აკტუნ ტუნიჩილ მუკნალი - გამოქვაბულები მსხვერპლშეწირვისთვის

აკტუნ ტუნიჩილ მუკნალი ბელიზში, ქალაქ სან-იგნასიოს ახლოს მდებარეობს. გამოქვაბულების კომპლექსი მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგებს. აქ ნაპოვნია ადამიანების ჩონჩხები, კერამიკის და ქვის ნაკეთობები. post-5-0-51081600-1371268907 განსაკუთრებით ცნობილია მოზარდი გოგონას ჩონჩხი, რომელსაც "ბროლის გოგონა" უწოდეს. მოზარდი გოგონა სავარაუდოდ მსხვერპლშეწირვის შედეგად დაიღუპა. საუკუნეების მანძილზე მისი ჩონჩხი მინერალური ნალექით დაიფარა და ფანრის მინათებისას ბრჭყვიალებს. სწორედ აქედან მომდინარებს მისი სახელწოდებაც.  მთავარ გამოქვაბულში სხვა ადამიანების ჩონჩხებიც აღმოაჩინეს. peshhera-Aktun-Tunichil-Muknal გამოქვაბულში ნაპოვნი კერამიკის ნაკეთობები არქეოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მათში სპეციალურად იყო გაკეთებული ნახვრეტები, სხვადასხვა დანიშნულებისთვის. გამოქვაბულის შესასვლელი დატბორილია, ამიტომ აქ მოსახვედრად დასველება მოგიწევთ. გამოქვაბულში მუდმივად ცივა და მშრალი ჰაერია, იმის მიუხედავად, როგორი ამინდია გარეთ. გამოქვაბულის ახლოს მაიას ტომების რამოდენიმე ძეგლი მდებარეობს. მეცნიერების თქმით, ამ გამოქვაბულს მაიას ტომის ხალხი განიხილავდა, როგორც ჯოჯოხეთის, მიწისქვეშეთის კარიბჭეს. ტურისტებისთვის ექსკურსიები შეზღუდულია და ვიზიტორების ლიმიტია დაწესებული. ეს გამოქვაბულის მიკროკლიმატის და ავთენტურობის  შენარჩუნების მიზნით კეთდება. image გამოქვაბული დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. აქამდე მისაღწევად ჯუნგლებში გამავალი ბილიკით უნდა ახვიდეთ მთაზე. მოგზაურობა დაახლოებით 40 წუთი გრძელდება. შემდეგ კი წყლის გავლით მოხვდებით გამოქვებულში.copyrightAM12_0409_cave_26actun-tunichil-muknal_5Actun_tunichil_muknal-pottery ეს გამოქვაბულების კომპლექსია, რომელიც ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა დანიშნულების მქონე გამოქვაბულებისგან შედგება. ერთმანეთში გამავალი გამოქვაბულების გავლის შემდეგ, უაკანსკნელ გამოქვაბულს მიადგებით, რომელიც "ტაძრის" მოვალეობას ასრულებდა. სწორედ აქ მიმდინარეობდა მსხვერპლშეწირვის რიტუალები. გამოქვაბულში 14 ადამიანის ნაშთები იპოვეს. აქვე იყო უამრავი კერამიკული ნაკეთობებიც. "ტაძრამდე" მისაღწევად დაახლოებით 1.5-  2 საათი სიარულია საჭირო მიწის ქვეშ, გამოქვაბულების სიღრმეში. მთლიანი ტური კი 4-6 საათი გრძელდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ან გამოსაცვლელი ტანსაცმელი უნდა იქონიოს ტურისტმა, ან იოლად გაშრობადი. საცურაო კოსტიუმები სავალდებულო არაა.   Actun Tunichil Muknal 2-l20956 ფეხსაცმლის ტარება აკრძალულია, თუმცა ნასკები აუცილებელია. გიდებს როგორც წესი თან აქვთ სპეციალური ჩანთები ელექტრო აპარატურის გადასატანად. გამოქვაბულები განათებულია, მაგრამ რამოდენიმე ადგილას სინათლის ერთადერთ წყაროს ფანრის შუქი წარმოადგენს.   
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %