იმოგზაურე ზაფხულში - 10 ყველაზე მზიანი მიმართულება ზამთრის მოგზაურობისთვის

მაშინ, როცა საქართველოში სუსხი, სიცივე და თოვლია, ის დროა ჩემოდნები ჩავალაგოთ და თბილ ქვეყნებში გადავინაცვლოთ, თუნდაც დროებით

1 .კოსტა-რიკა

winter2_3476471k ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა დღითი-დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კოსტა-რიკა  იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელსაც აქვს სანაპირო ზოლი როგორც კარიბის ზღვაზე, ისე წყნარ ოკეანეზე.  ქვეყანაში დასვენებისას შეიძლება არენალის ვულკანზე ლაშქრობა, კორკოვადოს ნაციონალური პარკის მონახულება და უბრალოდ, პლაჟზე დასვენება.

2. ფლორიდა

ფლორიდა ამერიკის მზიანი შტატის პლაჟების მოსანახულებლად საუკეთესო თვე იანვარია. ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობა ნაკლებია, ხოლო ტემპერატურა 20 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაიამის ცნობილ პლაჟებს, ტამპას ან ორლანდოს.

3. ბარბადოსი

ბარბადოს აქ ზამთარშიც კი 20 გრადუსზე მეტია ტემპერატურა, ზღვა თბილია და ამინდი მზიანი.  საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბარბადოსში 28 დღემდე ვადით, ვიზა არ ესაჭიროება.

4. დუბაი

დუბაიარაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი ქართველი ტურისტების ერთ-ერთი ფავორიტი მიმართულებაა.  ზამთარი აქ თბილია — ყველაზე ცივ თვეში, იანვარში, საშუალო მაღალი ტემპერატურაა 24 °C .  დუბაი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია შოპინგისთვის. სხვაგან  ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე.

5. შარმ-ელ-შეიხი

სჰარმ ეს კურორტი წითელ ზღვაზე მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.  ხუთვარსკვლავიანი კომფორტული სასტუმროები, მშრალი კლიმატი, ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, უგემრიელესი და ეგზოტიკური არაბული სამზარეულო ისაა, რასაც ზამთრის ცივ თვეებში ვიმსახურებთ.  წითელი ზღვაა სისუფთავით გამოირჩევა და აქ წყლის ტემპტერატურა არასოდეს ეცემა +20 გრადუსზე ქვევით.  ძალიან პოპულარული აქტივობაა დაივინგი, რადგან წყალქვეშა სამყარო მდიდარი და ულამაზესია.

6. რიო-დე-ჟანეირო

რიო რატომ უნდა ვეწვიოთ რიოს ზამთარში? იმიტომ რომ 5-9 თებერვალს რიოს ცნობილი კარნავალი იმართება. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით,  ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში.

7. სეიშელის კუნძულები

სეიშელი თაფლობის თვვის გასატარებლად სეიშელის კუნძულები იდეალური ადგილია. თვალისმომჭრელად თეთრი ქვიშის სანაპიროები, ფირუზისფერი ზღვა, მარჯნის რიფები და ტროიკული ბუნება ამ ადგილს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს.  სეიშელის კუნძულები  ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მადაგსკართან ახლოს მდებარეობს.

8. ანტიგუა

ანტიგუა ანტიგუა კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია და საუკეთესოა ოჯახური დასვენებისთვის.  კუნძულებზე ტროპიკული კლიმატი და უამრავი ვილა, სასტუმრო და გესთჰაუზია, რომლებიც ყველა ტიპის ბიუჯეტს ერგება.

9. შრი-ლანკა

შრი საუკეთესო თვე სამოგზაუროდ თებერვალია.  ში-ლანკაში კლიმატი ტროპიკულია. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, ხოლო თავგადასავლების მოყვარულებს ქვეყნის შუაგულში აღმართული მთებში შეუძლიათ ეძიონ თავგადასვლები.  აქ თქვენ მსოფლიო მემკვიდრეობის რვა ობიექტს ნახავთ: გალეს, კანდის, სიგირიას, ანურადხაპურას, პოლონარუვას, გამოქვაბულში მდებარე ტაძარს - დამბულას, ცენტრალურ მთებსა და სინხარაჯას ეროვნულ პარკს.

10. კუბა

კუბა კუბას კლიმატიც ტროპიკულია. აქ მთელი წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა თითქმის ერთიდაიგივეა და საშუალოდ  +25 გრადუსია ზამთარში წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 24-26 გრადუსია.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %