიც ჯვერცხის, რძის და შაქრისგან მზადდება სპეციალურ მეტალის ფორმაში.

ესპანეთში წასვლისას თქვენ რომელი დესერტვის გასინჯვას აპირებთ?

ესპანეთის მიმართულებით ტურების ყველაზე ფართო არჩევანის ნახვა შეგიძლიათ აქ: ესპანეთი

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %