5 ყველაზე საიდუმლო ადგილი მსოფლიოში

წყნარი ოკეანის იზოლირებული კუნძულით დაწყებული და ჯეიმს ბონდის მსგავსი ჯაშუშური ბაზით დამთავრებული - ესაა 5 ყველაზე საიდუმლო ადგილი მსოფლიოში. ადგილები, რომლებიც ყველას აინტერესებს, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია.

1. სვალბარდის გლობალური სათესლე სარდაფი, ნორვეგია

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც დედამიწაზე მასიური სტიქიური უბედურებები დაიწყო, განადგურდა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინფრასტრუქტურა და საკვები. გადარჩენილები დგანან უმნიშვნელოვანესი მისიის წინაშე, მათ უნდა აღადგინონ ეს ყველაფერი. სწორედ ასეთი ჰოლივუდური სცენარით მოვლენების განვითარებისთვის არსებობს ნორვეგიაში სვალბარდის სარდაფი. მისი შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მოხდა. სვალბარდი   სარდაფი კუნძულ შპიცბერგენზე 120 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. ესაა ყველაზე უზრუნველყოფილი და დაცული სათესლე ბანკი მსოფლიოში, რომელიც 2008 წელს გაკეთდა. საწყობში ინახება 250 მილიონი სახეობის თესლი, თითოეული მათგანი დაფასოებულია და ინახება სპეციალურად მისთვის საჭირო პირობებში. საწყობის მდებარეობა შეირჩა სპეციალურად მეცნიერების მიერ, რათა გლობალური დათბობის ან სხვა სახის კატასტროფის დროსაც კი თესლები მშრალი და უვნებელი იქნება. იმისათვის, რომ ამ სარდაფში მოხვდეთ, თქვენ  სპეციალურად გამოყოფილი მკვლევარი ან მცენარეთა სელექციონერი უნდა იყოთ. p03kpcwnp03kpctc

2. კუნძული ნიჰაუ, ჰავაი

ნიჰაუ ესაა პატარა დასახლებული კუნძული ჰავაიში. ის იდეალური ადგილია ტროპიკული დასვენებისთვის: პალმის ხეები, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები... მაგრამ არავითარი ტურისტი! 180 კვ.კმ ფართობის კუნძული ტურისტების ხელშეუხებელია. ნიჰაუ საქმე ისაა, 1863 წელს ჰავაის მეფემ კუნძული რობინსონების შეძლებულ ოჯახს მიჰყიდა. 1915 წლიდან კუნძლზე ცხოვრება უკანანოდ გამოცხადდა. იზოლირებულ კუნძულზე ცხოვრება მეტად უჩვეულოა: აქ დაახლოებით 130 მუდმუვი მაცხოვრებელია, რომლებიც აქ უფასოდ ცხოვრობენ, თუმცა არ აქვთ გზები, სატელეფონო მომსახურება, კანალიზაცია და ა.შ. კუნძულს სანაპირო დაცვა იცავს, რათა არ მოხდეს გარეშე პირის შესვლა მასზე. ყველაზე ახლოს კუნძლთან მიახლოება ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

3. სამეფო საჰაერო ძალების ბუნკერი, ინგლისი

ჯეიმს ბონდს რომ საიდუმლო ბუნკერი ჰქონებოდა, სწორედ ასეთი იქნებოდა. Menwith Hill-ში მდებარე ბაზა ითვლება ელექტრონული მონიტორინგის მსოლფიოში ყველაზე დიდ სადგურად.  აქ ინახება აშშ-და და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული ფარული მოსმენების ჩანაწერები. p03kpdvrp03kpdw0 საიდუმლო ბაზა აშენდა 1954 წელს, ცივი ომის დროს კომუნიკაციების მონიტორინგის მიზნით. არავინ იცის, კონკრეტულად როგორ და რისთვის გამოიყენება დღეს ეს ბაზა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის გამოიყენება ტერორისტული ქმედებების და ნარკო-გარიგებების საქმეების გამოსაძიებლად. ჯაშუშური ქსელი მოიცავს ავსტრალია, ახალ ზელანდიას, კანადას, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს. სადგურში შესვლა მხოლოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და ECHELON-ის წარმოადგენლებს შეუძლიათ.

4. ვატიკანის საიდუმლო არქივები, ვატიკანი

ვატიკანის საიდუმლო არქივები ინახავს ყველა პაპის პირად საბუთებს მე-8 საუკუნიდან მოყოლებული. 1881 წლიდან არქივი დაიხურა ყველა არასამთავრობო პირისთვის. საბუთები ინახება ჩაკეტილ საცავებში და მათზე წვდომის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთების გრძელი და რთული გზაა გასავლელი. შესასვლელი ბარათი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კვალიფიცირებულ მეცნიერზე, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისი მეცნიერული კვლევისთვის მნიშვნელოვანია არქივში დაცული საბუთის გაცნობა. არქივში დოკუმენტები 85 კმ სტელაჟებში 35 000-ზე მეტ ტომად ინახება. ვატიკანის არქივიp03kpf63

5. ფართობი 51, ნევადა

"რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში" - იგივე შეიძლება ითქვას ფართობი 51-ზეც. ეს ტერმინი ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროს გამოიყენეს, იმ სამხედრო ბაზის აღსანიშნავად, რომელიც მაღალ სახელმწიფო საიდუმლოებს ინახავს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არ ავრცელებს ინფორმაციას, კონკრეტულად რა ხდება ამ ტერიტორიაზე. ამიტომაც უამრავი ვერსია არსებობს: აწარმოებენ ლაზერულ იარაღს, ცდიან ექსპერიმენტულ თვითმფრინავებს და ა.შ. ფაქტი ერთია, ეს ადგილი დიდი ხანია საიდუმლო ტერიტორიადაა გამოცხადებული და მასში შეღწევა უცხო პირებისთვის დაუშვებელია. ფართობი 51    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %