განუმეორებელი პორტუგალია

პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, სამხრეთით და დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. მისი ლამაზი სანაპიროების და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამო, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. 

პორტუგალია პატარა ქვეყანაა რის გამოც მცირე დროში ბევრი ადგილის მონახულებაა შესაძლებელი, მისი ზომიერი კლიმატი კი, მას ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის წლის ნებისმიერ დროს.

წარმოგიდგენთ პორტუგალიის ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ იქ მოგზაურობისას.

Pena National Palace 

The Pena National Palace Sintra მთის წვერზე მდებარეობს. ერთი შეხედვით ღრუბლებში მოცურავე ზღაპრის სასახლეს მოგაგონებთ. მისი არქიტექტურა მე-19 საუკუნის რომანტიზმის შთამბეჭდავი მაგალითია, ის აერთიანებს მავრიტანულ და მანუელინურ (გვიანი გოთიკური) სტილს. თავდაპირველად, შუა საუკუნეებში დაგეგმილი იყო სამლოცველოს აშენება პენას საპატივსაცემოდ, დღეს კი ის სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებისთვის გამოიყენება.

Belem Tower

Belem Tower ასევე ცნობილია როგორც წმ.ვინსენტის კოშკი, ის მდ. ტაგუსის პირას მდებარეობს, ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში. კოშკი მე-16 საუკუნეში აშენდა, გამოიყენებოდა როგორც თავდაცვისათვის, ასევე სტუმრების მიღების მიზნით. კოშკის ნაწილია ღვთისმშობლის ქანდაკებაც, რომელიც ლეგენდის თანახმად მეზღვაურებს და მოგზაურებს საფრთხისგან იცავდა.

Praia da Marinha

Praia da Marinha ალგარვში მდებარეობს და პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროდ ითვლება ლურჯი ზღვით, თეთრი ქვიშით და კლდეებით.

Cais da Ribeira

Cais da Ribeira-ი ქალაქ პორტოს ერთ-ერთი რაიონია. მას ხშირად პორტოს სულსაც უწოდებენ. მისი შუა საუკუნოვანი არქიტექტურის შენობებში მდებარეობს ბარები, კაფეები და რესტორნები, რაც მას პოპულარულ დასასვენებელ ადგილად აქცევს. რაიონის ცენტრში ბრინჯაოს კუბი დგას, მასთან ახლოს კი სახლია სადაც პრინცი ჰენრი ნავიგატორი 1934 წელს დაიბადა.

Obidos Castle

ქალაქი Obidos-ის მთაზე, მავრების მიერ მე-8 საუკუნეში აშენებული შთამბეჭდავი Obidos Castle-ი მდებარეობს, რომელიც მე-14 საუკუნეში განაახლეს. დღეს ამ ციხესიმაგრეში მდიდრული სასტუმროა განთავსებული, ყოველწლიურად ივლისის თვეში კი ტრადიციული შუა საუკუნეების ბაზარი „ტარდება“ .

Sao Jorge Castle

São Jorge Castle-ს სასახლე ლისაბონის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა რადგან მისი დანახვა ქალაქიდანაც შეგიძლიათ. სასახლე რომაული პერიოდით თარიღდება, მეორე ჯვაროსნული ლაშქრობისას, ლისაბონის ალყის დროს, 1147 წელს მავრებმა გაათავისუფლეს. მოგვიანებით მეფე ალფონსო III-ის რეზიდენცია იყო. დღეს ის ტურისტების საყვარელი ღირსშესანიშნაობაა.

 CaboGirao

Cabo Girão მადეირას სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 570 მეტრზე მდებარეობს. მას ხშირად ევროპის ყველაზე მაღალ ზღვისპირა კლდეს უწოდებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კლდიდან ოკეანეზე გამავალი, ულამაზესი ხედი იშლება. 

University of Coimbra

კოიმბრას უნივერსიტეტი 1920 წელს დაარსდა. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პორტუგალიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია 20 000 სტუდენტით. მე-18 საუკუნის დასაწყისში აშენდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც ბაროკოს არქიტექტურის მშვენიერი მაგალითია.

ალკობაკას მონასტერი

ალკობაკას მონასტერი რომაული კათოლიკური მონასტერია, რომელიც ცენტრალურ პორტუგალიაში, ქალაქ ალკობაკაში მდებარეობს. ის პირველმა პორტუგალიელმა მეფემ აფონსო ჰენრიკესმა დააარსა 1153 წელს. ეკლესია და მონასტერი პირველი გოთიკური ნაგებობა იყო პორტუგალიაში. ის სანტაკრუზის მონასტერთან ერთად პორტუგალიის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %