მწვანე ქვიშის სანაპირო - Papakōlea Beach
Papakōlea- ს პლაჟი, რომელსაც სხვანაირად მწვანე ქვიშის სანაპიროსაც ეძახიან, ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ ოთხ მწვანექვიშიან სანაპიროს შორის. სანაპირო ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს, South point-ისმიმდებარე ტერიტორიაზე. ქვიშის მწვანე შეფერილობა იმ მინერალებითაა განპირობებული, რომლებიც უხვადაა პლაჟის შემომსაზღვრელ ლავის კლდეებში.
ნიადაგის ეროზიის გამო მანქანებით გადაადგილება შეზღუდულია და სანაპირომდე მისასვლელად ტურისტს ფეხით დახლოებით 5 კილომეტრის გავლა უწევს. თავდაპირველად გზა მინდვრებზე გადის, ხოლო სანაპიროზე ჩასასვლელად და ზღვაში საბანაოდ კლდეზე ჩაცოცებაა საჭირო. რეკომენდებულია წყლის წაღებაც, რადგან გზაზე თავშესაფარი და წყალი არ გვხვდება.
ამ მწვანე კრისტალებს ჰავაის ბრილიანტებსაც ეძახიან. ზღვის მიმოქცევის შედეგად უფრო მსუბუქი ვულკანური ქვიშა ირეცხება, ხოლო ოლივინის მწვანე კრისტალები აკუმულირდება, რის შედეგადაც მწვანე ფერის ქვიშას ვიღებთ.