8 საოცარი ადგილი მსოფლიოს გარშემო

მსოფლიო უცნაური, მრავალფეროვანი და გასაოცარი ადგილებითაა სავსე. დღეს გაგაცნობთ ბუნებრივად წარმოქმნილ საოცრებებს, რომლებიც ყველა ტურისტსა და მოგზაურზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

კოპლებიანი ტბა, კანადაში.

კოპლებიანი ტბა, კანადაში მდებარეობს.ზაფხულში ტბის წყალი ორთქლდება და მცირე მინერალური აუზები რჩება, თითოეულ მათგანს განსხვავებული ფერი აქვს. ადგილობრივი ოკანაგანის მოსახლეობა ამ ტბას წმინდად მიიჩნევს.

პამუკალე, თურქეთი

პამუკალე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში მდებარეობს, ჰიერაპოლის ნანგრევებთან და პამუკელთან (ბამბის სასახლესთან) ახლოს.  წყალი მიწიდან ამოედინება და თეთრი ტრავეტრინის ტერასებს მიუყვება, რაც გასაოცარ თერმულ აბანოებს ქმნის.

ჰილერის ტბა, ავსტრალია

ეს გასაოცარი ტბა 1802 წელს აღმოაჩინეს, მისი განსაკუთრებულობა მის ვარდისფერ ფერში მდგომარეობს. ტბა ამ ფერს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. მეცნიერების აზრით ვარდისფერი ფერი გამოწვეულია ტბის მარილიანობით, ვარდისფერი ბაქტერიებით და ვარდისფერი წყალმცენარეებით.

ტიანზანის მთები, ჩინეთი

ტიანზანის მთები, ჩინეთში ჰუნანის პროვინციაში მდებარეობს. მთები მიუხედავად მათი ფორმისა და კლდოვანი წარმონაქმნებისა სიმწვანითაა დაფარული და ხშირად ნისლშია გახვეული.

ნასკას ხაზები, პერუ

ცხოველის ფორმების და გეომეტრიული ფიგურების უძველესი გეოგლიფები, ნასკას უდაბნოში მდებარეობს და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა. ყველაზე დიდი ფიგურის სიგრძე 370 მეტრს აღწევს. ისინი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

გობლინის ველის ნაციონალური პარკი, ა.შ.შ.

გობლინის ველის კლდეებმა, მრავალწლიანი ქარის და წვიმის ზემოქმედების გამო ბევრი სხვადასხვა ფორმა მიიღო. მათი ხილვა მართლაც აოცებს ტურისტებს.

კატაკომბები, საფრანგეთი.

კატაკომბები პარიზში მდებარეობს, ის ძველი გვირაბების ქსელია, სადაც გარდაცვლილი ადამინაების ძვლები და თავის ქალებია მოთავსებული. როდესაც პარიზის მშენებლობა მიმდინარეობდა, ამ კატაკომბებში ქვებს მოიპოვებდნენ. კატაკომბების სიგრძე 300 კილომეტრს აღემატება და სრულად მოიცავს პარიზის ისტორიულ ნაწილს.

Caño Cristales 

Caño Cristales  არის უნიკალური მდინარე კოლუმბიაში, Serrania de la Macarena-ს პროვინციაში.  ივლისის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ფერისაა: ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და განსაკუთრებით წითელი. წითელი ფერი გამოწვეულია წყალმცენარით მაკარენია კლავიგერა (Podostemaceae). ადვილი მისახვედრია რატომ უწოდებენ მას  „ხუთი ფერის მდინარე“-ს და „ცისარტყელა“-ს, ზოგიერთი მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მდინარედაც კი მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %