როგორია ყველაზე მდიდრული მატარებლით მგზავრობა

Venice Simplon-Orient-Express 1982 წელს შეიქმნა და მგზავრებს ყველაზე მდიდრულ მგზავრობას პირდება ალპების ხედებზე.

მატარებლის მიმართულება ლონდონიდან ვენეციამდე და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში ვრცელდება, როგორიცაა პარიზი, სტამბოლი, პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი.  ამჟამად ექსპრესი კომპანია Belmond-ს ეკუთვნის, რომლის ქსელშიც 45 ძვირადღირებული სასტუმრო, რესტორნები, ტურისტული მატარებლები და მდინარის კრუიზები შედის.

‘Orient Express’ ბელგიელი ბანკირი, ჯორჯ ნაგეკმაკერის საოცნებო პროექტი იყო. მატარებლის პირველი რეისი 1883 წელს პარიზიდან სტამბოლის მიმართულებით განხორციელდა და მიჩნეულია, როგორც უმაღლესი კლასის მგზავრობა. მატარებლით მგზავრობდნენ მეფეები, კურტიზანები, ჯაშუშები და სხვა გავლენიანი პირები.

დღესდღეობით, ბილეთის დაჯავშნა ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია, მგზავრზე საშუალოდ 4000 ფუნტი სტერლინგი, დაუვიწყარი მოგზაურობის ხანგრძლივობა კი ორ დღეს შეადგენს.

მგზავრები ვინტაჟური სტილის კუპეებში განთავსდებიან. თითოეულ კუპეს აქვს აბაზანა, ცხელი და ცივი წყალი, პირსახოცები, ხალათები და სხვა აუცილებელი ნივთები.

აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უძვირფასესი შამპანიური, ფრანგული და იტალიური ღვინოები. ივახშმოთ რესტორნებში, სადაც რომანტიკული გარემოა და სპეციალურად მოწვეული შეფები ადგილობრივ დელიკატესებს ამზადებენ.

აქვეა გლამურული ბარიც მრავალფეროვანი კოქტეილებით. საშუალება გეძლევათ გაიცნოთ სხვა მგზავრები პიანინოს მუსიკის თანხლებით.

იმისათვის, რომ დროში მოგზაურობა უფრო რეალური იყოს, დაწესებულია კლასიკური დრესკოდი, მამაკაცებისთვის შარვალ-კოსტუმი, ქალებისთვის კი- ვინტაჟური სამოსი.

ეს არის ადგილი, სადაც ყველა დეტალი, თითოეული ბალიშის პირი თუ ხავერდოვანი სკამის გადასაფარებელიც უმაღლესი ხარისხისაა და თემატურია. ამ დაუვიწყარი დღე-ღამის, ალბათ მხოლოდ ბონუსია, რომ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში აღმოჩნდებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %