ტბა მისურინა - იტალიური კურორტი ასთმიანებისთვის

მისურინას ტბა იტალიაში, დოლომიტებში, ვენეტოს რეგიონში მდებარეობს ზღვის დონიდან 1754 მეტრზე. ტბასთან ახლოს იგივე სახელწოდების დასახლება და კურორტია გაშენებული. ტბა დოლომიტების პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტიდან კორტინა დ'ამპრეზოდან 13 კილომეტრში მდებარეობს. კორტინას მჩქეფარე რიტმისგან განსხვავებით აქ ცხოვრება ნელა და მშვიდად მიედინება. თუ თქვენ განმარტოებას, სიმშვიდეს და რომანტიკას ეძებთ, მაშინ მისურინა თქვენთვისაა შექმნილი. misurina-lake-001   misurina-lake-002   misurina-lake-003 მყინვარული წარმოშობის ტბა ლავარედოს მთათა მასივის სამ მწვერვალს შორის მდებარეობს. ტბის სიღრმე 6 მეტრია, ხოლო გარშემოწერილობა 2.6 კმ. ტბის ნაპირას ათამდე სასტუმროა აშენებული, რომლებიც ჯამში 500-მდე სტუმარს იტევს. აქვე შეხვდებით პატარა, მყუდრო რესტორნებს ოჯახური სამზარეულოთი, სუვენირების მაღაზიებს და დახლებს ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით.   misurina-lake-005 მიუხედავად იმისა, რომ ტბის წყალი კრისტალურად სუფთაა, ბანაობა აკრძალულია, რადგან ტბის ფსკერი წვეტიანი ქვებითაა დაფარული და უხვი მცენარეულობით გამოირჩევა. მთის ჰაერის და განსაკუთრებული კლიმატის გამო ეს ადგილი სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის იდეალურ კურორტადაა მიჩნეული. ტბის გვერდით არის იტალიის ერთადერთი ცენტრი, რომელიც ასთმაზეა სპეციალიზირებული.   misurina-lake-006misurina-lake-007 კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს დამსვენებლებს. თუ სამთო-სათხილამურო სპორტი გიტაცებთ, უკეთესია თუ სეზონზე  - დეკემბრიდან მარტამდე ესტუმრებით აქაურობას. აქ სხვადასხვა დონის და სირთულის 10 სათხილამურო ბილიკი და გასაოცარი პანორამული ხედებია. მიუხედავად იმისა, რომ დამწყებისთვის ტრასები რთულია, ხოლო გამოცდილისთვის შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს, ამ კურორტის უპირატესობაა ისაა, რომ აქ ხალხი შედარებით მცირე რაოდენობითაა და ჰაერიც ბევრად უკეთესია და სამკურნალო. ეს იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადრენალინი და მეტი აქტივობა გინდათ, 13 კილომეტრში ცნობილი კორტინა დ'ამპრეზოა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რამოდენიმე დღით გადახვიდეთ.   misurina-lake-013   misurina-lake-015 ზამთრის პერიოდში, როცა ტბა იყინება, აქ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები იმართება. მაგალითად, აქ ყოველწლიურად ტარდება  Cortina Winter Polo. დასწრება კი  ყველასთვის უფასოა. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც კორტინა დ'ამპრეზოში იმართებოდა, სწორედ ამ ტბაზე ჩაატარეს შეჯიბრი ციგურაობაში. მოედნის როლს ტბის ბუნებრივი ყინული ასრულებდა. ტბა მისურინა გთავაზობთ კურორტულ ზონას, სადაც არის ულამაზესი ხედები, მწვერვალები, მწვანე მინდვრები და გამაჯანსაღებელი მთის ჰაერი. კურორტი შორსაა ხმაურიანი ავტოსტრადებისგან. misurina-lake-018   misurina-lake-021   442-8534   misurina-lake-028
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %