ამსტერდამის გემების აღლუმი - დაუვიწყარი სანახაობა იალქნიანი გემების მოყვარულთათვის

SAIL Amsterdam - ამსტერდამის გემების აღლუმი 5 წელიწადში ერთხელ იმართება ამსტერდამში, ნიდერლანდებში. იალქნიანი გემები მსოფლიოს უამრავი კუთხიდან მოემართებიან, რათა აქაურ ნავსადგურში ჩაუშვან ღუზა. ხალხს შეუძლია გემბანზე ავიდეს და დაათვალიეროს. პირველი აღლუმი 1975 წელს გაიმართა, ამსტერდამის 700 წლისთავის აღსანიშნავად, სახელწოდებით 'Sail Amsterdam 700'. ამ დროისათვის იალქნიანი გემებისადმი ინტერესი, რომელიც საკმაოდ შემცირებული იყო  ( კომერციული მიზნით გამოყენების მიზნით ბოლო იალქნიანი  გემი  1930 წელს ააგეს), ისევ წინა პლანზე წამოვიდა. აღლუმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ  Stichting Sail Amsterdam (SSA, Foundation Sail Amsterdam)-ი დააარსეს.1010060-R3L8T8D-1000-nico-koster-e2930koste_081-1200x8001010260-R3L8T8D-1000-250808-den-helder-sail-ANP-8101995 აღლუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრანდიოზული ივენთია მსოფლიო მასთტაბით. ათობით იალქნიანი გემი და ასობით სხვა ისტორიული გემი მონაწილეობს აღლუმში. გარდა ოფიციალურად მონაწილე გემებისა, აქ უამრავი სხვა გემი, კატერი, ნავი და ა.შ. ჩამოდის, რომელთა რაოდენობამ 2000 წელს 8 000 შეადგინა. 1010310-R3L8T8D-1000-shutterstock_59498581-e1431094623728   1010360-R3L8T8D-1000-sail4 აღლუმის განმავლობაში ტარდება სხვა, შედარებით პატარა მოცულობის ღონისძიებებიც, რომლებშიც მცირე ზომის იალქნიანი გემები მონაწილეობენ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, რომელიც პირველ დღეს იმართება, Sail In or Parade of Sail -ია. SAIL Amsterdam 2015 19 აგვისტოდან 23 აგვისტომდე გრძელდებოდა და მნახველებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა. 1011160-R3L8T8D-1000-0.png   1011510-R3L8T8D-1000-VO3NlGe   1012660-R3L8T8D-1000-sail-schip-amsterdam-hotels   1012710-R3L8T8D-1000-live-sail-amsterdam   1021710-R3L8T8D-1000-13598296-1   Amsterdam_Sail_2015_leuke_boot   sail amsterdam ship Wim Haze   sail-amsterdam-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %